მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადობის მოწმობას უფასოდ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ
პირადობის მოწმობას უფასოდ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას უფა­სოდ 17-დან 22 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, აქ­ცია 24 იან­ვრი­დან 24 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და შე­სა­ბა­მის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბა ჯერ არ აუ­ღი­ათ, დო­კუ­მენტს სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლებს (პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებ­საც) ექ­ნე­ბათ. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, რო­გორც დო­კუ­მენ­ტის, ისე ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის­გან.

დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 17-დან 22 წლამ­დე 59 089 მო­ქა­ლა­ქეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ხოლო პი­რო­ბი­თი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 12 000-ს შე­ად­გენს.

პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბი­სათ­ვის გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თებ­ლად ორი­ვე კა­ტე­გო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უნდა მი­მარ­თონ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს ან სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხუ­რებს.

თბი­ლის­ში გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა წარ­მო­ებს დრო­ე­ბით სერ­ვის-ცენ­ტრებ­ში, მი­სა­მარ­თებ­ზე: და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი მე-10 კი­ლო­მეტ­რი, (აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო); ვაჟა-ფშვე­ლას #1, (ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი).

გა­სუ­ლი წლი­დან დღემ­დე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, პი­რა­დო­ბის ახა­ლი მოწ­მო­ბე­ბის უფა­სოდ გა­ცე­მის აქ­ცია უკვე სამ­ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უფა­სო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი უკვე გა­და­ე­ცათ სრულ­წლო­ვან დევ­ნი­ლებს, რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნილ პი­რებს და პე­და­გო­გებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პირადობის მოწმობას უფასოდ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ

პირადობის მოწმობას უფასოდ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პირადობის მოწმობას უფასოდ 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები მიიღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აქცია 24 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ აუღიათ, დოკუმენტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

ამავე პერიოდში, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პირადობის ახალი მოწმობის უფასოდ მიღების საშუალება პირობით მსჯავრდებულებს (პრობაციონერებსაც) ექნებათ. ყველა მათგანი გათავისუფლდება, როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან.

დღეისათვის საქართველოში 17-დან 22 წლამდე 59 089 მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო პირობითი მსჯავრდებულების რაოდენობა კი 12 000-ს შეადგენს.

პირადობის ახალი მოწმობისათვის განაცხადის გასაკეთებლად ორივე კატეგორიის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.

თბილისში განაცხადების მიღება წარმოებს დროებით სერვის-ცენტრებში, მისამართებზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო); ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი).

გასული წლიდან დღემდე, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პირადობის ახალი მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია უკვე სამჯერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს და პედაგოგებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია