პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 იანვარს გაიმართება
ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 იანვარს გაიმართება

უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის სხდო­მა 29 იან­ვრის­თვის არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ის სხდო­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შედ­გე­ბა.

ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია სხდო­მის დღის წეს­რი­გი, თუმ­ცა ეკა გი­გა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლია 24 000 ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებ­ზე მთავ­რო­ბას ან­გა­რი­ში უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

კო­მი­სი­ის კი­დევ ერთი წევ­რი, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში წუხს, რომ სხდო­მა კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ერთი დღით ადრე იმარ­თე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კო­მი­სი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა იან­ვრის ბო­ლოს ეწუ­რე­ბა, სხდო­მა კი 29 იან­ვრის­თვის არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მი­სი­ვე ცნო­ბით, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ბო­ლოს 5 სექ­ტემ­ბერს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სას შე­იკ­რიბ­ნენ, მას შემ­დეგ კი სხდო­მა არ გა­მარ­თუ­ლა.

ლაშა ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მი­სი­ის შეკ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. იგი ამის მი­ზე­ზებს ვერ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ კო­მი­სი­ის წევ­რებს გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ე­ღო, არა მხო­ლოდ დარ­ჩე­ნილ მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზის კუ­თხი­თაც.

რო­გორც "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გან­მარ­ტავს, კო­მი­სი­ას უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა დას­კვნა და ანა­ლი­ზი, "რა მოვ­ლე­ნას­თან გვქონ­და საქ­მე", რა მოვ­ლე­ნა იყო მი­ყუ­რა­დე­ბა, მოს­მე­ნე­ბი, ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ დას­კვნის და­წე­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან არ შე­იკ­რი­ბა.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, დას­კვნა რო­გორ და­ი­დე­ბა, თუ კო­მი­სია არ იკ­რი­ბე­ბა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­იც­ვა­ლა მი­ნის­ტრი, პრო­კუ­რო­რი. მე ვერ ვხვდე­ბი აქამ­დე რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა მოგ­ვეს­მი­ნა მო­საზ­რე­ბე­ბი და რა­ღაც დაგ­ვე­დო. და­ე­ნიშ­ნათ ადრე შეხ­ვედ­რა და შემ­დეგ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და კო­მი­სია", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ტუ­ღუშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრია, თუმ­ცა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში შეხ­ვედ­რა არ გა­მარ­თუ­ლა.

ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სია გა­სუ­ლი წლის 14 ივ­ნისს შე­იქ­მნა, რო­მელ­საც იმ დრო­ინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჯგუ­ფი ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით და­კომ­პლექტდა: არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი, სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახი კა­ხიშ­ვი­ლი, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში.

5 სექ­ტემ­ბერს კი უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში აპა­რატ "შრე­დე­რის" მეშ­ვე­ო­ბით 110 დის­კი გა­ა­ნად­გუ­რეს, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ 144 ფა­ილს შე­ი­ცავ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 იანვარს გაიმართება

ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა 29 იანვარს გაიმართება

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა 29 იანვრისთვის არის ჩანიშნული. როგორც "ინტერპრესნიუსს" დროებითი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროში შედგება.

ამ ეტაპზე უცნობია სხდომის დღის წესრიგი, თუმცა ეკა გიგაურის ინფორმაციით, უწყებაში დარჩენილია 24 000 ფარული ჩანაწერი, რომელთა შესახებაც ძირითად ტენდენციებზე მთავრობას ანგარიში უნდა მოემზადებინა.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში წუხს, რომ სხდომა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე იმართება. მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიას უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს ეწურება, სხდომა კი 29 იანვრისთვის არის ჩანიშნული. მისივე ცნობით, კომისიის წევრები ბოლოს 5 სექტემბერს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურებისას შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი სხდომა არ გამართულა.

ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კომისიის შეკრება ვერ მოხერხდა. იგი ამის მიზეზებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ კომისიის წევრებს გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, არა მხოლოდ დარჩენილ მასალებთან დაკავშირებით, არამედ არსებული ვითარების ანალიზის კუთხითაც.

როგორც "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი განმარტავს, კომისიას უნდა მოემზადებინა დასკვნა და ანალიზი, "რა მოვლენასთან გვქონდა საქმე", რა მოვლენა იყო მიყურადება, მოსმენები, ფარული თვალთვალი, თუმცა კომისიამ დასკვნის დაწერა ვერ მოახერხა, რადგან არ შეიკრიბა.

"როგორ შეიძლება, დასკვნა როგორ დაიდება, თუ კომისია არ იკრიბება თვეების განმავლობაში. შეიცვალა მინისტრი, პროკურორი. მე ვერ ვხვდები აქამდე რატომ არ მოხერხდა მოგვესმინა მოსაზრებები და რაღაც დაგვედო. დაენიშნათ ადრე შეხვედრა და შემდეგ რაღაცნაირად ჩამოყალიბდებოდა კომისია", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრია, თუმცა ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის პერიოდში შეხვედრა არ გამართულა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისია გასული წლის 14 ივნისს შეიქმნა, რომელსაც იმ დროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი ასეთი შემადგენლობით დაკომპლექტდა: არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

5 სექტემბერს კი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, "მოდულის" შენობაში აპარატ "შრედერის" მეშვეობით 110 დისკი გაანადგურეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ