მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"
დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"

აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი - ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი ჯა­ი­ა­ნი სა­მი­ნის­ტროს, მისი გა­ნუ­ყო­ფე­ლი სო­ხუ­მის თე­ატ­რის, საყ­ვა­რე­ლი რო­ლე­ბის, აფხა­ზუ­რი ამ­ბე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი და სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რია. ასე­ვე, სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­გა­ლი­თად, გა­ლის რა­ი­ონ­შია. ის ხალ­ხი აქეთ გად­მო­დის და თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებს გვი­ზი­ა­რე­ბენ. როცა ამ პოსტზე და­ვი­ნიშ­ნე, ასე­თი თა­მა­მი ფრა­ზა ვთქვი და ზოგ­მა გა­ი­გო, ზოგ­მა - არა: "მათ უნდა უხა­რო­დეთ, მი­ნის­ტრად მე რომ და­ვი­ნიშ­ნე". ეს იმი­ტომ ვთქვი, რომ სკამს ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი კაცი არ ვარ. დღეს­ვე რომ მი­თხრან, - საქ­მეს ვერ აკე­თებ და წა­დიო, წა­ვალ. მინ­და, ამ ხალ­ხს მხარ­ში ამო­ვუდ­გე და ერ­თად რა­ღაც გა­მოგ­ვი­ვი­დეს. ჩვე­ნი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი ევ­რო­პა­შია ცნო­ბი­ლი. სო­ხუ­მის თე­ატრს 2015 წელს 130 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. მისი დი­რექ­ტო­რი ჯე­მალ ქი­რია გახ­ლავთ, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კი - და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე. ეს ის და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ოპე­რის თე­ატრს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და რუს­თა­ვე­ლის თე­ატრზე უარი თქვა. თე­ატრს ახლა სწო­რედ ის სჭირ­დე­ბა.

- სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის­თვის სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბის პრობ­ლე­მა თუ მოგ­ვარ­დე­ბა?

- ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში სა­აქ­ტო დარ­ბა­ზია, რო­მე­ლიც აჟურ­ში უნდა მო­ვიყ­ვა­ნოთ და თე­ატ­რე­ბიც გა­მოვ­ლენ აქ, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლიც და კა­პე­ლაც. ამის­თვის კი დიდი თან­ხა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი გუ­რამ ოდი­შა­რია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამას გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნენ. ღმერ­თმა ქნას და აფხა­ზეთ­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ჭი­როა, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ას თა­ვი­სი ცენ­ტრი ჰქონ­დეს. სხვა­თა შო­რის, მეც არ ვი­ცო­დი და ეს ერ­თა­დერ­თი შე­ნო­ბა გახ­ლავთ თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა გვინ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ცოტ-ცოტა რა­ღა­ცე­ბი გა­მო­დის.

- მა­გა­ლი­თად?

- კა­პე­ლა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და ისევ გან­ვა­ცალ­კე­ვეთ, სა­ერ­თოდ რა­ტომ შე­ა­ერ­თეს, არ ვიცი. თე­ატ­რში რაც ხდე­ბო­და, ყვე­ლას კარ­გად გახ­სოვთ და ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, უკვე ჩავ­ლი­ლი ამ­ბა­ვია. კა­ცის მკვლე­ლო­ბის დაბ­რა­ლე­ბა, თე­ატ­რი­დან გაგ­დე­ბა იმ დიმა ჯა­ი­ა­ნის, რო­მელ­მაც დევ­ნი­ლო­ბა­ში 18 წელი თა­ვი­სი ზურ­გით ატა­რა... ეს თე­ატ­რი ჩემი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, თა­მა­მად ვამ­ბობ. აი, ჩემ შემ­დეგ კი - რო­ბერტ სტუ­რუ­ამ, რო­მელ­მაც სა­ო­ცა­რი დიდსუ­ლოვ­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, კარი გაგ­ვი­ღო და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­პინ­ძლე­ბად ვი­ყა­ვით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბაზ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შეგ­ვიქ­მნა და ეს რომ არ და­ი­ნა­ხო, გა­რე­წა­რი უნდა იყო. ბა­ტონ­მა რო­ბერ­ტმა თქვა მა­შინ, - დიმა ჯა­ი­ა­ნი რომ არა, არა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დიო. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ისე­თი კაცი მო­ვი­და, რომ­ლის გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, ჭკუა, მო­ხერ­ხე­ბა სჭირ­დე­ბა თე­ატრს. რე­პერ­ტუ­არ­ში, რა თქმა უნდა, ახალ სპექ­ტაკ­ლებ­საც და­ა­მა­ტებს, სე­ზო­ნი კი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში "ირ­მის უკა­ნას­კნე­ლი ბღა­ვი­ლით" გავ­ხსე­ნით, რო­მელ­საც აღარ თა­მა­შობ­დნენ, რად­გან მას­ში მთა­ვარ როლ­ში ვარ. ნუგ­ზარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ კი აღად­გი­ნა. არ ვიცი, აღ­დგე­ბა თუ არა "ზღვა, რო­მე­ლიც შო­რია", ეს უკვე ბა­ტონ თე­მურ ჩხე­ი­ძე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ამ სპექ­ტაკლში თქვენ­თან ერ­თად, მე­რაბ ბრე­კაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და...

- რო­მე­ლიც ცუ­დად მო­იქ­ცა... მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე თა­მა­ში ჩემ­თვის ძნე­ლი იყო. ასე არ ექ­ცე­ვი­ან ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს, მე მის­თვის ორი­ვე ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ატ­რში დარ­ჩე­ნა შევ­თა­ვა­ზე, კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბით, მა­ინც უარი თქვა. ყვე­ლა­ნა­ი­რი შეც­დო­მის პა­ტი­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ. ოთარ აბე­სა­ძის ფილმში - "მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა", სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი და სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე ცოლ-ქმრის როლს ას­რუ­ლებ­დნენ და ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა გე­ნი­ა­ლუ­რად თა­მა­შობ­დნენ. თურ­მე, ვი­ღა­ცას სე­სი­ლი­ას­თვის მი­უ­ტა­ნია ამ­ბა­ვი, - სერ­გომ შენ­ზე თქვა, ეგ რა მსა­ხი­ო­ბი­აო, სერ­გოს­თვის კი - პი­რი­ქით. ორი­ვეს ეწყი­ნა და და­ემ­დურ­ნენ. ეს მერე კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძემ გა­არ­კვია და შე­ა­რი­გა. ასე­თი წყე­ნის და­ვი­წყე­ბა ად­ვი­ლია, მაგ­რამ არ­სე­ბობს ღა­ლა­ტის წყე­ნა, რო­მელ­საც ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ და­ი­ვი­წყებ. თუმ­ცა მა­ინც ვძლიე და დარ­ჩე­ნა შევ­თა­ვა­ზე. სხვა­თა შო­რის, ამ სპექ­ტაკ­ლის წა­ღე­ბას ინ­გლის­შიც გვთხო­ვენ.

- მიშა ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე ჯერ კი­დევ და­უ­ხუ­რა­ვია, ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა?

- ეს საქ­მე რა­ტომ არ და­ხუ­რეს, კარ­გად ვიცი. როცა საქ­მე იხუ­რე­ბა, მერე მისი გა­მო­თხო­ვა შე­გიძ­ლია და ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, მოგ­ცენ. სა­ნამ ძი­ე­ბა­შია, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახლა სხვა დროა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იწყე­ბა და მე მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ მო­ი­შო­რა 23 წლის ბიჭი იმის გამო, რომ მე დამ­ბრა­ლე­ბო­და და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­შია გარ­დაც­ვლი­ლი. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული!

- სო­ხუ­მის თე­ატ­რის იმ პე­რი­ოდ­ზე ვი­სა­უბ­როთ, როცა თქვენ და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა.

- უბედ­ნი­ე­რე­სი კაცი ვარ, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მე­ლიც 1973 წელს და­ვამ­თავ­რე, საშა მი­ქე­ლა­ძე მას­წავ­ლი­და და მას შემ­დეგ, სო­ხუ­მის გარ­და, სხვა თე­ატ­რში არც მი­მუ­შა­ვია. მა­შინ აფხა­ზუ­რი და ქარ­თუ­ლი დასი ერთ შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ულა­მა­ზე­სი, ქარ­თუ­ლი შე­ნო­ბა იყო. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი თე­ატ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და. მერე ცუდი რამ მოხ­და, - უზარ­მა­ზა­რი შეც­დო­მა გა­ე­პა­რათ, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთლი­ა­ნად და­ან­გრია აფხა­ზე­ბი... გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტში" ბრძა­ნე­ბა გა­მო­ამ­ზე­უ­რეს, რომ ჭამ­ბას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი კი არ ეწო­და, არა­მედ - აფხა­ზუ­რი! ის­ტო­რი­უ­ლად იქ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი იყო, რო­მელ­ზეც აღ­მო­ცენ­და ბერ­ძნუ­ლი, რუ­სუ­ლი და აფხა­ზუ­რი. ბერ­ძნულ­მა და რუ­სულ­მა "ჭირი მო­ჭა­მა", კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უძ­ლო, აფხა­ზუ­რი დარ­ჩა და ვი­ღა­ცის უვი­ცო­ბის გამო, ჩვენ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რის დასი, თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. რომ ყო­ფი­ლი­ყო აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი, ჩვენც ვიქ­ნე­ბო­დით და ისი­ნიც. ეს 1979 წელს მოხ­და. გა­მო­ვე­დით და შე­ვე­დით იქვე, სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე კარგ ად­გი­ლას, ყო­ფი­ლი კი­ნო­თე­ატ­რის "აფ­სნის" შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც კა­პე­ლას­თვის გა­და­ა­კე­თეს, მერე კი ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის. გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლიც მი­ე­ნი­ჭა და ხელ­მძღვა­ნე­ლად უბრწყინ­ვა­ლე­სი რე­ჟი­სო­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი - იური კა­კუ­ლია და­ი­ნიშ­ნა. ვალ­ში ვართ მას­თან, მი­ვი­წყე­ბუ­ლია მისი სა­ხე­ლი.

- რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც თე­ატ­რა­ლუ­რის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- სო­ხუ­მის თე­ატ­რში 30-მდე მთა­ვა­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. 1973 წელს რომ ჩა­ვე­დი, "ყა­რა­მა­ნი ცოლს ირ­თავს" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. 300 სპექ­ტაკ­ლი ანშლა­გით ვი­თა­მა­შეთ, მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ილე­ო­და. მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი დათო კო­ბა­ხი­ძე იყო, დღეს თე­ატ­რა­ლურ­ში ას­წავ­ლის. წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ, მე ყა­რა­მა­ნის როლ­ში ვი­ყა­ვი. ლეო ფილ­ფა­ნი ამ­ბობ­და, ეს ვინ ჩა­მო­ვი­და, ეს რა გა­ა­კე­თე, ბი­ჭოო?! (იცი­ნის). მა­ნამ­დეც კარ­გი სპექ­ტაკ­ლე­ბი იდ­გმე­ბო­და, მაგ­რამ ხალ­ხი არ და­დი­ო­დაო. ამ სპექ­ტაკლმა გა­ის­რო­ლა, მაგ­რამ რა გა­ის­რო­ლა?! ამას მოჰ­ყვა ლოპე დე ვე­გას "ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი", რომ­ლის როლ­შიც მე ვი­ყა­ვი. ტუ­ზი­კა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ექ­ვსი დღით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა ისე მო­ე­წო­ნა, მთე­ლი თვე დარ­ჩა თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით. და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი დიდი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე კაცი იყო. როცა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი სპექ­ტაკლს დგამ­და და და­ამ­თავ­რებ­და, და­უ­ძა­ხებ­და - ტუ­ზიკ, გო­ი­მო­ბა მო­ა­შო­რე სპექ­ტაკლსო. ამ ეს­პა­ნურ წარ­მოდ­გე­ნა­ში ისე­თი ცეკ­ვე­ბი იყო, ხალ­ხი გიჟ­დე­ბო­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა გოგი ქავ­თა­რა­ძეს და მას­თან მუ­შა­ო­ბას, რო­გო­რი იყო ის პე­რი­ო­დი?

- ეს სო­ხუ­მის თე­ატ­რის ოქ­როს ხანა იყო და ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი 9 წელი, გოგი ქავ­თა­რა­ძეს არც ერთ თე­ატ­რში არ ჰქო­ნია. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქა­ლა­ქებ­ში თვე­ო­ბით მივ­დი­ო­დით ხოლ­მე. თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი, "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში" მეფე გი­ორ­გის 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთა­მა­შობ­დი, გვირ­გვი­ნი მე­ხუ­რა და ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თა­მა­შობ­და გე­ნი­ა­ლუ­რად კი­ნო­ში, მე - არა­გე­ნი­ა­ლუ­რად - თე­ატ­რში. "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონ­ში" ოთხწუ­თი­ა­ნი სცე­ნა მქონ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს - ვახო ამ­ბო­კა­ძეს ვთა­მა­შობ­დი. შევ­დი­ო­დი ტა­შის გრი­ა­ლით და გავ­დი­ო­დი - კი­ვი­ლით, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. გოგი, რო­გორც პარტნი­ო­რი, ასე­ვე გე­ნი­ა­ლუ­რია, ბა­ჩა­ნას როლ­ში იყო და ერთ სცე­ნა­ში, ზურგს შე­მაქ­ცევ­და და მხარს ისეთ­ნა­ი­რად აა­თა­მა­შებ­და, ვი­თომ მარ­თლა ტი­რო­და, მე კი ცრემ­ლე­ბი მად­გე­ბო­და და ვე­უბ­ნე­ბო­დი - ფუღუ, არ მოკ­ვდე, ბიჭო, არ მოკ­ვდე, რა... და უკვე ტი­რილს ვი­წყებ­დი, ისე ვი­ყა­ვი, ცრემ­ლე­ბი ყელ­ში მი­ჭერ­და და გავ­დი­ო­დი. კარ­გი პარტნი­ო­რი ბევ­რს ნიშ­ნავს. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდამ მი­ვი­ღე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა. 38 წლის ვი­ყა­ვი. თუ არ მოკ­ვდე­ბო­დი ან 90 წელს არ მი­აღ­წევ­დი, ამ წო­დე­ბას არ მოგ­ცემ­დნენ, მე ეს ტრა­დი­ცია და­ვარ­ღვიე, თუმ­ცა ჩე­მამ­დე, ლე­გენ­დებ­მა - აკა­კი ხო­რა­ვამ და აკა­კი ვა­სა­ძემ. რო­გორც შოთა რუს­თა­ვე­ლი აღარ და­ი­ბა­დე­ბა, ისე არ და­ი­ბა­დე­ბა ხო­რა­ვა. "ვა­სა­ძე" შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს.

- რო­დის და­ტო­ვა დას­მა სო­ხუ­მი?

- ზუს­ტად 1992 წლის 27 სექ­ტემ­ბერს. ყვე­ლა ერ­თად წა­მო­ვე­დით. სო­ხუ­მი რომ და­ე­ცა, წე­ბელ­დი­დან ჭუ­ბერ­ზე გად­მო­ვე­დით. ის გზა ტან­ჯვა იყო, არ გა­მახ­სე­ნოთ. ღმერ­თი­სა და ხა­ტის წი­ნა­შე და­ვი­ფი­ცე, რომ ამ გზის შე­სა­ხებ არას­დროს მოვ­ყვე­ბი, გოლ­გო­თა იყო, სა­ში­ნე­ლე­ბა... ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნი შეს­ძულ­დე­ბა, იმ ამ­ბებს რომ მოვ­ყვე. და­ვი­ფი­ცე, რომ ისე ჩა­ვალ სა­მა­რე­ში, ჩემ­გან არა­ვის არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა-მეთ­ქი. სხვამ შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და...

- აფხაზ მსა­ხი­ო­ბებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ომამ­დე - შე­სა­ნიშ­ნა­ვი. უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი მყავს მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი. ერთ შე­ნო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით, ჭირ­სა და ლხინ­ში ერ­თად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ რუ­სებ­მა ყვე­ლა­ფე­რი აუ­რი­ეს. ხალ­ხს ტვი­ნის ხნუ­ლე­ბი გადა­უგლი­სეს. ბო­ლოს უკვე იგ­რძნო­ბო­და მათ­გან უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ერთ სახ­ლში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის 2 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთ "მშვე­ნი­ერ" დღეს, გა­მო­ვე­დი და აღარ მო­მე­სალმნენ... გავ­გიჟ­დი, გა­მიკ­ვირ­და, - რა­ტომ-მეთ­ქი? ასე­თი "გა­თი­შე და იბა­ტო­ნე" გა­ა­კე­თა რუ­სეთ­მა. ეს იყო რუ­სეთ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ომი, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ! აფხა­ზურ ლა­პა­რაკ­სა და სიმ­ღე­რას როცა ვი­გებ, ცხა­რე ცრემ­ლი მომ­დის, იმ­დე­ნად გან­ვიც­დი. უზო­მოდ მე­ნატ­რე­ბი­ან. სა­ო­ცა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მხა­რეა. ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი - კახი კავ­სა­ძე ხში­რად ჰყვე­ბა, უცებ რო­გორ ხდე­ბა კაცი ღმერ­თი, როცა აფხა­ზურ ოჯახ­ში შე­ა­ბი­ჯებს. ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ერი, რო­მე­ლიც ისე მი­გი­ღებს, რო­გორც აფხა­ზი. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ნაღ­დი აფხა­ზი, უახ­ლო­ე­სი ძმა­კა­ცე­ბი და ვუ­რე­კავ ხოლ­მე, არ მინ­და სა­ხე­ლე­ბი გა­ვამ­ჟღავ­ნო.

- რა პრობ­ლე­მე­ბია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­ლის რა­ი­ონ­ში?

- პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლებ­ში აქვთ. აკ­რძა­ლულ ად­გილ­ზე ქარ­თულს რომ მა­ინც ას­წავ­ლი, ეს უკვე გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია და ამას ყო­ველ­გვა­რი გახ­მა­უ­რე­ბის, თვით­რეკ­ლა­მის გა­რე­შე აკე­თე­ბენ. ვა­მა­ყობ, რომ დღეს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ არ­სე­ბო­ბენ. ის ბავ­შვე­ბი აქ რომ ჩა­მო­დი­ან, გა­ოც­დე­ბით, რო­გო­რი კარ­გი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ და რო­გორ აზ­როვ­ნე­ბენ. დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე მათი წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლის დად­გმას აპი­რებს. გიჟ­დე­ბა, როცა კი­თხუ­ლობს, რა კარ­გად წე­რე­ნო და ვიცი, მათ ნა­აზ­რევს დათო შე­სა­ნიშ­ნა­ვად გად­მოს­ცემს თე­ატ­რა­ლუ­რი ხერ­ხე­ბით.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"

დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"

აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი - ბატონი დიმიტრი ჯაიანი სამინისტროს, მისი განუყოფელი სოხუმის თეატრის, საყვარელი როლების, აფხაზური ამბებისა და მასთან დაკავშირებული ტკივილის შესახებ გვესაუბრება:

- ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩვენი სავიზიტო ბარათი - კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრია. ასევე, სკოლები, რომლებიც მაგალითად, გალის რაიონშია. ის ხალხი აქეთ გადმოდის და თავიანთ პრობლემებს გვიზიარებენ. როცა ამ პოსტზე დავინიშნე, ასეთი თამამი ფრაზა ვთქვი და ზოგმა გაიგო, ზოგმა - არა: "მათ უნდა უხაროდეთ, მინისტრად მე რომ დავინიშნე". ეს იმიტომ ვთქვი, რომ სკამს ჩაჭიდებული კაცი არ ვარ. დღესვე რომ მითხრან, - საქმეს ვერ აკეთებ და წადიო, წავალ. მინდა, ამ ხალხს მხარში ამოვუდგე და ერთად რაღაც გამოგვივიდეს. ჩვენი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ევროპაშია ცნობილი. სოხუმის თეატრს 2015 წელს 130 წელი შეუსრულდება. მისი დირექტორი ჯემალ ქირია გახლავთ, სამხატვრო ხელმძღვანელი კი - დავით საყვარელიძე. ეს ის დავით საყვარელიძეა, რომელიც ოპერის თეატრს ხელმძღვანელობდა და რუსთაველის თეატრზე უარი თქვა. თეატრს ახლა სწორედ ის სჭირდება.

- საიუბილეო თარიღისთვის საკუთარი შენობის პრობლემა თუ მოგვარდება?

- ჩვენი სამინისტროს შენობაში სააქტო დარბაზია, რომელიც აჟურში უნდა მოვიყვანოთ და თეატრებიც გამოვლენ აქ, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლიც და კაპელაც. ამისთვის კი დიდი თანხა სულაც არ არის საჭირო და დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამ ოდიშარია და პრემიერ-მინისტრი ამას გულთან ახლოს მიიტანენ. ღმერთმა ქნას და აფხაზეთში რომ დავბრუნდებით, დედაქალაქში საჭიროა, აფხაზეთის ავტონომიას თავისი ცენტრი ჰქონდეს. სხვათა შორის, მეც არ ვიცოდი და ეს ერთადერთი შენობა გახლავთ თბილისში, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სერიოზული საქმეების გაკეთება გვინდა, ჯერჯერობით ცოტ-ცოტა რაღაცები გამოდის.

- მაგალითად?

- კაპელა და ცეკვის ანსამბლი გაერთიანებული იყო და ისევ განვაცალკევეთ, საერთოდ რატომ შეაერთეს, არ ვიცი. თეატრში რაც ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ამაზე საუბარი არ მინდა, უკვე ჩავლილი ამბავია. კაცის მკვლელობის დაბრალება, თეატრიდან გაგდება იმ დიმა ჯაიანის, რომელმაც დევნილობაში 18 წელი თავისი ზურგით ატარა... ეს თეატრი ჩემი გადარჩენილია, თამამად ვამბობ. აი, ჩემ შემდეგ კი - რობერტ სტურუამ, რომელმაც საოცარი დიდსულოვნება გამოიჩინა, კარი გაგვიღო და 9 წლის განმავლობაში, მასპინძლებად ვიყავით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ყველანაირი პირობა შეგვიქმნა და ეს რომ არ დაინახო, გარეწარი უნდა იყო. ბატონმა რობერტმა თქვა მაშინ, - დიმა ჯაიანი რომ არა, არაფერს გავაკეთებდიო. ახლა ყველაფერი დალაგდა და ისეთი კაცი მოვიდა, რომლის გამჭრიახობა, ჭკუა, მოხერხება სჭირდება თეატრს. რეპერტუარში, რა თქმა უნდა, ახალ სპექტაკლებსაც დაამატებს, სეზონი კი რუსთაველის თეატრში "ირმის უკანასკნელი ბღავილით" გავხსენით, რომელსაც აღარ თამაშობდნენ, რადგან მასში მთავარ როლში ვარ. ნუგზარ ლორთქიფანიძემ კი აღადგინა. არ ვიცი, აღდგება თუ არა "ზღვა, რომელიც შორია", ეს უკვე ბატონ თემურ ჩხეიძეზეა დამოკიდებული.

- ამ სპექტაკლში თქვენთან ერთად, მერაბ ბრეკაშვილი თამაშობდა...

- რომელიც ცუდად მოიქცა... მასთან ერთად სცენაზე თამაში ჩემთვის ძნელი იყო. ასე არ ექცევიან ახლობლებსა და კოლეგებს, მე მისთვის ორივე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში დარჩენა შევთავაზე, კარგი ანაზღაურებით, მაინც უარი თქვა. ყველანაირი შეცდომის პატიება არ შეიძლება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ოთარ აბესაძის ფილმში - "მალე გაზაფხული მოვა", სესილია თაყაიშვილი და სერგო ზაქარიაძე ცოლ-ქმრის როლს ასრულებდნენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა გენიალურად თამაშობდნენ. თურმე, ვიღაცას სესილიასთვის მიუტანია ამბავი, - სერგომ შენზე თქვა, ეგ რა მსახიობიაო, სერგოსთვის კი - პირიქით. ორივეს ეწყინა და დაემდურნენ. ეს მერე კარლო საკანდელიძემ გაარკვია და შეარიგა. ასეთი წყენის დავიწყება ადვილია, მაგრამ არსებობს ღალატის წყენა, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვერ დაივიწყებ. თუმცა მაინც ვძლიე და დარჩენა შევთავაზე. სხვათა შორის, ამ სპექტაკლის წაღებას ინგლისშიც გვთხოვენ.

- მიშა ქვაჭრელიშვილის მკვლელობის საქმე ჯერ კიდევ დაუხურავია, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რა ეტაპზეა გამოძიება?

- ეს საქმე რატომ არ დახურეს, კარგად ვიცი. როცა საქმე იხურება, მერე მისი გამოთხოვა შეგიძლია და ვალდებულნი არიან, მოგცენ. სანამ ძიებაშია, ეს შეუძლებელია. ახლა სხვა დროა, სამართლიანობის აღდგენა იწყება და მე მაინტერესებს, ვინ მოიშორა 23 წლის ბიჭი იმის გამო, რომ მე დამბრალებოდა და რა სიტუაციაშია გარდაცვლილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

- სოხუმის თეატრის იმ პერიოდზე ვისაუბროთ, როცა თქვენ დაიწყეთ მუშაობა.

- უბედნიერესი კაცი ვარ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1973 წელს დავამთავრე, საშა მიქელაძე მასწავლიდა და მას შემდეგ, სოხუმის გარდა, სხვა თეატრში არც მიმუშავია. მაშინ აფხაზური და ქართული დასი ერთ შენობაში ვიყავით, ულამაზესი, ქართული შენობა იყო. არქიტექტურული თვალსაზრისით, ასეთი თეატრი საქართველოში არ არსებობდა. მერე ცუდი რამ მოხდა, - უზარმაზარი შეცდომა გაეპარათ, რომელმაც მოგვიანებით მთლიანად დაანგრია აფხაზები... გაზეთ "კომუნისტში" ბრძანება გამოამზეურეს, რომ ჭამბას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრი კი არ ეწოდა, არამედ - აფხაზური! ისტორიულად იქ მხოლოდ ქართული თეატრი იყო, რომელზეც აღმოცენდა ბერძნული, რუსული და აფხაზური. ბერძნულმა და რუსულმა "ჭირი მოჭამა", კონკურენციას ვერ გაუძლო, აფხაზური დარჩა და ვიღაცის უვიცობის გამო, ჩვენზე აღმოცენებული თეატრის დასი, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რომ ყოფილიყო აფხაზეთის სახელმწიფო თეატრი, ჩვენც ვიქნებოდით და ისინიც. ეს 1979 წელს მოხდა. გამოვედით და შევედით იქვე, სანაპიროზე, ასევე კარგ ადგილას, ყოფილი კინოთეატრის "აფსნის" შენობაში, რომელიც კაპელასთვის გადააკეთეს, მერე კი ჩვენი თეატრისთვის. გამსახურდიას სახელიც მიენიჭა და ხელმძღვანელად უბრწყინვალესი რეჟისორი და შესანიშნავი ადამიანი - იური კაკულია დაინიშნა. ვალში ვართ მასთან, მივიწყებულია მისი სახელი.

- რომელი იყო პირველი სპექტაკლი, რომელშიც თეატრალურის შემდეგ მონაწილეობდით?

- სოხუმის თეატრში 30-მდე მთავარი როლი მაქვს ნათამაშები. 1973 წელს რომ ჩავედი, "ყარამანი ცოლს ირთავს" ძალიან პოპულარული იყო. 300 სპექტაკლი ანშლაგით ვითამაშეთ, მაყურებელი არ ილეოდა. მთავარი რეჟისორი დათო კობახიძე იყო, დღეს თეატრალურში ასწავლის. წამყვანი მსახიობები თამაშობდნენ, მე ყარამანის როლში ვიყავი. ლეო ფილფანი ამბობდა, ეს ვინ ჩამოვიდა, ეს რა გააკეთე, ბიჭოო?! (იცინის). მანამდეც კარგი სპექტაკლები იდგმებოდა, მაგრამ ხალხი არ დადიოდაო. ამ სპექტაკლმა გაისროლა, მაგრამ რა გაისროლა?! ამას მოჰყვა ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი", რომლის როლშიც მე ვიყავი. ტუზიკა მაჭავარიანი ექვსი დღით ჩამოიყვანეს და ჩვენთან მუშაობა ისე მოეწონა, მთელი თვე დარჩა თავისი ხარჯებით. დავით მაჭავარიანი დიდი გემოვნების მქონე კაცი იყო. როცა კოტე მარჯანიშვილი სპექტაკლს დგამდა და დაამთავრებდა, დაუძახებდა - ტუზიკ, გოიმობა მოაშორე სპექტაკლსო. ამ ესპანურ წარმოდგენაში ისეთი ცეკვები იყო, ხალხი გიჟდებოდა.

- რაც შეეხება გოგი ქავთარაძეს და მასთან მუშაობას, როგორი იყო ის პერიოდი?

- ეს სოხუმის თეატრის ოქროს ხანა იყო და ასეთი წარმატებული 9 წელი, გოგი ქავთარაძეს არც ერთ თეატრში არ ჰქონია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში თვეობით მივდიოდით ხოლმე. თითქმის ყველა სპექტაკლში მთავარ როლს ვასრულებდი, "დიდოსტატის მარჯვენაში" მეფე გიორგის 16 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, გვირგვინი მეხურა და ორსაათ-ნახევარი სცენაზე ვიდექი. ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა გენიალურად კინოში, მე - არაგენიალურად - თეატრში. "მარადისობის კანონში" ოთხწუთიანი სცენა მქონდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, კანონიერ ქურდს - ვახო ამბოკაძეს ვთამაშობდი. შევდიოდი ტაშის გრიალით და გავდიოდი - კივილით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გოგი, როგორც პარტნიორი, ასევე გენიალურია, ბაჩანას როლში იყო და ერთ სცენაში, ზურგს შემაქცევდა და მხარს ისეთნაირად აათამაშებდა, ვითომ მართლა ტიროდა, მე კი ცრემლები მადგებოდა და ვეუბნებოდი - ფუღუ, არ მოკვდე, ბიჭო, არ მოკვდე, რა... და უკვე ტირილს ვიწყებდი, ისე ვიყავი, ცრემლები ყელში მიჭერდა და გავდიოდი. კარგი პარტნიორი ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდამ მივიღე სახალხო არტისტის წოდება. 38 წლის ვიყავი. თუ არ მოკვდებოდი ან 90 წელს არ მიაღწევდი, ამ წოდებას არ მოგცემდნენ, მე ეს ტრადიცია დავარღვიე, თუმცა ჩემამდე, ლეგენდებმა - აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ. როგორც შოთა რუსთაველი აღარ დაიბადება, ისე არ დაიბადება ხორავა. "ვასაძე" შეიძლება დაიბადოს.

- როდის დატოვა დასმა სოხუმი?

- ზუსტად 1992 წლის 27 სექტემბერს. ყველა ერთად წამოვედით. სოხუმი რომ დაეცა, წებელდიდან ჭუბერზე გადმოვედით. ის გზა ტანჯვა იყო, არ გამახსენოთ. ღმერთისა და ხატის წინაშე დავიფიცე, რომ ამ გზის შესახებ არასდროს მოვყვები, გოლგოთა იყო, საშინელება... ადამიანს ადამიანი შესძულდება, იმ ამბებს რომ მოვყვე. დავიფიცე, რომ ისე ჩავალ სამარეში, ჩემგან არავის არაფერი ეცოდინება-მეთქი. სხვამ შეიძლება მოჰყვეს, ათასობით ადამიანი მოდიოდა...

- აფხაზ მსახიობებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ომამდე - შესანიშნავი. უახლოესი მეგობრები მყავს მოცეკვავეები, მსახიობები. ერთ შენობაში ვმუშაობდით, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით, მაგრამ რუსებმა ყველაფერი აურიეს. ხალხს ტვინის ხნულები გადა­უგლისეს. ბოლოს უკვე იგრძნობოდა მათგან უარყოფითი დამოკიდებულება. აფხაზი და ქართველი მსახიობები ერთ სახლში, ბარათაშვილის 2 ნომერში ვცხოვრობდით. ერთ "მშვენიერ" დღეს, გამოვედი და აღარ მომესალმნენ... გავგიჟდი, გამიკვირდა, - რატომ-მეთქი? ასეთი "გათიშე და იბატონე" გააკეთა რუსეთმა. ეს იყო რუსეთსა და ქართველებს შორის ომი, ამას კატეგორიულად ვაცხადებ! აფხაზურ ლაპარაკსა და სიმღერას როცა ვიგებ, ცხარე ცრემლი მომდის, იმდენად განვიცდი. უზომოდ მენატრებიან. საოცარი ტრადიციების მხარეა. ჩემი უფროსი მეგობარი - კახი კავსაძე ხშირად ჰყვება, უცებ როგორ ხდება კაცი ღმერთი, როცა აფხაზურ ოჯახში შეაბიჯებს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელიც ისე მიგიღებს, როგორც აფხაზი. ბევრი მეგობარი მყავს ნაღდი აფხაზი, უახლოესი ძმაკაცები და ვურეკავ ხოლმე, არ მინდა სახელები გავამჟღავნო.

- რა პრობლემებია განათლების სფეროში გალის რაიონში?

- პრობლემები სკოლებში აქვთ. აკრძალულ ადგილზე ქართულს რომ მაინც ასწავლი, ეს უკვე გმირობის ტოლფასია და ამას ყოველგვარი გახმაურების, თვითრეკლამის გარეშე აკეთებენ. ვამაყობ, რომ დღეს ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ. ის ბავშვები აქ რომ ჩამოდიან, გაოცდებით, როგორი კარგი ქართულით ლაპარაკობენ და როგორ აზროვნებენ. დათო საყვარელიძე მათი წერილების მიხედვით სპექტაკლის დადგმას აპირებს. გიჟდება, როცა კითხულობს, რა კარგად წერენო და ვიცი, მათ ნააზრევს დათო შესანიშნავად გადმოსცემს თეატრალური ხერხებით.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება