მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"
"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კონ­სულ­ტან­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქი­ლი­კებს.

"უკ­რა­ი­ნას კი­ევ­ში უტე­ვენ - რუ­სე­ბი....

სა­ა­კაშ­ვილს ამე­რი­კა­ში უტე­ვენ - ცოდ­ვე­ბი...

სა­ა­კაშ­ვილს - ახალ სამ­სა­ხურ­შიც არ ას­ვე­ნე­ბენ :))

- მა­სეთ არა­კაცს ხელს არა­ვინ ჩა­მო­არ­თმევს - არამც თუ შვი­ლებს მი­ა­ბა­რებს აღ­საზ­რდე­ლა­თო.... რა უნდა მა­გას ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიო....", - წერს ყან­დი­აშ­ვი­ლი.

კოკა ყან­დი­აშ­ვილს მხედ­ვე­ლო­ბა­ში აქვს ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ჯონ ქრის­ტი­ან კორნბ­ლა­მის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტორს გა­უგ­ზავ­ნა.

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი წე­რილ­ში მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ფლეტ­ჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის გამო. ამის თა­ო­ბა­ზე კორნბ­ლამ­მა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მო­ცე­მა The Tufts Daily-ის რე­დაქ­ტორს.

"მწუ­ხა­რე­ბით გა­ვე­ცა­ნი თქვენს გა­ზეთ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე, რო­გორც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "მა­ღა­ლი დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის". ეს და­ნიშ­ვნა ფლეტ­ჩე­რის ახა­ლი დე­კა­ნის არა მხო­ლოდ ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მა­გა­ლი­თია, არა­მედ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია ფლეტ­ჩე­რის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მთე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. სა­ა­კაშ­ვილს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უძ­ლია იყოს მა­გა­ლი­თი მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და ბიზ­ნეს აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია კონ ქრის­ტი­ან კორნბ­ლა­მის წე­რილ­ში.

ამას­თან, ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის ყო­ფი­ლი ელჩი და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე იყო, რო­მე­ლიც 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის ოპო­ნენ­ტის მრჩე­ვე­ლი იყო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფლეტ­ჩე­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ამ და­უ­დევ­რო­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ის ფაქ­ტია, რომ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ძა­ლა­უფ­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­და­ე­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა პარ­ტი­ამ ძალ-ღონე არ და­ი­შუ­რა, რათა ყვე­ლა ბერ­კე­ტი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მე­ტო­ქე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კამ­პა­ნი­ის დაბ­ლოკ­ვის­თვის. ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­ლავთ ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში იმის­თვის მი­ვი­და, რათა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი რღვე­ვა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი", - ნათ­ქვა­მია ჯონ ქრის­ტი­ან კორნბ­ლა­მის წე­რილ­ში.

ამას­თან, ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად იყო მომსწრე 2010 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო დრა­მა­ტუ­ლი კვი­რე­ბის და პი­რა­დად შე­უძ­ლია და­ა­დას­ტუ­როს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი მუ­შა­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა, რო­მელ­საც თა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა 60%-ზე მეტ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა, არა მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის გამ­ბე­და­ო­ბის დას­ტუ­რი, არა­მედ და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რაა, რო­მელ­თაც ნა­თე­ლი გა­ხა­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რომ მას აღარ დარ­თავ­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვის ნე­ბას.

"ფლეტ­ჩე­რის ახა­ლი დე­კა­ნი უფ­რო­სი სამ­ხედ­რო ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჯგუ­ფი­და­ნაა, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და სა­ა­კაშ­ვილს, მი­უ­ხე­და­ვად მისი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა, რად­გან ის ნატო-ს ერ­თგუ­ლი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დე­კა­ნი და­ი­ცავს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა ფაქ­ტე­ბიც არ უნდა გაჩ­ნდეს. მაგ­რამ ფლეტ­ჩე­რის სტუ­დენ­ტებ­სა და ფა­კულ­ტეტს შე­უძ­ლი­ათ ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავ­ში პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა იმით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა მათ­ში გა­მო­იწ­ვევს მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ და გულ­წრფელ გან­სჯას. წა­ი­კი­თხეთ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია, გა­ე­ცა­ნით სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პა­ტიმ­რე­ბის მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს, დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­უნ­დო­ბელ დარ­ბე­ვას 2011 წლის მა­ის­ში, კო­რუფ­ცი­ას და პი­რად გამ­დიდ­რე­ბას, რი­თაც მთე­ლი მისი რე­ჟი­მი იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, აი­ძუ­ლეთ იგი, თქვას სი­მარ­თლე. ამით თქვენ მი­აღ­წევთ იმას, რომ მისი უც­ნა­უ­რი და­ნიშ­ვნა იქ­ცე­ვა იმის მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ი­მარ­ჯვოს ისეთ პოსტ-საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რებ­ზე, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლია, რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე სტრა­ტე­გი­ულ რე­გი­ო­ნებ­ში", - ნათ­ქვა­მია ჯონ ქრის­ტი­ან კორნბ­ლა­მის წე­რილ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: აშშ-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­იქ­მნა

"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"

"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"

საქართველოს მთავრობის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოკა ყანდიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქილიკებს.

"უკრაინას კიევში უტევენ - რუსები....

სააკაშვილს ამერიკაში უტევენ - ცოდვები...

სააკაშვილს - ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ :))

- მასეთ არაკაცს ხელს არავინ ჩამოართმევს - არამც თუ შვილებს მიაბარებს აღსაზრდელათო.... რა უნდა მაგას ჩვენს უნივერსიტეტშიო....", - წერს ყანდიაშვილი.

კოკა ყანდიაშვილს მხედველობაში აქვს ამერიკელი დიპლომატის ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილი, რომელიც მან ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტური გამოცემის რედაქტორს გაუგზავნა.

ამერიკელი დიპლომატი წერილში მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში მუშაობის დაწყების გამო. ამის თაობაზე კორნბლამმა წერილობით მიმართა ტაფტის უნივერსიტეტის გამოცემა The Tufts Daily-ის რედაქტორს.

"მწუხარებით გავეცანი თქვენს გაზეთში ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე, როგორც ეგრეთ წოდებული "მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწის". ეს დანიშვნა ფლეტჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანია ფლეტჩერის სტუდენტებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. სააკაშვილს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნეს აღმასრულებლებისთვის", - ნათქვამია კონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სააკაშვილის ოპონენტის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

"ეს არჩევნები არ არის აღნიშნული ფლეტჩერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ დაუდევრობის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება "ქართულ ოცნებას" გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა ყველა ბერკეტი გამოეყენებინა მეტოქე ბიძინა ივანიშვილის კამპანიის დაბლოკვისთვის. ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში იმისთვის მივიდა, რათა დაესრულებინა ადამიანთა უფლებების სისტემატური დარღვევები, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა და ეკონომიკური რღვევა, რომელიც სააკაშვილის მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი", - ნათქვამია ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ თავად იყო მომსწრე 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო დრამატული კვირების და პირადად შეუძლია დაადასტუროს საარჩევნო კამპანიაში ჩართული მუშაკების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა და თავისუფლებაზე ზეწოლა, რომელსაც თავად აკვირდებოდა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, არა მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობის დასტური, არამედ დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერაა, რომელთაც ნათელი გახადეს სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ დართავდნენ არჩევნების მოპარვის ნებას.

"ფლეტჩერის ახალი დეკანი უფროსი სამხედრო ამერიკელი ჩინოვნიკების ჯგუფიდანაა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა, რადგან ის ნატო-ს ერთგული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანი დაიცავს თავის გადაწყვეტილებას, რა ფაქტებიც არ უნდა გაჩნდეს. მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტებსა და ფაკულტეტს შეუძლიათ ამ სამწუხარო ამბავში პოზიტიური შედეგის მიღებაში დახმარება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა მათში გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას. წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, დემონსტრანტების დაუნდობელ დარბევას 2011 წლის მაისში, კორუფციას და პირად გამდიდრებას, რითაც მთელი მისი რეჟიმი იყო ინფიცირებული. პირველ რიგში, აიძულეთ იგი, თქვას სიმართლე. ამით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი უცნაური დანიშვნა იქცევა იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გაიმარჯვოს ისეთ პოსტ-საბჭოთა დიქტატორებზე, როგორიც სააკაშვილია, რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონებში", - ნათქვამია ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

იხილეთ ასევე: აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს