სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ
კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ

კი­ევ­ში, მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­მი­ტინ­გე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარს აცხა­დე­ბენ. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ფრაქ­ცია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დერ­მა ოლეგ ტი­აგ­ნი­ბოკ­მა ვერ შეძ­ლო დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ყე­ნე­ბულ პი­რო­ბებს და­თან­ხმე­ბოდ­ნენ და სამ­თავ­რო­ბო კვარტლის ბლო­კი­რე­ბა შე­ე­წყვი­ტათ.

ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მო­მი­ტინ­გე­ებს ია­ნუ­კო­ვიჩ­თან გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი­თხვით მი­მარ­თა, თა­ნახ­მა იყ­ვნენ თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გრუ­შევ­სკის ქუჩა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რა­საც მა­ი­დან­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა.

ოლეგ ტი­აგ­ნი­ბოკ­მა ერ­თგვა­რი კენ­ჭისყრაც ჩა­ა­ტა­რა და დე­მონ­სტრან­ტებს სთხო­ვა, ხე­ლის აწე­ვით და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, ვინ იყო მზად, და­თან­ხმე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბას, თუმ­ცა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ხმა გრუ­შევ­სკის ქუ­ჩის ბლო­კი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მის­ცეს.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი მა­ი­და­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ე­თან­ხმა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ტეს­ტი დის­ციპ­ლი­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა გაგ­რძელ­დეს.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სი­ცო­ცხლე. ჩვენ თქვენ­თან ერ­თად ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით, რომ იქ­ნე­ბა დის­ციპ­ლი­ნა, შეს­რულ­დე­ბა ბრძა­ნე­ბე­ბი და ვი­მოქ­მე­დებთ ერ­თობ­ლი­ვად", - გა­ნა­ცხა­და ტი­აგ­ნი­ბოკ­მა.

მო­მი­ტინ­გე­ებს დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ის კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა არ­სე­ნი ია­ცე­ნი­უკ­მა.

"ჩვენს უკან ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნის ბედი დგას. მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა. არც ერთი ნა­ბი­ჯი უკან", - მი­მარ­თა დე­მონ­სტრან­ტებს ია­ცე­ნი­უკ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ

კიევში, მაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების წინადადებას არ დათანხმდნენ

კიევში, მაიდანზე შეკრებილი მომიტინგები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ფრაქცია "თავისუფლების" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა ვერ შეძლო დემონსტრანტების დარწმუნება, რომ ხელისუფლების მიერ წაყენებულ პირობებს დათანხმებოდნენ და სამთავრობო კვარტლის ბლოკირება შეეწყვიტათ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მომიტინგეებს იანუკოვიჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კითხვით მიმართა, თანახმა იყვნენ თუ არა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების სანაცვლოდ გრუშევსკის ქუჩა დაეტოვებინათ, რასაც მაიდანზე უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

ოლეგ ტიაგნიბოკმა ერთგვარი კენჭისყრაც ჩაატარა და დემონსტრანტებს სთხოვა, ხელის აწევით დაედასტურებინათ, ვინ იყო მზად, დათანხმებოდა ხელისუფლების წინადადებას, თუმცა მომიტინგეებმა ხმა გრუშევსკის ქუჩის ბლოკირების სასარგებლოდ მისცეს.

ოპოზიციის ლიდერი მაიდანის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა განაცხადა, რომ პროტესტი დისციპლინის ჩარჩოებში უნდა გაგრძელდეს.

"ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. ჩვენ თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას, მხოლოდ ერთი პირობით, რომ იქნება დისციპლინა, შესრულდება ბრძანებები და ვიმოქმედებთ ერთობლივად", - განაცხადა ტიაგნიბოკმა.

მომიტინგეებს დისციპლინის დაცვისკენ მოუწოდა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა.

"ჩვენს უკან ადამიანებისა და ქვეყნის ბედი დგას. მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. არც ერთი ნაბიჯი უკან", - მიმართა დემონსტრანტებს იაცენიუკმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა