პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯინსების თაობაში" მღვდლის როლს ჯეისონ ფლემინგი შეასრულებს" - რა ეტაპზეა ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე"
"ჯინსების თაობაში" მღვდლის როლს ჯეისონ ფლემინგი შეასრულებს" - რა ეტაპზეა ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე"

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლოს-ან­ჯე­ლე­სის კი­ნოს­კო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭებ­ზე" ფილ­მის გა­და­ღე­ბას გეგ­მავს. გა­და­ღე­ბე­ბი მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ რო­გორც პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე ამ­ბობს, ეს "ჰო­ლი­ვუ­დფ­რო­დაქ­შე­ნი" იქ­ნე­ბა.

"ამ­ბე­ბი.გე" ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და და და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა დღეს პრო­ექ­ტი.

- ფილ­მის ეკ­რა­ნი­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დე­ბა, თუმ­ცა ის "ჰო­ლი­ვუ­დფ­რო­დაქ­შე­ნი" იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც შე­მოქ­მე­დე­ბი თუ ჯგუ­ფის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და მსა­ხი­ო­ბე­ბი იქი­დან იქ­ნე­ბი­ან და ფილ­მს ცხა­დია, ინ­გლი­სურ ენა­ზე წარ­ვად­გენთ...

- ამ პრო­ექ­ტის იდეა უშუ­ა­ლოდ შენ გე­კუთ­ვნის?

- კი, ეს იდეა სამი წლის წინ გა­მიჩ­ნდა. თა­ვის­თა­ვად ეს ამ­ბა­ვი ვი­ცო­დი, მერე დათო ტუ­რაშ­ვი­ლის წიგ­ნი - "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" წა­ვი­კი­თხე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. კარ­გი და­წე­რი­ლია, ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი სა­ინ­ტე­რე­სოდ იკი­თხე­ბა. მას­ში ბევ­რი კი­ნოს­თვის სა­ჭი­რო ელე­მენ­ტია და ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან მი­მი­ზი­და. შემ­დეგ შეხ­ვდით დათო ტუ­რაშ­ვილს და მის­გან უფ­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რომ ამ წიგნ­ზე დაყ­რდნო­ბით, მუ­შა­ო­ბა დაგ­ვე­წყო. ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან სცე­ნა­რის­ტი, თო­მას და­ნიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ (მოკ­ლედ, ამ პრო­ექტს მე და ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე ვა­კე­თებთ). დანი "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" ოჯა­ხის წევ­რებს, კერ­ძოდ, გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ანს შეხ­ვდა, ასე­ვე იყო ძმე­ბი ივე­რი­ე­ლე­ბის ოჯახ­შიც, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, იმ თვითმფრი­ნავ­ში მყოფ მგზავ­რებ­თან... მოკ­ლედ, საქ­მე მთლი­ა­ნად შე­ვის­წვა­ლეთ (სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა, და­კი­თხვის ოქ­მე­ბი). ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რდნო­ბით კი, ტომ­მა სცე­ნა­რი და­წე­რა, რო­მელ­მაც მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. შეხ­ვედ­რა გვქონ­და ინ­ვეს­ტო­რებ­თან, მსა­ხი­ო­ბებ­თან. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ვი­ნა­ი­დან მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია, მო­სამ­ზა­დებ­ლად დიდი დრო გვჭირ­დე­ბა. სცე­ნა­რი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი უკვე შე­არ­ჩი­ეთ?

- თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სარ­ჩე­ვად ქას­თინგს ჩა­ვა­ტა­რებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვქონ­და ქას­თინ­გი და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ.

- შე­იძ­ლე­ბა მათი და­სა­ხე­ლე­ბა?

- კი, შე­ვარ­ჩი­ეთ დათო ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი და ლაშა კან­კა­ვა, კარ­გი არ­ტის­ტე­ბი არი­ან. ლაშა რუს­თა­ვის თე­ატ­რი­დან არის, დათო - მუს­კო­მე­დი­ი­დან. ისე, ფილმში უმე­ტე­სად ბრი­ტა­ნე­ლი და ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და­კავ­დე­ბი­ან. მა­ის­ში კი სა­ბო­ლოო ქას­თინგს ჩა­ვა­ტა­რებთ... ამ წუ­თის­თვის, რაც ნამ­დვი­ლად ვი­ცით, უცხო­ე­ლე­ბი­დან ჯე­ი­სონ ფლე­მინ­გი იქ­ნე­ბა. საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია და ჩემი მე­გო­ბა­რიც...

- მას ფილმში რა როლი აქვს?

- მღვდლის, თე­მურ ჩიხ­ლა­ძის როლ­ზე და­ვა­კა­ვებთ...

- ედუ­არ შე­ვარ­დნა­ძის პერ­სო­ნა­ჟი თუ მი­ი­ღებს ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- კი, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლია. მას­ზე სა­ვა­რა­უ­დო მსა­ხი­ო­ბიც გვყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ქას­თინგზე შე­იძ­ლე­ბა, შე­იც­ვა­ლოს. მთა­ვარ რო­ლებ­ზე რო­გორც გი­თხა­რით, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი უნდა იყ­ვნენ. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი გვყავს.

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რო­დის გა­და­ი­ნაც­ვლებთ და ამ ეტაპ­ზე რა არის ამის­თვის სა­ჭი­რო?

- ყვე­ლა­ფე­რი ქას­თინგზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისე­თი მსა­ხი­ო­ბე­ბი გვინ­და, რო­მელ­ბიც ეფექ­ტუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და პრო­ექტს ხელს შე­უ­წყო­ბენ, რომ კარ­გი გა­მო­ვი­დეს. სა­ბო­ლო­ოდ რომ შევ­თან­ხმდე­ბით, გა­და­ღე­ბებ­საც იმის მი­ხედ­ვით დავ­გეგ­მავთ, სა­ვა­რა­უ­დოდ კი, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში...

- ვინ იქ­ნე­ბა ფილ­მის კომ­პო­ზი­ტო­რი?

- ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი უნდა იყოს, რად­გა­ნაც სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ექ­ტია და აქ რის­კი არ შე­იძ­ლე­ბა... ამას­თან, პრო­ექ­ტის­თვის ამე­რი­კე­ლი პრო­დი­უ­სე­რიც შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მელ­საც სწო­რი გზით მივ­ყა­ვართ ისე, რო­გორც დიდი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა ხოლ­მე.

- ფილ­მს "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" ერ­ქმე­ვა?

- სა­მუ­შაო სა­თა­უ­რე­ბია: "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა", "გაფ­რე­ნა თა­ვი­სუ­ფე­ბის­კენ", მაგ­რამ ვფიქ­რობთ, რომ "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბას" ვერ და­ვარ­ქმევთ, რად­გა­ნაც უცხო­ე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის რთუ­ლი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, რას ნიშ­ნავს "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალთ...

- რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი?

- ეს სა­კი­თხი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და თან, ინ­ვეს­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბა კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს... ძა­ლი­ან დიდი ბი­უ­ჯე­ტიც არ იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლამ იცის ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"ჯინსების თაობაში" მღვდლის როლს ჯეისონ ფლემინგი შეასრულებს" - რა ეტაპზეა ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე"

"ჯინსების თაობაში" მღვდლის როლს ჯეისონ ფლემინგი შეასრულებს" - რა ეტაპზეა ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე"

როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესის კინოსკოლის კურსდამთავრებული, ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე "თვითმფრინავის ბიჭებზე" ფილმის გადაღებას გეგმავს. გადაღებები მართალია საქართველოში გაიმართება, მაგრამ როგორც პროექტის იდეის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე ამბობს, ეს "ჰოლივუდფროდაქშენი" იქნება.

"ამბები.გე" ნიკოლოზ ხომასურიძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რა ეტაპზეა დღეს პროექტი.

- ფილმის ეკრანიზება საქართველოში მოხდება, თუმცა ის "ჰოლივუდფროდაქშენი" იქნება, რადგანაც შემოქმედები თუ ჯგუფის ძირითადი ნაწილი და მსახიობები იქიდან იქნებიან და ფილმს ცხადია, ინგლისურ ენაზე წარვადგენთ...

- ამ პროექტის იდეა უშუალოდ შენ გეკუთვნის?

- კი, ეს იდეა სამი წლის წინ გამიჩნდა. თავისთავად ეს ამბავი ვიცოდი, მერე დათო ტურაშვილის წიგნი - "ჯინსების თაობა" წავიკითხე, რომელიც ძალიან მომეწონა. კარგი დაწერილია, ტრაგიკული ამბავი საინტერესოდ იკითხება. მასში ბევრი კინოსთვის საჭირო ელემენტია და ამ მხრივაც ძალიან მიმიზიდა. შემდეგ შეხვდით დათო ტურაშვილს და მისგან უფლება შევიძინეთ, რომ ამ წიგნზე დაყრდნობით, მუშაობა დაგვეწყო. ლოს-ანჯელესიდან სცენარისტი, თომას დანიც ჩამოვიყვანეთ (მოკლედ, ამ პროექტს მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, გიორგი ქავთარაძე ვაკეთებთ). დანი "თვითმფრინავის ბიჭების" ოჯახის წევრებს, კერძოდ, გეგა კობახიძის დედას, ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს შეხვდა, ასევე იყო ძმები ივერიელების ოჯახშიც, აეროპორტის თანამშრომლებთან, იმ თვითმფრინავში მყოფ მგზავრებთან... მოკლედ, საქმე მთლიანად შევისწვალეთ (სასამართლოს დადგენილება, დაკითხვის ოქმები). ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი, ტომმა სცენარი დაწერა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. შეხვედრა გვქონდა ინვესტორებთან, მსახიობებთან. მოკლედ, სერიოზული მზადების პროცესში ვართ. ვინაიდან მასშტაბური პროექტია, მოსამზადებლად დიდი დრო გვჭირდება. სცენარი 9 თვის განმავლობაში იწერებოდა.

- მსახიობები უკვე შეარჩიეთ?

- თებერვლის ბოლოს მსახიობების შესარჩევად ქასთინგს ჩავატარებთ. საქართველოში უკვე გვქონდა ქასთინგი და ქართველი მსახიობები შევარჩიეთ.

- შეიძლება მათი დასახელება?

- კი, შევარჩიეთ დათო ბეშიტაიშვილი და ლაშა კანკავა, კარგი არტისტები არიან. ლაშა რუსთავის თეატრიდან არის, დათო - მუსკომედიიდან. ისე, ფილმში უმეტესად ბრიტანელი და ამერიკელი მსახიობები დაკავდებიან. მაისში კი საბოლოო ქასთინგს ჩავატარებთ... ამ წუთისთვის, რაც ნამდვილად ვიცით, უცხოელებიდან ჯეისონ ფლემინგი იქნება. საკმაოდ ცნობილი მსახიობია და ჩემი მეგობარიც...

- მას ფილმში რა როლი აქვს?

- მღვდლის, თემურ ჩიხლაძის როლზე დავაკავებთ...

- ედუარ შევარდნაძის პერსონაჟი თუ მიიღებს ფილმში მონაწილეობას?

- კი, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი როლია. მასზე სავარაუდო მსახიობიც გვყავდა შერჩეული, მაგრამ ქასთინგზე შეიძლება, შეიცვალოს. მთავარ როლებზე როგორც გითხარით, ინგლისურენოვანი მსახიობები უნდა იყვნენ. ეს იქნება ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმი. მოკლედ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.

- გადასაღებ მოედანზე როდის გადაინაცვლებთ და ამ ეტაპზე რა არის ამისთვის საჭირო?

- ყველაფერი ქასთინგზეა დამოკიდებული. ისეთი მსახიობები გვინდა, რომელბიც ეფექტურები იქნებიან და პროექტს ხელს შეუწყობენ, რომ კარგი გამოვიდეს. საბოლოოდ რომ შევთანხმდებით, გადაღებებსაც იმის მიხედვით დავგეგმავთ, სავარაუდოდ კი, სექტემბერ-ოქტომბერში...

- ვინ იქნება ფილმის კომპოზიტორი?

- ძალიან ცნობილი კომპოზიტორი უნდა იყოს, რადგანაც სპეციფიკური პროექტია და აქ რისკი არ შეიძლება... ამასთან, პროექტისთვის ამერიკელი პროდიუსერიც შევიძინეთ, რომელსაც სწორი გზით მივყავართ ისე, როგორც დიდი პროექტების განვითარება ხდება ხოლმე.

- ფილმს "ჯინსების თაობა" ერქმევა?

- სამუშაო სათაურებია: "ჯინსების თაობა", "გაფრენა თავისუფებისკენ", მაგრამ ვფიქრობთ, რომ "ჯინსების თაობას" ვერ დავარქმევთ, რადგანაც უცხოელი მაყურებლისთვის რთული გასაგები იქნება, რას ნიშნავს "ჯინსების თაობა" და სხვა მიმართულებით წავალთ...

- რამდენი იქნება ფილმის ბიუჯეტი?

- ეს საკითხი კონფიდენციალურია და თან, ინვესტორთან შეთანხმება კვლავაც მიმდინარეობს... ძალიან დიდი ბიუჯეტიც არ იქნება, რადგანაც ყველამ იცის ჩვენი შესაძლებლობები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება