მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქის ლიდერი თეატრი რეგიონის თეატრს დაეხმარება
დედაქალაქის ლიდერი თეატრი რეგიონის თეატრს დაეხმარება

მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი ბოლო წლებ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კვლე­ვის ცენ­ტრმა 2013 წლის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი რამ­დე­ნი­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ლი­დე­რობს. სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი პრე­მი­ე­რა (23), რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გას­ტრო­ლი (15), წარ­მოდ­გე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (618), დამ­სწრე მა­ყუ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა (92.054) მას ჰქონ­და.

2013 წლის ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი ქალი მსა­ხი­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ატ­რი ლი­დე­რობს (ხა­ტია მელ­ქა­ძე, ნინო ლეჟა­ვა, სა­ლო­მე წურ­წუ­მია, ნინო არ­ჩა­ია, ნინო პა­პი­აშ­ვი­ლი). ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბე­ბი კვლაც ამ თე­ატრს ჰყავს (ვახ­ტანგ ნო­ზა­ძე, ნი­კო­ლოზ ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი).

2013 წელს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მიწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თაც პირ­ვე­ლია (ნი­კო­ლოზ ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, ანა ზამ­ბა­ხი­ძე, გაგა ში­ში­ნაშ­ვი­ლი, მაია ხორ­ნა­უ­ლი). ასე რომ, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი ბოლო წლებ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლია. ამას­თან, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­შიც აქ­ტი­უ­რობს, თუ შარ­შან­დე­ლი წლის მი­წუ­რულს, კო­ჯრის ბავ­შვთა სახ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცია მო­ა­წყო, 26 იან­ვარ­საც საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბა.

თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი, თე­ატ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- სპექ­ტაკლს "ფიფ­ქია და 7 ჯუ­ჯას" ზუგ­დი­დის შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ვი­თა­მა­შებთ და შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად გა­და­ი­რი­ცხე­ბა ზუგ­დი­დის თე­ატ­რის ან­გა­რიშ­ზე! ეს არის პირ­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია ზუგ­დი­დის თე­ატ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად. თე­ატ­რებს შო­რის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი პირ­ვე­ლია, ვინც კო­ლე­გებს და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დედაქალაქის ლიდერი თეატრი რეგიონის თეატრს დაეხმარება

დედაქალაქის ლიდერი თეატრი რეგიონის თეატრს დაეხმარება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბოლო წლებთან შედარებით, საგრძნობლად გააქტიურებულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2013 წლის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი რამდენიმე ნომინაციაში ლიდერობს. სახელმწიფო თეატრებიდან ყველაზე მეტი პრემიერა (23), რეგიონალური გასტროლი (15), წარმოდგენების რაოდენობა (618), დამსწრე მაყურებლის რაოდენობა (92.054) მას ჰქონდა.

2013 წლის ყველაზე პროდუქტიული ქალი მსახიობის ნომინაციაშიც აღნიშნული თეატრი ლიდერობს (ხატია მელქაძე, ნინო ლეჟავა, სალომე წურწუმია, ნინო არჩაია, ნინო პაპიაშვილი). ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობები კვლაც ამ თეატრს ჰყავს (ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი).

2013 წელს სხვადასხვა თეატრში მიწვეული მსახიობების რაოდენობრივი მაჩვენებლებითაც პირველია (ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ანა ზამბახიძე, გაგა შიშინაშვილი, მაია ხორნაული). ასე რომ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბოლო წლებთან შედარებით, საგრძნობლად გამოცოცხლებულია. ამასთან, საქველმოქმედო აქციებშიც აქტიურობს, თუ შარშანდელი წლის მიწურულს, კოჯრის ბავშვთა სახლისთვის განსაკუთრებული აქცია მოაწყო, 26 იანვარსაც საქველმოქმედო აქციის გასამართად ემზადება.

თათია პაქსაშვილი, თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- სპექტაკლს "ფიფქია და 7 ჯუჯას" ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასახმარებლად ვითამაშებთ და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ზუგდიდის თეატრის ანგარიშზე! ეს არის პირველი საქველმოქმედო აქცია ზუგდიდის თეატრის გადასარჩენად. თეატრებს შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველია, ვინც კოლეგებს დასახმარებლად გამოეხმაურა...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება