სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი დაინტერესდა, "აღდგა თუ არა საქართველოში სამართლიანობა"
დავით კეზერაშვილი დაინტერესდა, "აღდგა თუ არა საქართველოში სამართლიანობა"

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლისტს საფ­რან­გეთ­ში, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან კა­მე­რის გა­რე­შე გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ლე­ბა მის­ცეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, მა­რი­ამ ცა­რე­ლაშ­ვილ­მა საფ­რან­გე­თი­დან პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო 5 წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, სა­დაც გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შე­უშ­ვეს.

"მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, შო­რი­დან გავ­სა­უბ­რე­ბო­დი მას. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა თქვა, რომ არაფ­რის თქმა არ სურ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის. თუმ­ცა, საკ­მა­ოდ თბი­ლად მოგ­ვი­კი­თხა და და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­დგა თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ცა­რე­ლაშ­ვილ­მა.

ექს-ან-პრო­ვან­სის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კითხს დღეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შოთა მინ­დელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რად­გან საქ­მე ჯერ ამ ეტაპ­ზე არ არის.

"თუმ­ცა, ესაა ჩემი აზრი და ზო­გა­დად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლო­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­გი­ლობ­რი­ვი ად­ვო­კა­ტე­ბი იცა­ვენ.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს. მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. რი­ყი­სა და ტელე "იმე­დის" გას­ხვი­სე­ბის საქ­მე, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვილს სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან, ასე­ვე კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის საქ­მე, სა­დაც თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სქე­მის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დავით კეზერაშვილი დაინტერესდა, "აღდგა თუ არა საქართველოში სამართლიანობა"

დავით კეზერაშვილი დაინტერესდა, "აღდგა თუ არა საქართველოში სამართლიანობა"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს საფრანგეთში, დავით კეზერაშვილთან კამერის გარეშე გასაუბრების საშულება მისცეს.

როგორც ჟურნალისტმა, მარიამ ცარელაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული იყო 5 წუთიანი შესვენება, სადაც გამონაკლისი დაუშვეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუშვეს.

"მე მქონდა საშუალება, შორიდან გავსაუბრებოდი მას. დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ არაფრის თქმა არ სურდა ჟურნალისტებისთვის. თუმცა, საკმაოდ თბილად მოგვიკითხა და დაინტერესდა, თუ რა ხდება საქართველოში და აღდგა თუ არა სამართლიანობა", - განაცხადა მარიამ ცარელაშვილმა.

ექს-ან-პროვანსის სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს დღეს განიხილავენ. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განუცხადა, ის ფიქრობს, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან საქმე ჯერ ამ ეტაპზე არ არის.

"თუმცა, ესაა ჩემი აზრი და ზოგადად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.

კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და ტელე "იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა