სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო
ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო

მიშა ან­დღუ­ლა­ძის­თვის 2013 წელი შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მისი ახა­ლი გმი­რე­ბი მა­რეხ თო­დუა, მთვა­რი­სა ოდი­ლა­უ­რი, მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟე­ბად იქ­ცნენ. პირ­ვე­ლად გა­და­ი­ღეს ფილმშიც. "მის­ტერ ძიძა" ცნო­ბი­ლი ფილ­მის რი­მე­ი­კია, ან­დღუ­ლა­ძემ ქარ­თველ რო­ბინ უი­ლი­ამ­სო­ბა­საც კარ­გად გა­არ­თვა თავი. მი­შას, გარ­და ახა­ლი რო­ლე­ბი­სა, მას­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ჭორ­ზეც ვკი­თხეთ.

- მიშა, სა­უ­ბა­რი შენი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟით, მთვა­რი­სა ოდი­ლა­უ­რით და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ გმი­რად იქცა.

- ეს არის ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან პირ­და­პირ ევ­რო­პა­ში წა­ვი­და და ცხოვ­რე­ბა­ში სხვა გზა არ გა­უვ­ლია. იტა­ლი­უ­რი აქ­ცენ­ტი შე­ა­ჯე­რა თა­ვი­სი კუ­თხის კი­ლოს­თან და სა­უბ­რის ეს უც­ნა­უ­რი მა­ნე­რა გა­მო­ვი­და. თან­ხმოვ­ნებს ურტყამს ძა­ლი­ან (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა ფრა­ზებს, ეს უკვე ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლია. მთა­ვა­რია პერ­სო­ნა­ჟი, თო­რემ ხუმ­რო­ბე­ბი წყა­ლი­ვით იწე­რე­ბა. ასეთ ქალ­ბა­ტონს ამ ზა­ფხულს იტა­ლი­ა­ში შევ­ხვდი. მრავ­ლად არი­ან ასე­თე­ბი, არა მარ­ტო იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­შიც მყავს ასე­თი ნაც­ნო­ბე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 13 წლი­სა გლ­დან­ში ეზო­ში რომ დავ­რბო­დი და უცებ ლუქ­სემ­ბურ­გში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მეც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ვიქ­ნე­ბო­დი.

- ემიგ­რან­ტე­ბის მხრი­დან შენს გმირს რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა?

- უარ­ყო­ფი­თი ზა­რე­ბი არ ყო­ფი­ლა. ამით ხომ ჩვენ არა­ვის დავ­ცი­ნით, პი­რი­ქით, თუ ვინ­მეს რამე არ მოს­წონს ან თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღო, მზად ვარ, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მაა და ხან ვის პა­რო­დი­ას ვა­კე­თებთ, ხან - ვი­სას. შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად გა­მოგ­ვდის ან ცუ­დად, მაგ­რამ თუ ხალ­ხი იცი­ნის, მა­შინ პერ­სო­ნა­ჟი კარ­გია.

მცი­რე ხნის წინ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი შემ­ხვდა და მკი­თხა, სულ ქა­ლებს რა­ტომ ასა­ხი­ე­რებთ, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თვე­ლი ხართ, ამას ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ და მერე თა­ვა­დაც ბა­ძა­ვენ შენს გმი­რებ­სო. რა გა­მო­დის, ავ­სტრი­ე­ლი რომ ვიყო, შე­იძ­ლე­ბა, ქალი გან­ვა­სა­ხი­ე­რო? ან რას მბა­ძა­ვენ, ხა­ლათს იც­ვა­მენ და დახ­ტი­ან-მეთ­ქი? არა, ეგ სხვა რა­ღა­ცის აგი­ტა­ცი­ა­აო. რისი აგი­ტა­ცი­აა, ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში ქა­ლის როლს მა­მა­კა­ცე­ბი თა­მა­შობ­დნენ-მეთ­ქი; ჩვენ ხომ ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის დო­ნე­ზე არ ვარ­თო. აღარ ვუ­თხა­რი, რომ ხან­და­ხან უფრო უკა­ნაც ვართ.

- შენი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, მთვა­რი­სა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბუ­მია ატე­ხი­ლი.

- მე მგო­ნი, მა­რეხ თო­დუ­ა­საც აჯო­ბა. უკვე ში­ნა­გა­ნი უხერ­ხუ­ლო­ბა მაქვს. კონ­ცერ­ტის­თვის რომ ვემ­ზა­დე­ბო­დით და ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩა­მოვ­წე­რეთ, და­ფას რომ შევ­ხე­დე, კა­ცის პერ­სო­ნა­ჟი არ მყავ­და. ეწე­რა - მთვა­რი­სა, მა­რე­ხი, სოფ­ლე­ლი ქალი, ბოზი. ბა­რემ ავ­დგე­ბი და ცალ­კე ბე­ნე­ფისს გა­ვი­კე­თებ. ამო­ვაშ­ლე­ვი­ნე და დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად მხო­ლოდ ორი ქალ­ბა­ტო­ნი დავ­ტო­ვეთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო

ვის მოუხდის ბოდიშს მიშა ანდღულაძე და რატომ გრძნობს თავს უხერხულად საკუთარი პერსონაჟების გამო

მიშა ანდღულაძისთვის 2013 წელი შემოქმედებით საქმიანობაში ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. მისი ახალი გმირები მარეხ თოდუა, მთვარისა ოდილაური, მაყურებლებისთვის საყვარელ პერსონაჟებად იქცნენ. პირველად გადაიღეს ფილმშიც. ''მისტერ ძიძა'' ცნობილი ფილმის რიმეიკია, ანდღულაძემ ქართველ რობინ უილიამსობასაც კარგად გაართვა თავი. მიშას, გარდა ახალი როლებისა, მასზე გავრცელებულ სკანდალურ ჭორზეც ვკითხეთ.

- მიშა, საუბარი შენი ახალი პერსონაჟით, მთვარისა ოდილაურით დავიწყოთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარულ გმირად იქცა.

- ეს არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სახლიდან პირდაპირ ევროპაში წავიდა და ცხოვრებაში სხვა გზა არ გაუვლია. იტალიური აქცენტი შეაჯერა თავისი კუთხის კილოსთან და საუბრის ეს უცნაური მანერა გამოვიდა. თანხმოვნებს ურტყამს ძალიან (იცინის). რაც შეეხება ფრაზებს, ეს უკვე ჩვენი მოგონილია. მთავარია პერსონაჟი, თორემ ხუმრობები წყალივით იწერება. ასეთ ქალბატონს ამ ზაფხულს იტალიაში შევხვდი. მრავლად არიან ასეთები, არა მარტო იტალიაში, საბერძნეთშიც მყავს ასეთი ნაცნობები. წარმოიდგინეთ, 13 წლისა გლდანში ეზოში რომ დავრბოდი და უცებ ლუქსემბურგში წავსულიყავი, მეც დაახლოებით ასეთი ვიქნებოდი.

- ემიგრანტების მხრიდან შენს გმირს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- უარყოფითი ზარები არ ყოფილა. ამით ხომ ჩვენ არავის დავცინით, პირიქით, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ან თავის თავზე მიიღო, მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო. იუმორისტული გადაცემაა და ხან ვის პაროდიას ვაკეთებთ, ხან - ვისას. შეიძლება, კარგად გამოგვდის ან ცუდად, მაგრამ თუ ხალხი იცინის, მაშინ პერსონაჟი კარგია.

მცირე ხნის წინ საოცარი ამბავი გადამხდა. ერთი ქალბატონი შემხვდა და მკითხა, სულ ქალებს რატომ ასახიერებთ, პირველ რიგში, ქართველი ხართ, ამას ბავშვები უყურებენ და მერე თავადაც ბაძავენ შენს გმირებსო. რა გამოდის, ავსტრიელი რომ ვიყო, შეიძლება, ქალი განვასახიერო? ან რას მბაძავენ, ხალათს იცვამენ და დახტიან-მეთქი? არა, ეგ სხვა რაღაცის აგიტაციააო. რისი აგიტაციაა, ძველ საბერძნეთში ქალის როლს მამაკაცები თამაშობდნენ-მეთქი; ჩვენ ხომ ძველი საბერძნეთის დონეზე არ ვართო. აღარ ვუთხარი, რომ ხანდახან უფრო უკანაც ვართ.

- შენი პერსონაჟები ყოველთვის პოპულარულები ხდებიან, მთვარისაზე სერიოზული ბუმია ატეხილი.

- მე მგონი, მარეხ თოდუასაც აჯობა. უკვე შინაგანი უხერხულობა მაქვს. კონცერტისთვის რომ ვემზადებოდით და ჩვენი პერსონაჟები ჩამოვწერეთ, დაფას რომ შევხედე, კაცის პერსონაჟი არ მყავდა. ეწერა - მთვარისა, მარეხი, სოფლელი ქალი, ბოზი. ბარემ ავდგები და ცალკე ბენეფისს გავიკეთებ. ამოვაშლევინე და დიდი ბრძოლის შედეგად მხოლოდ ორი ქალბატონი დავტოვეთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება