Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერობისას მირთმეული საჩუქრების სია (+22 ფოტო)
ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერობისას მირთმეული საჩუქრების სია (+22 ფოტო)

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლურ სტენ­დებ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს იმ სა­ჩუქ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში მი­ი­ღო.

სა­ჩუქ­რებს შო­რის არის რამ­დე­ნი­მე ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 100-ზე მეტი წიგ­ნი, სრუ­ლი­ად სა­არ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი სა­ა­თი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის შე­ი­ხის სა­ჩუ­ქა­რი - კე­რა­მი­კუ­ლი სპი­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. სა­ჩუქ­რებს შო­რის არის კი­მო­ნო და ხმა­ლიც, ასე­ვე დიდი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ხა­ლი­ჩა; ბელ­გი­უ­რი ფა­ი­ფუ­რის ჭი­ქე­ბის ნაკ­რე­ბი 1ც (5 ჭი­ქით); 1 ცალი არა­ყი უკ­რა­ი­ნუ­ლი 4 ჭი­ქით და მუ­სი­კა­ლუ­რი ყუ­თით; შუა­ა­ზი­უ­რი ხა­ლა­თი ქუ­დით და მათ­რა­ხით; თე­ქის ქუდი 1 კა­ხუ­რი, 1 ხევ­სუ­რუ­ლი; კი­ე­ვის დი­ნა­მოს მა­ი­სუ­რი; ებ­რა­უ­ლი მე­და­ლი­ო­ნი; ჟი­ლე­ტი ორ­ნა­მენ­ტე­ბით; ბეწ­ვის ხა­ლი­ჩა; ხა­ლა­თი ქუ­დით ლურ­ჯი ფე­რის; ეს­პა­ნუ­რი მე­და­ლი­ო­ნი ჯვრის ფორ­მის ჯაჭ­ვით; ვერ­ცხლის ფი­ა­ლა თეთ­რი სახ­ლის გრა­ვი­უ­რით; სომ­ხუ­რი კო­ნი­ა­კი "არა­რა­ტი" 40 წლი­ა­ნი დაძ­ვე­ლე­ბით; დიდი ნა­ხა­ტი ის­რა­ე­ლის ხე­დით; ხან­ჯა­ლი სპი­ლოს ძვლის ტა­რით; მე­და­ლი­ო­ნი ჩარ­ჩო­ში იე­რუ­სა­ლი­მის ხე­დით; ქვის მწვა­ნე ლომი; შუ­შის თასი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­წე­რით; ნა­ხა­ტი ან­გე­ლო­ზე­ბის (სა­მე­ბა); სა­მა­გი­დე სა­ა­თი პა­ტა­რა შუ­შა­ში ჩას­მუ­ლი; სა­ბერ­ძნე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს მე­და­ლი­ო­ნე­ბი; ქან­და­კე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით; წმინ­და გი­ორ­გის და მა­ცხოვ­რის ხატი; თე­ქის ხა­ლი­ჩა მგლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით; მა­გი­დის სა­ა­თი ან­ტი­ლო­პე­ბის ქან­და­კე­ბე­ბით; ხურ­ჯი­ნი ხე­ლით ნაქ­სო­ვი ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით; პატ­რი­არ­ქის სა­ჩუ­ქა­რი, ტრო­პა­რი "ოჯა­ხის და­ლოც­ვა"; სომ­ხუ­რი ხატი "მომ­ლოც­ვე­ლი"; ტყავ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რუკა; მა­ცხოვ­რის ხატი ხე­ლით მო­ქარ­გუ­ლი; ოქ­როს სა­ა­თი და ა.შ.

ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს სა­ჩუქ­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­მა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ოთა­ხი, სა­ჩუქ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას ვერ და­ი­ტევ­და.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ცე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­ად და­ამ­კვიდ­რებს.

ამას­თან, ცქი­ტიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ ინა­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­მორ­ბე­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი.

"ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თი­ლი ნება, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­ად და­ამ­კვიდ­რებს. სა­ჩუქ­რებს შო­რის არის პატ­რი­არ­ქის ნა­ჩუ­ქა­რი სა­ა­თიც, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ასე­ვე მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­საც. 2012-2013 წლებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 53 ათას ლარს შე­ად­გენ­და, მთლი­ა­ნად გა­და­რი­ცხუ­ლი იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. გარ­და ამი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დებ­და ბი­უ­ჯეტს მის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს და სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ქი­რა­ობ­და თვითმფრი­ნავს, რო­მე­ლიც მას ვი­ზი­ტი­სას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. 10-ზე მეტი ვი­ზი­ტი შედ­გა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში თვითმფრი­ნა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ხარ­ჯი", - აღ­ნიშ­ნა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ | ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა: ნაღ­დი ფული, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერობისას მირთმეული საჩუქრების სია (+22 ფოტო)

ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერობისას მირთმეული საჩუქრების სია (+22 ფოტო)

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული საჩუქრები მთავრობის კანცელარიაში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება.

ჟურნალისტებს დღეს იმ საჩუქრების დათვალიერებისა და გადაღების საშუალება მიეცათ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მიიღო.

საჩუქრებს შორის არის რამდენიმე ფერწერული ტილო, 100-ზე მეტი წიგნი, სრულიად საართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ნაჩუქარი საათი, არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხის საჩუქარი - კერამიკული სპილოები, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია. საჩუქრებს შორის არის კიმონო და ხმალიც, ასევე დიდი აზერბაიჯანული ხალიჩა; ბელგიური ფაიფურის ჭიქების ნაკრები 1ც (5 ჭიქით); 1 ცალი არაყი უკრაინული 4 ჭიქით და მუსიკალური ყუთით; შუააზიური ხალათი ქუდით და მათრახით; თექის ქუდი 1 კახური, 1 ხევსურული; კიევის დინამოს მაისური; ებრაული მედალიონი; ჟილეტი ორნამენტებით; ბეწვის ხალიჩა; ხალათი ქუდით ლურჯი ფერის; ესპანური მედალიონი ჯვრის ფორმის ჯაჭვით; ვერცხლის ფიალა თეთრი სახლის გრავიურით; სომხური კონიაკი "არარატი" 40 წლიანი დაძველებით; დიდი ნახატი ისრაელის ხედით; ხანჯალი სპილოს ძვლის ტარით; მედალიონი ჩარჩოში იერუსალიმის ხედით; ქვის მწვანე ლომი; შუშის თასი პრემიერ-მინისტრის წარწერით; ნახატი ანგელოზების (სამება); სამაგიდე საათი პატარა შუშაში ჩასმული; საბერძნეთის საპატრიარქოს მედალიონები; ქანდაკება ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით; წმინდა გიორგის და მაცხოვრის ხატი; თექის ხალიჩა მგლის გამოსახულებით; მაგიდის საათი ანტილოპების ქანდაკებებით; ხურჯინი ხელით ნაქსოვი ქართული ორნამენტებით; პატრიარქის საჩუქარი, ტროპარი "ოჯახის დალოცვა"; სომხური ხატი "მომლოცველი"; ტყავზე შესრულებული აფხაზეთის რუკა; მაცხოვრის ხატი ხელით მოქარგული; ოქროს საათი და ა.შ.

ჟურნალისტებს დღეს საჩუქრების არასრული ჩამონათვალი წარუდგინეს, ვინაიდან, როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ოთახი, საჩუქრების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველას ვერ დაიტევდა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერობის პერიოდში მიღებული საჩუქრების სახელმწიფოსთვის გადაცემის ინიციატივას ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს.

ამასთან, ცქიტიშვილის ინფორმაციით, კანცელარიაში არ ინახება ბიძინა ივანიშვილის წინამორბედის მიერ მიღებული საჩუქრები.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნება, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს. საჩუქრებს შორის არის პატრიარქის ნაჩუქარი საათიც, რომელმაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ასევე მინდა ვუპასუხო ბიძინა ივანიშვილის ხელფასთან დაკავშირებულ კითხვებსაც. 2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილის სახელფასო შემოსავალი, რომელიც დაახლოებით 53 ათას ლარს შეადგენდა, მთლიანად გადარიცხული იყო საქველმოქმედო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად არიდებდა ბიუჯეტს მის საქმიანობასა და ვიზიტებთან დაკავშირებულ ხარჯებს და საკუთარი ხარჯებით ქირაობდა თვითმფრინავს, რომელიც მას ვიზიტისას ემსახურებოდა. 10-ზე მეტი ვიზიტი შედგა და ყველა შემთხვევაში თვითმფრინავის მომსახურება იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯი", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ | ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა