მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"
"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

in vitro გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არის უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი, როცა დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა მე­თო­დე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მე­თო­დი პირ­ვე­ლად იო­სებ ჟორ­და­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში და­ი­ნერ­გა და არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაც აქ შე­იქ­მნა. და­ახ­ლო­ე­ბი­თი სტა­ტის­ტი­კით, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ამ გზით და­ბა­დე­ბუ­ლი 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ამ უნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი, თუმ­ცა, ხან­მოკ­ლე ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. ამ სა­კი­თხზე "გუ­რია ნი­უს­მა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კლი­ნი­კის ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­წე­რა, თუმ­ცა რეს­პო­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბი­სა და კლი­ნი­კის სა­ხე­ლის მკი­თხვე­ლის­თვის ინ­კოგ­ნი­ტოდ და­ტო­ვე­ბა ისურ­ვა.

"რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბა ინ ვიტ­როს­თან ერ­თად გან­ვი­თარ­და, გა­ი­ზარ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც ინ ვიტ­რო­თი შე­იძ­ლე­ბა დე­დო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ა­ნი­ჭო. რო­დე­საც ქა­ლის საკ­ვერ­ცხე­ში კვერ­ცხუ­ჯრე­დის მომ­წი­ფე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქალს ეძ­ლე­ვა შან­სი, თვი­თონ გა­და­წყვი­ტოს, უნდა თუ არა დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა მე­უღ­ლის სპერ­მი­თა და დო­ნა­ცი­ით მოხ­დეს მი­ღე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. ანუ გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლა რჩე­ბა ქმრის. დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრე­დით და მა­მის სპერ­მით მი­ღე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი გა­და­დის დო­ნო­რი დე­დის ორ­გა­ნიზ­მში. მამა ბი­ო­ლო­გი­უ­რად მა­მაა. მაგ­რამ, დედა არის ის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც 9 თვე მუც­ლით დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრე­დი ატა­რა და ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა", - ამ­ბობს ექი­მი.

- ალ­ბათ, ძნე­ლია ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ისე­ვე რო­გორც შვი­ლის ყო­ლა­ზე უა­რის თქმა

- სა­ნამ ქალი კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნა­ცი­ას და­თან­ხმდე­ბა, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ექი­მი თა­ვად უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. პა­ცი­ენ­ტი ექიმ­მა სრუ­ლად უნდა ჩა­ა­ყე­ნოს საქ­მის კურ­სში. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. პა­ცი­ენ­ტი თა­ვად ვერ მო­ი­თხოვს, რომ მას დო­ნო­რი სჭირ­დე­ბა. როცა მო­რალ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ქალი რო­მე­ლიც შვილს ტო­ვებს და ქალი რო­მე­ლიც შვილს აიყ­ვანს, ამ ორ შო­რის მო­რა­ლუ­რად, რო­მე­ლი უფრო ძლი­ე­რია? ქალ­მა გა­ა­ჩი­ნა და შვი­ლი ნა­გავ­ში გა­და­აგ­დო. ქალ­მა იპო­ვა და გა­ზარ­და, მო­რა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს რო­გორ შე­ა­და­რებთ? ქალს, რო­მელ­საც აბორ­ტი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ გა­ე­თა­ვი­სე­ბი­ნა, რომ შვი­ლი მოკ­ლა, აბორ­ტს ხომ არ გა­ი­კე­თებ­და? დო­ნა­ცი­ას პა­ცი­ენტს არა­ვინ აძა­ლებს. მე, რო­გორც ექიმ­მა, პა­ცი­ენტს დო­ნა­ცია რომ შევ­თა­ვა­ზო, ამის­თვის უნდა გა­ვი­ა­რო საკ­მა­ოდ დიდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გზა.

- ინ­ვიტ­რო-ს დროს, კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ნა­წილს ანად­გუ­რე­ბენ ან ყი­ნა­ვენ შე­სა­ნა­ხად, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ალ­ღონ. ემ­ბრი­ო­ნი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბაა. თქვე­ნი აზ­რით, რა გან­სხვა­ვე­ბაა ემ­ბრი­ო­ნის ასე გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და აბორ­ტს შო­რის?

- სტი­მუ­ლა­ცი­ის მი­ზა­ნია, რომ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყოს ბევ­რი და არა ცოტა. ხან­და­ხან ემ­ბრი­ო­ნის ხა­რის­ხი არა­სა­სურ­ვე­ლია და სა­ჭი­როა უკე­თე­სი ამო­ირ­ჩეს. ვცდი­ლობთ, 2 ან 3 ემ­ბრი­ო­ნი გა­და­ვი­ტა­ნოთ საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში. რაც დაგ­ვრჩე­ბა, ის ყვე­ლა­ფე­რი პა­ცი­ენ­ტის ნე­ბარ­თვით იყი­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის გვაქვს ფორ­მე­ბი, სა­დაც ჩა­წე­რი­ლია, რამ­დე­ნი კვერ­ცხუ­ჯრე­დი, ემ­ბრი­ო­ნი მი­ვი­ღეთ, რამ­დე­ნი ემ­ბრი­ო­ნი გა­და­ვუ­ტა­ნეთ და რამ­დე­ნი შე­ვი­ნა­ხეთ. ემ­ბრი­ო­ნებს წლო­ბით ვი­ნა­ხავთ (ამ პრო­ცესს "კრი­ოპ­რე­ზერ­ვა­ცია"ქვია), სა­ნამ პა­ცი­ენ­ტი თა­ვად არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქ არა­ფე­რი არ არის ექიმ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი - პა­ცი­ენ­ტი თა­ვად წყვეტს ყვე­ლა­ფერს. პი­რა­დად მე არ მყო­ლია პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ემ­ბრი­ო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოს; პი­რი­ქით, მე მყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ შვი­ლე­ბი, ელო­დე­ბი­ან მშო­ბი­ა­რო­ბი­დან გა­ვი­დეს ერთი წელი და ემ­ზა­დე­ბი­ან შემ­დე­გი ტრანსფე­რის­თვის. მე მათ შე­ნა­ხულ ემ­ბრი­ო­ნებს გა­მოვ­ყი­ნავ და კი­დევ გა­და­ვუ­ტან მუ­ცელ­ში. ღმერ­თმა ამ­რავ­ლოს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ დე­დო­ბის სურ­ვი­ლით არი­ან შე­პყრო­ბი­ლე­ბი და ამ გოლ­გო­თის გზას ჩემ­თან ერ­თად გა­დი­ან.

- თქვენ, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს?

- ჩემს თავს ვერ მივ­ცემ უფ­ლე­ბას უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე შე­ვა­ფა­სო - ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ასე­თი ცოდ­ვის­გან. უბ­რა­ლოდ, რო­გორც თქვენ­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის, ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბის გა­გე­ბა, რო­მელ­მაც რე­კო­მენ­და­ცია დადო და­წე­რი­ლი­ყო სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე. ჩვენს პატ­რი­არ­ქს ქარ­თვე­ლი ერის­თვის იმ­დე­ნად დიდი საქ­მე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, რომ მას ყვე­ლა წვრილ­მა­ნის­თვის არ ცა­ლია. მო­დით, ვი­პო­ვოთ მრჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს შექ­მნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პატ­რი­არ­ქმა დღეს რომ მი­თხრას, შენს საქ­მი­ა­ნო­ბას თავი და­ა­ნე­ბეო, მე უწ­მინ­დესს მი­ვენ­დო­ბი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თუ დად­გე­ბა სა­კი­თხი, თავი და­ვა­ნე­ბო "ინ ვიტ­როს" გა­კე­თე­ბას, ჩემი შვი­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო, მე ამას თავს და­ვა­ნე­ბებ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში უწ­მი­დე­სის ქა­და­გე­ბე­ბის­თვის მეს­მი­ნა...

- ძა­ლი­ან გვინ­და, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს ბი­ო­ე­თი­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მამა ადა­მიც იყოს. თუ იგი დაგ­ვთან­ხმდე­ბა, თქვენ, სპე­ცი­ა­ლის­ტი, რა შე­კი­თხვას და­უს­ვამ­დით მას?

- ერ­თა­დერ­თი კი­თხვა მექ­ნე­ბა: დე­დო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ვისი გა­და­სა­წყვე­ტია - მარ­ტო უფ­ლის, მარ­ტო ლოც­ვა-კურ­თხე­ვის დახ­მა­რე­ბით, თუ ცოტა ადა­მი­ა­ნის ხელი ურე­ვია ამა­ში?

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

in vitro განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი, როცა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება. საქართველოში ეს მეთოდი პირველად იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში დაინერგა და არათუ საქართველოში, ამიერკავკასიაში პირველი განყოფილებაც აქ შეიქმნა. დაახლოებითი სტატისტიკით, დღეს მსოფლიოში ამ გზით დაბადებული 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ამ უნიშვნელოვანეს საკითხებზე ყურადღების გამახვილებამ საზოგადოებაში დიდი, თუმცა, ხანმოკლე ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ საკითხზე "გურია ნიუსმა" საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკის ინვიტრო განაყოფიერების სპეციალისტი ჩაწერა, თუმცა რესპოდენტმა საკუთარი ვინაობისა და კლინიკის სახელის მკითხველისთვის ინკოგნიტოდ დატოვება ისურვა.

"როდესაც მეცნიერება ინ ვიტროსთან ერთად განვითარდა, გაიზარდა პაციენტების ჯგუფი, რომლებსაც ინ ვიტროთი შეიძლება დედობის ბედნიერება მიანიჭო. როდესაც ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ქალს ეძლევა შანსი, თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება, რათა მეუღლის სპერმითა და დონაციით მოხდეს მიღებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ანუ გენეტიკური მასალა რჩება ქმრის. დონორის კვერცხუჯრედით და მამის სპერმით მიღებული ემბრიონი გადადის დონორი დედის ორგანიზმში. მამა ბიოლოგიურად მამაა. მაგრამ, დედა არის ის ქალბატონი, რომელმაც 9 თვე მუცლით დონორის კვერცხუჯრედი ატარა და ბავშვი გააჩინა", - ამბობს ექიმი.

- ალბათ, ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც შვილის ყოლაზე უარის თქმა

- სანამ ქალი კვერცხუჯრედის დონაციას დათანხმდება, გამოკვლევების საფუძველზე ექიმი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. პაციენტი ექიმმა სრულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. ეს საკმაოდ რთული პროცესია. პაციენტი თავად ვერ მოითხოვს, რომ მას დონორი სჭირდება. როცა მორალზე საუბრობენ, მაინტერესებს, ქალი რომელიც შვილს ტოვებს და ქალი რომელიც შვილს აიყვანს, ამ ორ შორის მორალურად, რომელი უფრო ძლიერია? ქალმა გააჩინა და შვილი ნაგავში გადააგდო. ქალმა იპოვა და გაზარდა, მორალურად ერთმანეთს როგორ შეადარებთ? ქალს, რომელსაც აბორტი აქვს გაკეთებული, რომ გაეთავისებინა, რომ შვილი მოკლა, აბორტს ხომ არ გაიკეთებდა? დონაციას პაციენტს არავინ აძალებს. მე, როგორც ექიმმა, პაციენტს დონაცია რომ შევთავაზო, ამისთვის უნდა გავიარო საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიური გზა.

- ინვიტრო-ს დროს, კვერცხუჯრედების ნაწილს ანადგურებენ ან ყინავენ შესანახად, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაალღონ. ემბრიონი ცოცხალი არსებაა. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ემბრიონის ასე განადგურებასა და აბორტს შორის?

- სტიმულაციის მიზანია, რომ კვერცხუჯრედების რაოდენობა იყოს ბევრი და არა ცოტა. ხანდახან ემბრიონის ხარისხი არასასურველია და საჭიროა უკეთესი ამოირჩეს. ვცდილობთ, 2 ან 3 ემბრიონი გადავიტანოთ საშვილოსნოს ღრუში. რაც დაგვრჩება, ის ყველაფერი პაციენტის ნებართვით იყინება. თითოეული პაციენტისთვის გვაქვს ფორმები, სადაც ჩაწერილია, რამდენი კვერცხუჯრედი, ემბრიონი მივიღეთ, რამდენი ემბრიონი გადავუტანეთ და რამდენი შევინახეთ. ემბრიონებს წლობით ვინახავთ (ამ პროცესს "კრიოპრეზერვაცია"ქვია), სანამ პაციენტი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას. აქ არაფერი არ არის ექიმზე დამოკიდებული - პაციენტი თავად წყვეტს ყველაფერს. პირადად მე არ მყოლია პაციენტი, რომელსაც ემბრიონების განადგურების გადაწყვეტილება მიეღოს; პირიქით, მე მყავს პაციენტები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, ელოდებიან მშობიარობიდან გავიდეს ერთი წელი და ემზადებიან შემდეგი ტრანსფერისთვის. მე მათ შენახულ ემბრიონებს გამოვყინავ და კიდევ გადავუტან მუცელში. ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დედობის სურვილით არიან შეპყრობილები და ამ გოლგოთის გზას ჩემთან ერთად გადიან.

- თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს?

- ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე შევაფასო - ღმერთმა დამიფაროს ასეთი ცოდვისგან. უბრალოდ, როგორც თქვენთვის, საზოგადოების ნაწილისთვის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება იმ ადამიანის ვინაობის გაგება, რომელმაც რეკომენდაცია დადო დაწერილიყო საშობაო ეპისტოლე. ჩვენს პატრიარქს ქართველი ერისთვის იმდენად დიდი საქმე აქვს ჩაბარებული, რომ მას ყველა წვრილმანისთვის არ ცალია. მოდით, ვიპოვოთ მრჩეველი, რომელმაც საშობაო ეპისტოლეს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. პატრიარქმა დღეს რომ მითხრას, შენს საქმიანობას თავი დაანებეო, მე უწმინდესს მივენდობი. ერთ მშვენიერ დღეს თუ დადგება საკითხი, თავი დავანებო "ინ ვიტროს" გაკეთებას, ჩემი შვილის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, მე ამას თავს დავანებებ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მქონდა ბედნიერება, სიონის ტაძარში უწმიდესის ქადაგებებისთვის მესმინა...

- ძალიან გვინდა, ჩვენი რესპონდენტი საპატრიარქოს ბიოეთიკის კომისიის თავმჯდომარე, მამა ადამიც იყოს. თუ იგი დაგვთანხმდება, თქვენ, სპეციალისტი, რა შეკითხვას დაუსვამდით მას?

- ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია - მარტო უფლის, მარტო ლოცვა-კურთხევის დახმარებით, თუ ცოტა ადამიანის ხელი ურევია ამაში?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა