პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღო. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა 118 ხმით, ერ­თხმად მი­ი­ღო, ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის თქმის იძუ­ლე­ბის გზით, ვერც უკ­რა­ი­ნას და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ჩვენ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ და ვუ­სამ­ძიმ­რებთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გმობს ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­სა და ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იზი­ა­რებს ევ­რო­პის კავ­ში­რის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას და მი­აჩ­ნია, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდა ქვე­ყა­ნას ვერ გა­მო­იყ­ვანს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ორი­ვე მხა­რეს, მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის გზით მო­ნა­ხონ გა­მო­სა­ვა­ლი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან. ამ პრო­ცეს­ში უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც ყვე­ლა ღონე უნდა იხ­მა­როს შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით ოპო­ზი­ცი­ას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან დი­ა­ლო­გის და­წყე­ბი­სათ­ვის და ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვი­სათ­ვის.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სრულ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბას, გახ­დეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის თქმის იძუ­ლე­ბის გზით, ვერც უკ­რა­ი­ნას და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთი განცხადება მიიღო. განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა 118 ხმით, ერთხმად მიიღო, ნათქვამია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს.

"საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან.

ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.

საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა