ის, რასაც ხშირად უსარგებლოდ ვთვლით, შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი! ამის ნათელი მაგალითია ხახვის ნაფცქვენი, რომელიც სასარგებლო თვისებებით ხასიათდება და სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ძირითადი სასარგებლო ნივთიერება, რაც ხახვის ნაფცქვენში შედის, კვერციტინია. ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება.
ეს ნივთიერება სასარგებლოა გულის, სასუნთქი გზების დაავადებების და სუსტი იმუნიტეტის დროს.