პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მავთულხლართები, ევროპული ჭიკარტები, ომის შედეგები და ღოღეთელების მუდარა ევროპას (+ფოტორეპორტაჟი)
რუსული მავთულხლართები, ევროპული ჭიკარტები, ომის შედეგები და ღოღეთელების მუდარა ევროპას (+ფოტორეპორტაჟი)

მოვა ხალ­ხი, რო­მე­ლიც შე­ეც­დე­ბა, რომ გაც­დუ­ნოთ და გა­და­გი­ბი­რონ ჩვე­ნი სა­ერ­თო ოჯა­ხი­დან - არ მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნოთ თავი, - ამ სი­ტყვე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა სო­ფელ ღო­ღე­თის მკვიდ­რის ტრის­ტან შა­თი­რიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას უპა­სუ­ხა. ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ღო­ღე­თი ერთ-ერთი ბო­ლოა გამ­ყოფ ხაზ­თან, სა­დაც მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ დას­რულ­და. მავ­თულხლარ­თე­ბის მე­ო­რე მხა­რეს არა­ერ­თი მო­სახ­ლის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თი მო­ექ­ცა, რის გა­მოც იქ ევ­რო­კავ­ში­რი­სა დ გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა ჩა­ი­ტა­ნეს.

ტრის­ტან შა­თი­რიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იყო სოფ­ლის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა­გან, ვინც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სახ­ვედ­რად სოფ­ლის ცენ­ტრში დი­ლი­დან მი­ვი­და. შა­თი­რიშ­ვილ­მა დი­მიტ­როვს ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბე­ბი შე­ახ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ყი ხალ­ხი ვართ. ბევრ ჭირ-ვა­რამს გა­ვუ­ძე­ლით, უფრო გვე­ა­მა­ყე­ბო­და ალ­ბათ, ჩვენ რომ მყა­რად ვმდგა­რი­ყა­ვით ფეხ­ზე და ჩვენ თვი­თონ შეგ­ვეძ­ლე­ბო­და ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა. რამ­დე­ნიც არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, გინ­და ხალ­ხმა, გინ­და სა­ხელ­მწი­ფომ, ისეთ დიდ მე­ზო­ბელ­თან რო­გო­რიც რუ­სე­თია, ვე­რა­ფერს ვერ გავ­ხდე­ბით. ჩვენ უნდა გვქონ­დეს ევ­რო­პე­ლი ხალ­ხის თა­ნად­გო­მა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვი­თხოვთ. თქვე­ნი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ დრო­ზე ჩავ­დგეთ ევ­რო­პის რი­გებ­ში, თო­რემ უკვე 20 წე­ლია ამ დღე­ში ვართ",-აღ­ნიშ­ნა შა­თი­რიშ­ვილ­მა ელჩთან სა­უბ­რი­სას.

ად­გი­ლობ­რი­ვი გლე­ხის მი­მარ­თვას ელჩმა ვრცლად უპა­სუ­ხა. მისი თქმით, თუ ქარ­თვე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვას, შე­დე­გე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა.

"ჩვენ მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მოგ­ცეთ შან­სი, იყოთ წევ­რი. მაგ­რამ ეს თქვენ­ზეც იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ, მოვა ხალ­ხი, რო­მე­ლიც შე­ეც­დე­ბა რომ გაც­დუ­ნოთ და გა­და­გი­ბი­როთ სხვა გზა­ზე, გა­და­გი­ბი­რონ ჩვე­ნი სა­ერ­თო ოჯა­ხი­დან. არ მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნოთ თავი, არ აც­დუ­ნე­ბი­ნოთ თავი თბი­ლი სი­ტყვე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად, ისე, რო­გორც ოდეს­ღაც წარ­სულ­ში იყო. თუ გა­უ­ძე­ლით ამ ცდუ­ნე­ბებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­დე­გე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ახლა არის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შე­ვე­ცა­დოთ ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ჭრათ, იმი­ტომ რომ მე­გობ­რე­ბი სწო­რედ ასე იქ­ცე­ვი­ან",-გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­როვ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა და გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სი­მო­ნე ვოლ­კენ­მა ღო­ღეთ­ში 77 ოჯახს პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი და კარ-ფან­ჯრის სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა – ჭი­კარ­ტე­ბი, მწე­ბა­ვი ლენ­ტე­ბი და პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი ჩა­უ­ტა­ნეს. გარ­და ამი­სა, ღო­ღე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა წიგ­ნე­ბი "მოდი გა­ვიც­ნოთ ევ­რო­პა" და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბიც მი­ი­ღეს.

2008 წლის ომის შე­დე­გე­ბი და მავ­თულხლარ­თე­ბი ღო­ღე­თე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა არ არის. მათ ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ სოფ­ლის მი­ტო­ვე­ბა ადარ­დებთ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის გამო ახალ­გაზ­რდო­ბა სო­ფელ­ში თით­ქმის აღარ არის.

"ახალ­გაზ­რდე­ბი ყვე­ლა­ნი წა­ვიდ­ნენ. მე 25 წლის ვარ და მო­ხუ­ცებ­ში რომ ჩავ­ჯდე­ბი, ახალ­გაზ­რდა და­ქალს მე­ძა­ხი­ან. ბავ­შვე­ბიც არ არი­ან, ჩემი შვი­ლე­ბის გარ­და. არც სკო­ლა არის, არც სა­ბავ­შვო ბაღი. 6 კმ-ზე დავ­დი­ვართ სკო­ლა­ში სო­ფელ ფცა­ში, ხან ფე­ხით, ხან "მარ­შუტ­კით". მარ­ტო ჩემი შვი­ლია ამ სოფ­ლი­დან პირ­ველკ­ლა­სე­ლი. აქაც ყო­ფი­ლა სკო­ლა. მაგ­რამ ომი­ა­ნო­ბის მერე და­ი­ხუ­რა", -ამ­ბობს ირმა კო­ჩია.

ახალ­გაზ­რდე­ბის­გან დაც­ლილ ღო­ღეთ­ში გზის გა­კე­თე­ბას დღემ­დე ელო­დე­ბი­ან. უგ­ზო­ო­ბის გამო მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. სო­ფელ­ში არ და­დის ტრან­სპორ­ტიც.

"დიდი სახ­ლი მქონ­და ყვე­ლაფ­რით სავ­სე, მაგ­რამ ახლა შემ­ძვრა­ლი ვარ და­ნი­ე­ლე­ბის აშე­ნე­ბულ კო­ტე­ჯში. ვცხოვ­რობ მე­უღ­ლის პენ­სი­ა­ზე. სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე უარი გვი­თხრეს. ნაკ­ვე­თი მავ­თულხლარ­თებს იქით მოყ­ვა. სო­ფელს ყვე­ლა­ზე მე­ტად ხომ ხე­დავთ, რა სჭირ­დე­ბა, ხომ ნა­ხეთ რო­გორ გზა­ზე მოხ­ვე­დით - ჯი­პე­ბის გარ­და, პა­ტა­რა მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წელს გვპირ­დე­ბი­ან რომ გზა გა­კეთ­დე­ბა. გაზი შე­მო­იყ­ვა­ნეს სო­ფელ­ში, წყა­ლი გაგ­ვი­კე­თეს. და­სა­ლე­ვად ვერ ვი­ყე­ნებთ, მაგ­რამ გა­სა­რე­ცხად მა­ინც ხომ ვი­ყე­ნებთ",- ყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ლელა შა­თი­რიშ­ვი­ლი.

ომის შემ­დეგ სახ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს დღემ­დე გულ­ნა­რა ღვა­ლა­ძე­საც - "ეკო­ნო­მი­ურ გა­ჭირ­ვე­ბას გან­ვიც­დით თუ რა­მეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, თუ რა­მეს გაგ­ვი­კე­თე­ბენ კარ­გი იქ­ნე­ბა. ომის შე­დე­გად ძა­ლი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ. ყო­ფილ მთავ­რო­ბას ვუ­თხა­რით, ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა, მთე­ლი სახ­ლი და­ცხრი­ლუ­ლი მაქვს, რა­ტომ არ და­გეწ­ვა სახ­ლიო -ასე მი­თხრეს. მარ­თლია, ნე­ტავ დამ­წვო­და, წე­სი­ე­რად ავა­შე­ნებ­დი მა­ინც, ვა­შე­ნებ და არა­ფე­რი ეტყო­ბა მა­ინც. წყა­ლი ჩა­მომ­დის, კე­დე­ლი გა­და­წო­ლი­ლია".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სო­ფელს პრო­ბე­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას პირ­დე­ბა. რო­გორც სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი თა­მაზ ბე­რუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ჩა­ირ­თვე­ბა. მი­სი­ვე თქმით, გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებს მრი­ცხვე­ლებს უფა­სოდ უყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა გზას, ბე­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, გზა მიმ­დი­ნა­რე წელს გა­კეთ­დე­ბა.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

იხი­ლეთ ვი­დეო:

უგ­ზოო, უწყლო და ნა­ო­მა­რი სო­ფე­ლი ღო­ღე­თი და ევ­რო­პე­ლი სტუმ­რე­ბის სა­ჩუქ­რე­ბი

დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ ევ­რო­პის რი­გებ­ში ჩავ­დგეთ, თო­რემ 20 წე­ლია ამ დღე­ში ვართ - ღო­ღე­თე­ლი გლე­ხი ფი­ლიპ დი­მიტ­როვს

რუსული მავთულხლართები, ევროპული ჭიკარტები, ომის შედეგები და ღოღეთელების მუდარა ევროპას (+ფოტორეპორტაჟი)

რუსული მავთულხლართები, ევროპული ჭიკარტები, ომის შედეგები და ღოღეთელების მუდარა ევროპას (+ფოტორეპორტაჟი)

მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება, რომ გაცდუნოთ და გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან - არ მოატყუებინოთ თავი, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სოფელ ღოღეთის მკვიდრის ტრისტან შათირიშვილის მიმართვას უპასუხა. ქარელის რაიონი სოფელი ღოღეთი ერთ-ერთი ბოლოა გამყოფ ხაზთან, სადაც მავთულხლართების გავლება რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მავთულხლართების მეორე მხარეს არაერთი მოსახლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოექცა, რის გამოც იქ ევროკავშირისა დ გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

ტრისტან შათირიშვილი ერთ-ერთი იყო სოფლის მაცხოვრებელთაგან, ვინც ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლების დასახვედრად სოფლის ცენტრში დილიდან მივიდა. შათირიშვილმა დიმიტროვს ისტორიული რეალობები შეახსენა და განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება აუცილებელია.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველები ამაყი ხალხი ვართ. ბევრ ჭირ-ვარამს გავუძელით, უფრო გვეამაყებოდა ალბათ, ჩვენ რომ მყარად ვმდგარიყავით ფეხზე და ჩვენ თვითონ შეგვეძლებოდა ყველაფრის გადატანა. რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, გინდა ხალხმა, გინდა სახელმწიფომ, ისეთ დიდ მეზობელთან როგორიც რუსეთია, ვერაფერს ვერ გავხდებით. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპელი ხალხის თანადგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვითხოვთ. თქვენი დახმარებაა საჭირო, რომ დროზე ჩავდგეთ ევროპის რიგებში, თორემ უკვე 20 წელია ამ დღეში ვართ",-აღნიშნა შათირიშვილმა ელჩთან საუბრისას.

ადგილობრივი გლეხის მიმართვას ელჩმა ვრცლად უპასუხა. მისი თქმით, თუ ქართველები შეძლებენ ევროკავშირის გზაზე არსებული გამოწვევების გადალახვას, შედეგები კარგი იქნება.

"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგცეთ შანსი,  იყოთ წევრი. მაგრამ ეს თქვენზეც იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ, მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება რომ გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან",-განაცხადა დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა ღოღეთში 77 ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები, მათ შორის თბილი გადასაფარებლები და კარ-ფანჯრის საიზოლაციო მასალა – ჭიკარტები, მწებავი ლენტები და პოლიეთილენის პარკები ჩაუტანეს. გარდა ამისა, ღოღეთის მაცხოვრებლებმა წიგნები "მოდი გავიცნოთ ევროპა" და საკანცელარიო ნივთებიც მიიღეს.

2008 წლის ომის შედეგები და მავთულხლართები ღოღეთელების ერთადერთი პრობლემა არ არის. მათ ახალგაზრდების მიერ სოფლის მიტოვება ადარდებთ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გაუსაძლისი პირობების გამო ახალგაზრდობა სოფელში თითქმის აღარ არის.

"ახალგაზრდები ყველანი წავიდნენ. მე 25 წლის ვარ და მოხუცებში რომ ჩავჯდები, ახალგაზრდა დაქალს მეძახიან. ბავშვებიც არ არიან, ჩემი შვილების გარდა. არც სკოლა არის, არც საბავშვო ბაღი. 6 კმ-ზე დავდივართ სკოლაში სოფელ ფცაში, ხან ფეხით, ხან "მარშუტკით". მარტო ჩემი შვილია ამ სოფლიდან პირველკლასელი. აქაც ყოფილა სკოლა. მაგრამ ომიანობის მერე დაიხურა", -ამბობს ირმა კოჩია.

ახალგაზრდებისგან დაცლილ ღოღეთში გზის გაკეთებას დღემდე ელოდებიან. უგზოობის გამო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფელში არ დადის ტრანსპორტიც.

"დიდი სახლი მქონდა ყველაფრით სავსე, მაგრამ ახლა შემძვრალი ვარ დანიელების აშენებულ კოტეჯში. ვცხოვრობ მეუღლის პენსიაზე. სოციალურ დახმარებაზე უარი გვითხრეს. ნაკვეთი მავთულხლართებს იქით მოყვა. სოფელს ყველაზე მეტად ხომ ხედავთ, რა სჭირდება, ხომ ნახეთ როგორ გზაზე მოხვედით - ჯიპების გარდა, პატარა მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. წელს გვპირდებიან რომ გზა გაკეთდება. გაზი შემოიყვანეს სოფელში, წყალი გაგვიკეთეს. დასალევად ვერ ვიყენებთ, მაგრამ გასარეცხად მაინც ხომ ვიყენებთ",- ყვება ადგილობრივი ლელა შათირიშვილი.

ომის შემდეგ სახლი დაზიანებული აქვს დღემდე გულნარა ღვალაძესაც - "ეკონომიურ გაჭირვებას განვიცდით თუ რამეს დაგვეხმარებიან, თუ რამეს გაგვიკეთებენ კარგი იქნება. ომის შედეგად ძალიან დაზარალებულები ვართ. ყოფილ მთავრობას ვუთხარით, ვთხოვეთ დახმარება, მთელი სახლი დაცხრილული მაქვს, რატომ არ დაგეწვა სახლიო -ასე მითხრეს. მართლია, ნეტავ დამწვოდა, წესიერად ავაშენებდი მაინც, ვაშენებ და არაფერი ეტყობა მაინც. წყალი ჩამომდის, კედელი გადაწოლილია".

ხელისუფლება სოფელს პრობელემების მოგვარებას პირდება. როგორც სოფლის რწმუნებული თამაზ ბერუაშვილი აცხადებს, გაზიფიცირება უკვე დაწყებულია და უახლოეს თვეებში ჩაირთვება. მისივე თქმით,   გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მრიცხველებს უფასოდ უყენებენ. რაც შეეხება გზას, ბერუაშვილის თქმით, გზა მიმდინარე წელს გაკეთდება.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

იხილეთ ვიდეო:

უგზოო, უწყლო და ნაომარი სოფელი ღოღეთი და ევროპელი სტუმრების საჩუქრები

დაგვეხმარეთ, რომ ევროპის რიგებში ჩავდგეთ, თორემ 20 წელია ამ დღეში ვართ - ღოღეთელი გლეხი ფილიპ დიმიტროვს

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?