მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი
ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი

რე­ჟი­სორ დიტო ცინ­ცა­ძის ფილმში - "მე­დი­ა­ტო­რი" ქეთი კან­ტი­ძემ ბორ­დელ­ში მო­მუ­შა­ვე ქალი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. სა­თა­მა­შო ბევ­რი არა­ფე­რი ჰქონ­და, მაგ­რამ ისე­თი რა­ღაც მო­ი­ფიქ­რა, რე­ჟი­სო­რი აღ­ფრთო­ვან­და. ეპი­ზო­დის აღ­წე­რა: ქალი ზის, მხრე­ბი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი აქვს, ტუ­ჩე­ბი - გა­მომ­წვე­ვად შე­ღე­ბი­ლი; მი­ნი­კა­ბა აც­ვია, რო­მე­ლიც ქე­თიმ სახ­ლი­დან მო­ი­ტა­ნა. იგი ცოტა ხანს კეკ­ლუ­ცობს, მერე სა­ათს და­ხე­დავს, წა­მოდ­გე­ბა, მხრებ­ზე გა­და­სულ კა­ბის სა­ხე­ლო­ებს კის­რის­კენ გად­მო­ი­წევს, კა­ბას კო­ჭე­ბამ­დე ჩა­მო­ი­წევს, თავ­ზე "კა­სინ­კას" წა­იკ­რავს, გრძელ ლა­ბა­დას ჩა­იც­ვამს, ხელ­ში "ავო­ზკას" და­ი­ჭერს, სა­დაც პური, პრო­დუქ­ტე­ბი აწყვია და შინ მი­დის. ქეთი კან­ტი­ძემ როლი თა­ვად მო­ი­ფიქ­რა, რე­ჟი­სორ­მა კი ის ოვა­ცი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. იგი სა­ოც­რად კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­უძ­ლია, დი­ლამ­დე იცეკ­ვოს, იმ­ღე­როს, რე­პე­რის რო­ლიც მო­ირ­გოს. ნი­ჭი­ე­რია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დის. ქეთი კან­ტი­ძის კი­ნო­ნათ­ლი­ე­ბი რე­ჟი­სო­რი მა­რი­ნა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე არი­ან.

მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბით

- არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ და სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მუდ­მე­ბით ვმუ­შა­ობ. როლს რომ რამე არ და­ვაკ­ლო და სა­ხი­ე­რი გავ­ხა­დო, ჩემი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით კი­თხვებს ვსვამ. სცე­ნარს კი ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რი გმი­რის შე­სა­ხებ უფრო მეტს მი­ამ­ბობს, მის ბი­ოგ­რა­ფი­ას მაც­ნობს - ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს და რო­ლის შექ­მნა­შიც მეხ­მა­რე­ბა. მუ­დამ ვცდი­ლობ, ჩემს პერ­სო­ნაჟს რა­ღაც შევ­მა­ტო. ხში­რად მსა­ხი­ობს თა­ვი­სი ეპი­ზო­დის გაზ­რდის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ ძნე­ლია ამა­ზე რე­ჟი­სო­რის და­თან­ხმე­ბა; მა­სა­ლა თუ არ მო­ე­წო­ნე­ბა, მა­ინც ამოჭ­რის. სა­ერ­თოდ, ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბით არ უნდა შე­ა­წუ­ხო, მაგ­რამ რად­გან ყო­ველ­თვის მე­ო­რე და მე­სა­მე­ხა­რის­ხი­ან რო­ლებ­ში ვარ, არ მინ­და, რე­ჟი­სორს მი­ვა­ვი­წყდე, ამი­ტომ ვაქ­ტი­უ­რობ და ვე­კი­თხე­ბი: ასე სჯობს თუ ისე? აქ ასე დავ­დგე ან ასე გა­ვა­კე­თო? დიდი ხა­ნია, თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ. ეს ისე­თი ორ­გა­ნიზ­მია, სა­დაც რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ერ­თმა­ნეთს უამ­რავ ვერ­სი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. ასე ხდე­ბა კი­ნო­შიც. წლე­ბის მან­ძილ­ზე ბა­ტონ რო­ბი­კოს­თან ვმუ­შა­ობ­დი და მის რე­პე­ტი­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დი. იგი ულე­ვი ფან­ტა­ზი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია ისე­ვე, რო­გორც ლე­ვან წუ­ლა­ძე. კი­ნო­გა­და­ღე­ბის დროს ჩემი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა კოს­ტი­უ­მის შერ­ჩე­ვაა: დიდ ზო­მას ვერ შო­უ­ლო­ბენ (ნუ, როცა იკე­რე­ბა, მა­შინ პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლია), ამი­ტომ ფილ­მე­ბის­თვის ჩემი გარ­დე­რო­ბი მაქვს. კი­ნომ­ხატ­ვრე­ბი მე­ტყვი­ან ხოლ­მე: - ასე­თი ფე­რის კაბა გვინ­და და ასე­თი მო­დე­ლი­სო, მერე კი თა­ვად ვარ­ჩევ. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მხატ­ვა­რი თა­მუ­ნა ხში­რად ამ­ბობ­და: მიყ­ვარს ქე­თის­თან მუ­შა­ო­ბა. რო­გორც კი ვე­ტყვი, რა უნდა ჩა­იც­ვას, ზუს­ტად ხვდე­ბა, რა მჭირ­დე­ბაო. მხატ­ვრებს სა­მუ­შა­ოს ვუმ­სუ­ბუ­ქებ, მაგ­რამ გა­მო­გი­ტყდე­ბით, - კერ­ვა არ მე­ხერ­ხე­ბა და არც ღი­ლის და­კე­რე­ბა ვიცი.

ხმის რე­ჟი­სო­რის წი­თე­ლი დიპ­ლო­მი

- მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ამ გზას უნდა გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ მერე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ხმის რე­ჟი­სო­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სტუ­დენ­ტო­ბის დროს გა­და­ღე­ბებ­ზე "შავ" ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დი, გახ­მო­ვა­ნე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი. ჩემი პე­და­გო­გი გარი კუნ­ცე­ვი იყო. კი­ნო­ში ხმის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი და მახ­სოვს, რო­გორ ამა­ყად მოვ­დი­ო­დი ინ­სტი­ტუ­ტის დე­რე­ფან­ში. ჩემი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი წარ­მო­ად­გენ­და მო­თხრო­ბას ხმე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ აღ­წე­რი­ლი მქონ­და, თუ რო­მელ ეპი­ზოდს რა ხმას და­ვა­დებ­დი და კი­დევ ბევ­რი სხვა ნი­უ­ან­სიც იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით მქონ­და გამ­ზა­დე­ბუ­ლი, რაც შემ­დეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად უნდა გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ 90-იანი წლე­ბი დად­გა და ქვე­ყა­ნა აი­რია. თუმ­ცა, სა­დიპ­ლო­მო კარ­გად და­ვი­ცა­ვი და წი­თე­ლი დიპ­ლო­მი და­ვიმ­სა­ხუ­რე. "დურუ" იყო პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც გა­და­მი­ღეს. ჩემი გმი­რი მსა­ხი­ობ­მა თა­მუ­ნა ადა­მი­ამ გა­ახ­მო­ვა­ნა. მერე უკვე სე­რი­ა­ლე­ბის დრო დად­გა, სა­დაც ხმა სინ­ქრო­ნუ­ლად იწე­რე­ბა და გახ­მო­ვა­ნე­ბა აღარ არის სა­ჭი­რო.

"ასა­დან" დღემ­დე

- პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი "ასა" იყო. ამა თუ იმ როლ­ზე ყო­ველ­თვის კას­ტინ­გის გავ­ლით ვხვდე­ბო­დი. ჩემს რო­ლებს ძი­რი­თა­დად, ასე აწე­რია: უნდა იყოს მსუ­ქა­ნი ქალი. სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მე და ნუგ­ზარ ჩი­ქო­ვა­ნი მე­უღ­ლე­ებს ვთა­მა­შობ­დით. ჰოდა, ბევ­რს მარ­თლა ცოლ-ქმა­რი ვე­გო­ნეთ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით ერ­თად გვიმ­გზავ­რია. ასეთ დროს ჩვენ­თვის მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი გა­და­უხ­დი­ათ და შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ყოფ­ნა უსურ­ვე­ბი­ათ. ნუგ­ზარს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე ჰყავს - სო­ხუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა სო­ლო­მო­ნია. როცა მა­რი­ნა შემ­ხვდე­ბო­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი: რო­გორ არის ჩემი ქმა­რი? მო­მი­კი­თხე და კარ­გად მი­მი­ხე­დე-მეთ­ქი! ისიც მპა­სუ­ხობ­და: ნუ გე­ში­ნია, კარგ ხელ­შია, შენ არ იდარ­დოო (იღი­მის)...

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის ფილმში - "ბუზი" ვი­თა­მა­შე. ამ ფილმმა რამ­დე­ნი­მე პრი­ზი მი­ი­ღო. გი­ორ­გის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მან­დო კი­დევ ერთ ფილმში - "ეჰ, მე­გობ­რე­ბო". ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მია­ნია და მუ­შა­ო­ბი­სას ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. გა­და­ღე­ბე­ბი კა­ხეთ­ში გვქონ­და. მე და მა­რი­ნა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით. მა­რი­ნა კარ­გი რე­ჟი­სო­რი და სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მა­შინ უფრო მე­ტად დავ­მე­გობ­რდით. სა­ღა­მო­ებს მხი­ა­რუ­ლად და ხა­ლი­სი­ა­ნად ვა­ტა­რებ­დით...

გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან მუ­შა­ო­ბა რომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ამა­ში ყვე­ლა და­მე­მოწ­მე­ბა, ვი­საც კი ოდეს­მე მას­თან უმუ­შა­ვია. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მომ­ვლე­ლი ქა­ლის როლი მაქვს, არა­კო­მე­დი­უ­რი სა­ხეა. როლს ჩე­მით რა­ღაც ფე­რებს ვმა­ტებ, მაგ­რამ გი­ორ­გის გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­ნად­გო­მა­სა და დახ­მა­რე­ბას ყო­ველ­თვის ვგრძნობ.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლი - "სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა" გა­დის და ფო­ი­ე­ში რომ გავ­დი­ვარ ხოლ­მე, ყვე­ლა ბავ­შვი მცნობს. შე­მო­მეხ­ვე­ვი­ან და ჩემ­თან ერ­თად სუ­რა­თებს იღე­ბენ. იმ დღეს 5-6 წლის ბი­ჭუ­ნა ისე ჩა­მე­ხუ­ტა, თვა­ლებ­ზე ლა­მის ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა. დე­და­მის­მა მი­თხრა, - გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­ხარ­თო. სე­რი­ა­ლე­ბი­დან ჯერ დოდო ("გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან") უყ­ვარ­დათ, მერე - ნუნუ ("შუა ქა­ლაქ­ში"). ისე კი მიკ­ვირს ხოლ­მე, ბავ­შვებს ამ ასა­კის პერ­სო­ნა­ჟი რა­ტომ შე­უყ­ვარ­დათ?.. ბო­ლოს ფრანგ რე­ჟი­სორ­თან ვი­მუ­შა­ვე. მხატ­ვრულ ფილმში - "ჯეკი ქა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში" მსუ­ქა­ნი გე­ნე­რა­ლი ქა­ლის როლი მომ­ცეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე რო­ლიც არ ყო­ფი­ლა, მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ მას­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კი­ნო­გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვარ. ამ დროს ვი­ბა­დე­ბი, ვცო­ცხლდე­ბი.

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი

ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმში - "მედიატორი" ქეთი კანტიძემ ბორდელში მომუშავე ქალი განასახიერა. სათამაშო ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ისეთი რაღაც მოიფიქრა, რეჟისორი აღფრთოვანდა. ეპიზოდის აღწერა: ქალი ზის, მხრები მოშიშვლებული აქვს, ტუჩები - გამომწვევად შეღებილი; მინიკაბა აცვია, რომელიც ქეთიმ სახლიდან მოიტანა. იგი ცოტა ხანს კეკლუცობს, მერე საათს დახედავს, წამოდგება, მხრებზე გადასულ კაბის სახელოებს კისრისკენ გადმოიწევს, კაბას კოჭებამდე ჩამოიწევს, თავზე "კასინკას" წაიკრავს, გრძელ ლაბადას ჩაიცვამს, ხელში "ავოზკას" დაიჭერს, სადაც პური, პროდუქტები აწყვია და შინ მიდის. ქეთი კანტიძემ როლი თავად მოიფიქრა, რეჟისორმა კი ის ოვაციებით დააჯილდოვა. იგი საოცრად კეთილი და მხიარული ადამიანია. მეგობრებთან ერთად შეუძლია, დილამდე იცეკვოს, იმღეროს, რეპერის როლიც მოირგოს. ნიჭიერია და ყველაფერი კარგად გამოსდის. ქეთი კანტიძის კინონათლიები რეჟისორი მარინა კულუმბეგაშვილი და მსახიობი ეკა მჟავანაძე არიან.

მსახიობი საკუთარი გარდერობით

- არაპროფესიონალი ვარ და საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობ. როლს რომ რამე არ დავაკლო და სახიერი გავხადო, ჩემი პერსონაჟის შესახებ დამატებით კითხვებს ვსვამ. სცენარს კი ვკითხულობ, მაგრამ რეჟისორი გმირის შესახებ უფრო მეტს მიამბობს, მის ბიოგრაფიას მაცნობს - ეს ყველაფერი მაინტერესებს და როლის შექმნაშიც მეხმარება. მუდამ ვცდილობ, ჩემს პერსონაჟს რაღაც შევმატო. ხშირად მსახიობს თავისი ეპიზოდის გაზრდის სურვილი უჩნდება, მაგრამ ძნელია ამაზე რეჟისორის დათანხმება; მასალა თუ არ მოეწონება, მაინც ამოჭრის. საერთოდ, ზედმეტი შეკითხვებით არ უნდა შეაწუხო, მაგრამ რადგან ყოველთვის მეორე და მესამეხარისხიან როლებში ვარ, არ მინდა, რეჟისორს მივავიწყდე, ამიტომ ვაქტიურობ და ვეკითხები: ასე სჯობს თუ ისე? აქ ასე დავდგე ან ასე გავაკეთო? დიდი ხანია, თეატრში ვმუშაობ. ეს ისეთი ორგანიზმია, სადაც რეჟისორი და მსახიობი ერთმანეთს უამრავ ვერსიას სთავაზობენ. ასე ხდება კინოშიც. წლების მანძილზე ბატონ რობიკოსთან ვმუშაობდი და მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. იგი ულევი ფანტაზიის მქონე ადამიანია ისევე, როგორც ლევან წულაძე. კინოგადაღების დროს ჩემი ძირითადი პრობლემა კოსტიუმის შერჩევაა: დიდ ზომას ვერ შოულობენ (ნუ, როცა იკერება, მაშინ პრობლემა მოხსნილია), ამიტომ ფილმებისთვის ჩემი გარდერობი მაქვს. კინომხატვრები მეტყვიან ხოლმე: - ასეთი ფერის კაბა გვინდა და ასეთი მოდელისო, მერე კი თავად ვარჩევ. "ჩემი ცოლის დაქალების" მხატვარი თამუნა ხშირად ამბობდა: მიყვარს ქეთისთან მუშაობა. როგორც კი ვეტყვი, რა უნდა ჩაიცვას, ზუსტად ხვდება, რა მჭირდებაო. მხატვრებს სამუშაოს ვუმსუბუქებ, მაგრამ გამოგიტყდებით, - კერვა არ მეხერხება და არც ღილის დაკერება ვიცი.

ხმის რეჟისორის წითელი დიპლომი

- მუსიკალური სკოლა დავამთავრე და ამ გზას უნდა გავყოლოდი, მაგრამ მერე თეატრალურ ინსტიტუტში ხმის რეჟისორის სპეციალობაზე ჩავაბარე. სტუდენტობის დროს გადაღებებზე "შავ" ჩანაწერებს ვაკეთებდი, გახმოვანებებზე დავდიოდი. ჩემი პედაგოგი გარი კუნცევი იყო. კინოში ხმის დიდ მნიშვნელობაზე ოთარ იოსელიანის ლექციების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და მახსოვს, როგორ ამაყად მოვდიოდი ინსტიტუტის დერეფანში. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი წარმოადგენდა მოთხრობას ხმებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღწერილი მქონდა, თუ რომელ ეპიზოდს რა ხმას დავადებდი და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსიც იყო გათვალისწინებული. ყველაფერი ჩანაწერების სახით მქონდა გამზადებული, რაც შემდეგ, პრაქტიკულად უნდა განმეხორციელებინა, მაგრამ 90-იანი წლები დადგა და ქვეყანა აირია. თუმცა, სადიპლომო კარგად დავიცავი და წითელი დიპლომი დავიმსახურე. "დურუ" იყო პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც გადამიღეს. ჩემი გმირი მსახიობმა თამუნა ადამიამ გაახმოვანა. მერე უკვე სერიალების დრო დადგა, სადაც ხმა სინქრონულად იწერება და გახმოვანება აღარ არის საჭირო.

"ასადან" დღემდე

- პირველი სერიალი "ასა" იყო. ამა თუ იმ როლზე ყოველთვის კასტინგის გავლით ვხვდებოდი. ჩემს როლებს ძირითადად, ასე აწერია: უნდა იყოს მსუქანი ქალი. სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მე და ნუგზარ ჩიქოვანი მეუღლეებს ვთამაშობდით. ჰოდა, ბევრს მართლა ცოლ-ქმარი ვეგონეთ. ყოფილა შემთხვევა, სამარშრუტო ტაქსით ერთად გვიმგზავრია. ასეთ დროს ჩვენთვის მგზავრობის საფასური გადაუხდიათ და შეხმატკბილებულად ყოფნა უსურვებიათ. ნუგზარს შესანიშნავი მეუღლე ჰყავს - სოხუმის თეატრის მსახიობი მარინა სოლომონია. როცა მარინა შემხვდებოდა, ვეუბნებოდი: როგორ არის ჩემი ქმარი? მომიკითხე და კარგად მიმიხედე-მეთქი! ისიც მპასუხობდა: ნუ გეშინია, კარგ ხელშია, შენ არ იდარდოო (იღიმის)...

რეჟისორ გიორგი ცინცაძის ფილმში - "ბუზი" ვითამაშე. ამ ფილმმა რამდენიმე პრიზი მიიღო. გიორგის მადლობელი ვარ, რადგან სერიოზული როლი მანდო კიდევ ერთ ფილმში - "ეჰ, მეგობრებო". ის არაჩვეულებრივი ადამია­ნია და მუშაობისას ძალიან მეხმარებოდა. გადაღებები კახეთში გვქონდა. მე და მარინა კულუმბეგაშვილი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მარინა კარგი რეჟისორი და საოცარი პიროვნებაა, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ უფრო მეტად დავმეგობრდით. საღამოებს მხიარულად და ხალისიანად ვატარებდით...

გიორგი ლიფონავასთან მუშაობა რომ ბედნიერებაა, ამაში ყველა დამემოწმება, ვისაც კი ოდესმე მასთან უმუშავია. "ჩემი ცოლის დაქალებში" მომვლელი ქალის როლი მაქვს, არაკომედიური სახეა. როლს ჩემით რაღაც ფერებს ვმატებ, მაგრამ გიორგის განსაკუთრებულ თანადგომასა და დახმარებას ყოველთვის ვგრძნობ.

ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. მარჯანიშვილის თეატრში საბავშვო სპექტაკლი - "საშობაო სიმღერა" გადის და ფოიეში რომ გავდივარ ხოლმე, ყველა ბავშვი მცნობს. შემომეხვევიან და ჩემთან ერთად სურათებს იღებენ. იმ დღეს 5-6 წლის ბიჭუნა ისე ჩამეხუტა, თვალებზე ლამის ცრემლები მომადგა. დედამისმა მითხრა, - გაგიჟებით უყვარხართო. სერიალებიდან ჯერ დოდო ("გოგონა გარეუბნიდან") უყვარდათ, მერე - ნუნუ ("შუა ქალაქში"). ისე კი მიკვირს ხოლმე, ბავშვებს ამ ასაკის პერსონაჟი რატომ შეუყვარდათ?.. ბოლოს ფრანგ რეჟისორთან ვიმუშავე. მხატვრულ ფილმში - "ჯეკი ქალების სამყაროში" მსუქანი გენერალი ქალის როლი მომცეს. ფაქტობრივად, ცალკე როლიც არ ყოფილა, მასობრივ სცენებში გადამიღეს, მაგრამ მასში სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. კინოგადაღების პროცესი იმდენად მიყვარს, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ. ამ დროს ვიბადები, ვცოცხლდები.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება