Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ ბიჭი, რომელიც მას მთელი წელი ეძებდა, უარით გამოისტუმრა
გოგონამ ბიჭი, რომელიც მას მთელი წელი ეძებდა,  უარით გამოისტუმრა

Ambebi.ge-ს ერ­თგულ მკი­თხველს, ალ­ბათ, ახ­სოვს ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი 25 წლის რიზ მა­კ­კე­ის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ის­ტო­რია - ის გო­გო­ნას ეძებ­და, რო­მელ­თა­ნაც მხო­ლოდ ერთი რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მისი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა და­კარ­გა და ვე­რაფ­რით და­უ­კავ­შირ­და.

რიზი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და გო­გო­ნას; მას სხვა­დას­ხვა ვებ­სა­ი­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი და ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის სცე­ნა­რის მსგავ­სად, "ჰეფი-ენ­დით" არ დას­რულ­და; სა­ბო­ლო­ოდ, რიზ­მა ქე­ი­თი იპო­ვა, მაგ­რამ გო­გო­ნამ მი­ახ­ვედ­რა, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ სურს. ქეით ცაპ­მა შეყ­ვა­რე­ბულ მა­მა­კაცს უთხრა, რომ "იმ ღა­მი­დან კარ­გი მო­გო­ნე­ბა დარ­ჩა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არაა".

შე­გახ­სე­ნებთ, რიზ­მა ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი შარ­შან ჰონგკონ­გში გა­ა­ტა­რა, სა­დაც გო­გო­ნა, სა­ხე­ლად - ქე­ი­თი გა­იც­ნო. მათი შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და; რო­გორც რიზი იხ­სე­ნებს, კლუბ­ში გა­სარ­თო­ბად მი­დი­ო­და, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გო­გო­ნა შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ტი­რო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქე­ითს მი­სა­მარ­თი შე­ე­შა­ლა და მე­გობ­რებს ვე­რაფ­რით უკავ­შირ­დე­ბო­და. რიზი მას მე­გობ­რე­ბის მო­ძებ­ნა­ში და­ეხ­მა­რა, შემ­დეგ კი ყვე­ლამ ერ­თად იმ­ხი­ა­რუ­ლეს. რიზ­მა გო­გო­ნას ფო­ტოც გა­და­უ­ღო. რო­დე­საც სახ­ლში დაბ­რუნ­და, გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მისი იმე­ი­ლი აღარ ჰქონ­და, ვერც "ფე­ის­ბუქ­ში" მი­აგ­ნო, რად­გან გვა­რი არ იცო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგონამ ბიჭი, რომელიც მას მთელი წელი ეძებდა, უარით გამოისტუმრა

გოგონამ ბიჭი, რომელიც მას მთელი წელი ეძებდა,  უარით გამოისტუმრა

Ambebi.ge-ს ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ახალ ზელანდიაში მცხოვრები 25 წლის რიზ მაკკეის გულისამაჩუყებელი ისტორია - ის გოგონას ეძებდა, რომელთანაც მხოლოდ ერთი რომანტიკული საღამო გაატარა, თუმცა მისი ელექტრონული ფოსტა დაკარგა და ვერაფრით დაუკავშირდა.

რიზი მთელი წლის განმავლობაში ეძებდა გოგონას; მას სხვადასხვა ვებსაიტების ადმინისტრატორები და ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები ეხმარებოდნენ, თუმცა ეს ამბავი ჰოლივუდის სცენარის მსგავსად, "ჰეფი-ენდით" არ დასრულდა; საბოლოოდ, რიზმა ქეითი იპოვა, მაგრამ გოგონამ მიახვედრა, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურს. ქეით ცაპმა შეყვარებულ მამაკაცს უთხრა, რომ "იმ ღამიდან კარგი მოგონება დარჩა, მაგრამ ურთიერთობის გაღრმავებით დაინტერესებული არაა".

შეგახსენებთ, რიზმა ახალი წლის დღესასწაული შარშან ჰონგკონგში გაატარა, სადაც გოგონა, სახელად - ქეითი გაიცნო. მათი შეხვედრა სრულიად მოულოდნელად მოხდა; როგორც რიზი იხსენებს, კლუბში გასართობად მიდიოდა, როდესაც ქუჩაში გოგონა შენიშნა, რომელიც ტიროდა. აღმოჩნდა, რომ ქეითს მისამართი შეეშალა და მეგობრებს ვერაფრით უკავშირდებოდა. რიზი მას მეგობრების მოძებნაში დაეხმარა, შემდეგ კი ყველამ ერთად იმხიარულეს. რიზმა გოგონას ფოტოც გადაუღო. როდესაც სახლში დაბრუნდა, გააცნობიერა, რომ მისი იმეილი აღარ ჰქონდა, ვერც "ფეისბუქში" მიაგნო, რადგან გვარი არ იცოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს