პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა
ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა

ლე­ვან ვა­სა­ძის, ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის, რეზო ჩხე­ი­ძი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის შემ­დეგ რა­ინ­დის წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლმა ბრა­ზი­ლი­ელ კლა­ო­დიო სო­ა­რეს რო­შას მი­ა­ნი­ჭა.

"2014 წლის 14 იან­ვარს, თბი­ლი­სის და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლის შე­ნო­ბა­ში გა­ი­მარ­თა ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის, ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რის, ბა­ტო­ნი კლა­ო­დიო სო­ა­რეს რო­შას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნის რა­ინ­დად კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი. ბა­ტო­ნი კლა­ო­დიო, ასე­ვე არის ბრა­ზი­ლი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სახ­ლის მე­თა­უ­რის მისი სა­მე­ფო-იმ­პე­რი­უ­ლი უმაღ­ლე­სო­ბის დონ ლუი ორ­ლე­ან-ბრა­გან­ცას ნა­თე­სა­ვი.

ინ­ვეს­ტი­ტუ­რის ცე­რე­მო­ნი­ალს ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ ეს­წრე­ბო­და თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი-გრუ­ზინ­სკი, ამი­ტომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და მისი მემ­კვიდ­რის, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანას უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გვირ­გვი­ნის ორ­დე­ნის კა­ვალ­რე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი.

ბა­ტო­ნი კლა­ო­დიო სო­ა­რეს როშა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის მიერ, ასე­ვე და­ნიშ­ნულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად ბრა­ზი­ლი­ა­ში.

ბა­ტონ­მა კლა­ო­დი­ომ უღ­რმე­სი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა იმ პა­ტი­ვი­სათ­ვის, რაც მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლმა მი­ა­ნი­ჭა და აღუთ­ქვა, რომ და­ი­ცავს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის ღირ­სე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის­თვი­საც არ და­ი­შუ­რებს სა­კუ­თარ ძა­ლის­ხმე­ვას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე".

იხი­ლეთ ასე­ვე: ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის ორ­დე­ნის მან­დი­ლოს­ნო­ბა მი­ე­ნი­ჭა (+ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა ლე­ვან ვა­სა­ძეს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა (+ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარ­მა რუს სა­სუ­ლი­ე­რო პირს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა (+ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

რას უკავ­შირ­დე­ბა რა­ინ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა - სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა

რეზო ჩხე­ი­ძეს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა

ქართული სამეფო სახლის სამსახურში ბრაზილიელი რაინდი ჩადგა

ლევან ვასაძის, ლაშა თაბუკაშვილის, რეზო ჩხეიძისა და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეების შემდეგ რაინდის წოდება საქართველოს სამეფო სახლმა ბრაზილიელ კლაოდიო სოარეს როშას მიანიჭა.

"2014 წლის 14 იანვარს, თბილისის დარეჯანის სასახლის შენობაში გაიმართა ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატის, ისტორიული დოკუმენტაციების საბჭოს წევრის, ბატონი კლაოდიო სოარეს როშას, საქართველოს სამეფო სახლის დინასტიური ორდენის რაინდად კურთხევის ცერემონიალი. ბატონი კლაოდიო, ასევე არის ბრაზილიის საიმპერატორო სახლის მეთაურის მისი სამეფო-იმპერიული უმაღლესობის დონ ლუი ორლეან-ბრაგანცას ნათესავი.

ინვესტიტურის ცერემონიალს ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრებოდა თავად საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ამიტომ ეს ღონისძიება ჩატარდა მისი მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უშუალო ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის კავალრები, მოწვეული სტუმრები.

ბატონი კლაოდიო სოარეს როშა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მიერ, ასევე დანიშნულ იქნა საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ წარმომადგენლად ბრაზილიაში.

ბატონმა კლაოდიომ უღრმესი მადლიერება გამოხატა იმ პატივისათვის, რაც მას საქართველოს სამეფო სახლმა მიანიჭა და აღუთქვა, რომ დაიცავს არა მარტო საქართველოს სამეფო სახლის ღირსებასა და ინტერესებს, არამედ საქართველოს კეთილდღეობისთვისა და ინტერესებისთვისაც არ დაიშურებს საკუთარ ძალისხმევას", - აღნიშნულია საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

იხილეთ ასევე: ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

რეზო ჩხეიძეს რაინდის წოდება მიენიჭა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს