Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია თავს მო­ვა­ლედ მი­იჩ­ნევს, გა­მო­ეხ­მა­უ­როს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­რის­კო ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდა".

აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში გან­ცხა­დე­ბუ­ლია, თით­ქოს­და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­კონ­სუ­ლოს საქ­მე­თა ბი­უ­რო სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, რომ 2014 წელს თავი აა­რი­დონ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას. გან­ვმარ­ტავთ, რომ სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნილ მო­ნა­ცე­მებს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის პო­ზი­ცი­ას­თან და ეყ­რდნო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ვებ-გვერ­დის www.escapehere.com-ის მიერ გა­კე­თე­ბულ არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას.

ჩვენს მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი რე­ა­ლო­ბა შემ­დე­გია - უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ზა­ურ­თათ­ვის, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის მსურ­ვე­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ შემ­დე­გის თა­ო­ბა­ზე: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მკაც­რად აფრ­თხი­ლებს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ორ რე­გი­ონ­ში (აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი) მგზავ­რო­ბის­გან. აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­ში არ ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის იუ­რის­დიქ­ცია და კონ­ტრო­ლი. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ გრძელ­დე­ბა ოკუ­პა­ცია ორი­ვე რე­გი­ონ­ში.

ჩვე­ნის მხრივ ხაზს ვუს­ვამთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო მიჩ­ნე­უ­ლია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­ხელ­მწი­ფოდ ევ­რო­პა­ში, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს კონ­ტი­ნენ­ტის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზრდა ტუ­რიზ­მში. 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო 5 365 356 სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა და ამ­ჟა­მა­დაც ზრდის დი­ნა­მი­კა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მიერ (მა­გა­ლი­თად www.roughguides.com) სა­ქარ­თვე­ლო შე­სუ­ლია ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ველ ქვე­ყა­ნა­თა ხუ­თე­ულ­ში. ქარ­თულ მე­დი­ას ვთხოვთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მო­ე­კი­დონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ: სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­რის­კო ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მკითხველის რჩევით

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავს მოვალედ მიიჩნევს, გამოეხმაუროს რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - "საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა".

აღნიშნულ სტატიაში განცხადებულია, თითქოსდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულოს საქმეთა ბიურო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2014 წელს თავი აარიდონ საქართველოში მოგზაურობას.  განვმარტავთ, რომ სტატიაში მოყვანილ მონაცემებს საერთო არაფერი აქვს აშშ-ს ოფიციალური სტრუქტურების პოზიციასთან და ეყრდნობა კონკრეტული ვებ-გვერდის www.escapehere.com-ის მიერ გაკეთებულ არასწორ ინტერპრეტაციას.

ჩვენს მიერ დადასტურებული ინფორმაციით კი რეალობა შემდეგია - უკვე რამდენიმე წელიწადია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მოგზაურთათვის, სადაც საქართველოში ვიზიტის მსურველებს აფრთხილებენ შემდეგის თაობაზე: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მგზავრობისგან. აღნიშნულ რეგიონებში არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის იურისდიქცია და კონტროლი. რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების მიერ გრძელდება ოკუპაცია ორივე რეგიონში.

ჩვენის მხრივ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ ევროპაში, რაზეც მეტყველებს კონტინენტის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდა ტურიზმში. 2013 წელს საქართველო 5 365 356 საერთაშორისო მოგზაურმა მოინახულა და ამჟამადაც ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალია. ავტორიტეტული გამოცემების მიერ (მაგალითად www.roughguides.com) საქართველო შესულია ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანათა ხუთეულში. ქართულ მედიას ვთხოვთ, მეტი ყურადღებით, პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ: საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია