სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან
ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან

თე­მურ წიკ­ლა­უ­რი - 45 წელი სცე­ნა­ზე, ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, და­ბა­დე­ბის დღე (67 წლის გახ­და) - ეს ყვე­ლა­ფე­რი 22 იან­ვარს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ერ­თად აღი­ნიშ­ნა.…

სა­ღა­მო ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გახ­სნა, მე­გო­ბა­რი არა­ერ­თი თბი­ლი სი­ტყვით შე­ამ­კო და მისი სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­პა­ტიო რა­ინ­და­დაც შე­რა­ცხა... სცე­ნა­ზე სა­პა­ტიო "ივე­რი­ე­ლი", "არ­წი­ვი" და სა­ღა­მოს მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რიც გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ერთი ამო­სუნ­თქვით, თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი ისე გუ­ლი­ა­ნად შე­ას­რუ­ლა, რომ მისი ერთი სიმ­ღე­რი­სა არ იყოს, თა­მამდ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "გული არა ბერ­დე­ბა".

სა­ღა­მოს კულ­მი­ნა­ცია მომ­ღერ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა "აღ­სა­რე­ბა" აღ­მოჩ­ნდა, - მან უფალს, მა­ყუ­რე­ბელს და სრუ­ლი­ად ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა... იყო ღი­მი­ლი, ცრემ­ლიც, გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბის გახ­სე­ნე­ბა... მომ­ღე­რალს სცე­ნა­ზე ის ახ­ლა­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა თა­ვად შე­არ­ჩია: და-ძმა - სოფო და ბო­რის ბე­დი­ე­ბი, ქეთი წიკ­ლა­უ­რი, გი­ორ­გი ბო­ლაშ­ვი­ლი, ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი... სოფო ბე­დი­ამ იუ­ბი­ლარ­თან ერ­თად ის ცნო­ბი­ლი ჰიტი ("ჩემი ოც­ნე­ბის ცაზე დაფ­რი­ნავ") იმ­ღე­რა, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი თე­მუ­რი მე­უღ­ლეს­თან, ლილი ზღვა­ურ­თან ერ­თად, 30 წლის წინ ას­რუ­ლებ­და. ამა­ზე ნე­ბარ­თა­ვა კი დარ­ბაზ­ში მყო­ფი მე­უღ­ლის­გან აიღო... გარ­და იმი­სა, რომ დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ იუ­ბი­ლა­რის კო­ლე­გე­ბი "ივე­რი­ი­დან", ასე­ვე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ვი­საც მომ­ღე­რალ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და პერ­სო­ნა­ლუ­რად უმ­ღე­რა. მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქსაც მი­უ­ძღვნა, რა­საც დარ­ბაზ­ში ტაში, მე­უ­ფე თა­დე­ო­ზის სცე­ნა­ზე ას­ვლა და მომ­ღერ­ლის­თვის ექ­სპრომ­ტად ლექ­სის მი­ძღვნა მოჰ­ყვა...

სა­ღა­მო მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ლექსზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რით დას­რულ­და... შემ­დეგ კი ყვე­ლამ ერ­თად ფი­ლარ­მო­ნი­ის შე­სას­ვლელ­თან გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც დიდი ოვა­ცი­ე­ბით მომ­ღერ­ლის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა...

ასე რომ, იმ უამ­რავ ვარ­სკვლავს, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლაქ­ში 14 წლია აქ­ტი­უ­რად იხ­სნე­ბა და რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად, აქა-იქ გარ­კვე­უ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმაც ახ­ლავს ხოლ­მე, კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტა - თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ვარ­სკვლა­ვი...

ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი, შო­უ­ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "ლო­მი­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ღა­მოს რე­ჟი­სო­რი:

- არა მგო­ნია, ამას სი­ტყვე­ბი სჭირ­დე­ბო­დეს, - 21 სიმ­ღე­რა ასე გუ­ლით, ხმით, მთე­ლი არ­სე­ბით იმ­ღე­როს ადა­მი­ან­მა, იშ­ვი­ა­თია. მა­ყუ­რე­ბე­ლი გრძნობს ამ სი­ნაღ­დეს, რაც ასე აკ­ლია არა მარ­ტო ესტრა­დას, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბას, - სი­ყალ­ბემ წაგ­ვლე­კა, სი­ნაღ­დის დე­ფი­ცი­ტია! დიახ, ეს სი­ნაღ­დეა, რა­მაც ასე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია...

დათო ოქტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი:

- აი, ეს არის სი­ხა­რუ­ლი, რაც ახლა აქ ხდე­ბა... დიახ, დამ­სა­ხუ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვარ­სკვლა­ვებს ხალ­ხი უხ­სნის და არა მე. აქამ­დე ვისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა, ყვე­ლას ასე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ლდა. 14 წე­ლია, ეს პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს და არ მახ­სოვს, ზო­გა­დად ამ­დენ­ხანს რო­მე­ლი­მე პრო­ექტს ეცო­ცხლოს და ეს სწო­რად ამ სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დიდი მად­ლო­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- მი­ხა­რია, რომ ამ ასაკ­ში ასე გრძნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პულ­სა­ცი­ას და ასე­თი კონ­ცერ­ტი მოგ­ვი­ძღვნა. მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ თე­მურს, ღირ­სე­უ­ლი კა­ცია და ღირ­სე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი.

ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი:

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ასე­თი დიდი მომ­ღე­რა­ლია. ეს ვი­ცო­დით, მაგ­რამ დღეს კი­დევ ერთხელ დაგ­ვიმ­ტკი­ცა, რომ მა­გა­რია! მის ხმა­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი, მთა­ვა­რია ის ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც აქვს და ის შე­მარ­თე­ბა, რომ­ლი­თაც სცე­ნა­ზე დგას... მჯე­რა, თე­მუ­რი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­ვა­ხა­რებს თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი"-სთვის
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან

ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან

თემურ წიკლაური - 45 წელი სცენაზე, ვარსკვლავის გახსნა, დაბადების დღე (67 წლის გახდა) - ეს ყველაფერი 22 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთად აღინიშნა.…

საღამო ნუგზარ კვაშალმა გახსნა, მეგობარი არაერთი თბილი სიტყვით შეამკო და მისი საპატიო ტიტულების დასახელების შემდეგ, ხელოვნების საპატიო რაინდადაც შერაცხა... სცენაზე საპატიო "ივერიელი", "არწივი" და საღამოს მთავარი მოქმედი გმირიც გამოჩნდა, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით, თავისი ცნობილი ჰიტები ისე გულიანად შეასრულა, რომ მისი ერთი სიმღერისა არ იყოს, თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გული არა ბერდება".

საღამოს კულმინაცია მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა "აღსარება" აღმოჩნდა, - მან უფალს, მაყურებელს და სრულიად ქართულ საზოგადოებას პატიება სთხოვა... იყო ღიმილი, ცრემლიც, გარდაცვლილი მეგობრების გახსენება... მომღერალს სცენაზე ის ახლაგაზრდა შემსრულებლებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც თემურ წიკლაურმა თავად შეარჩია: და-ძმა - სოფო და ბორის ბედიები, ქეთი წიკლაური, გიორგი ბოლაშვილი, ტატო გოდერძიშვილი... სოფო ბედიამ იუბილართან ერთად ის ცნობილი ჰიტი (''ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ'') იმღერა, რომელსაც ბატონი თემური მეუღლესთან, ლილი ზღვაურთან ერთად, 30 წლის წინ ასრულებდა. ამაზე ნებართავა კი დარბაზში მყოფი მეუღლისგან აიღო... გარდა იმისა, რომ დარბაზში იყვნენ იუბილარის კოლეგები "ივერიიდან", ასევე ქართველი ჯარისკაცები, ვისაც მომღერალმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და პერსონალურად უმღერა. მუსიკალური ნომერი საქართველოს პატრიარქსაც მიუძღვნა, რასაც დარბაზში ტაში, მეუფე თადეოზის სცენაზე ასვლა და მომღერლისთვის ექსპრომტად ლექსის მიძღვნა მოჰყვა...

საღამო მუხრან მაჭავარიანის ლექსზე შექმნილი სიმღერით დასრულდა... შემდეგ კი ყველამ ერთად ფილარმონიის შესასვლელთან გადაინაცვლა, სადაც დიდი ოვაციებით მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა...

ასე რომ, იმ უამრავ ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს ქალაქში 14 წლია აქტიურად იხსნება და რომელსაც პერიოდულად, აქა-იქ გარკვეული მითქმა-მოთქმაც ახლავს ხოლმე, კიდევ ერთი შეემატა - თემურ წიკლაურის ვარსკვლავი...

ჯემალ ბაღაშვილი, შოუბიზნესცენტრ "ლომისის" ხელმძღვანელი, საღამოს რეჟისორი:

- არა მგონია, ამას სიტყვები სჭირდებოდეს, - 21 სიმღერა ასე გულით, ხმით, მთელი არსებით იმღეროს ადამიანმა, იშვიათია. მაყურებელი გრძნობს ამ სინაღდეს, რაც ასე აკლია არა მარტო ესტრადას, საერთოდ, ცხოვრებას, - სიყალბემ წაგვლეკა, სინაღდის დეფიციტია! დიახ, ეს სინაღდეა, რამაც ასეთი დიდი სიყვარული გამოიწვია...

დათო ოქტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- აი, ეს არის სიხარული, რაც ახლა აქ ხდება... დიახ, დამსახურებულ ადამიანებს ვარსკვლავებს ხალხი უხსნის და არა მე. აქამდე ვისი ვარსკვლავიც გაიხსნა, ყველას ასეთი დიდი სიყვარული ახლდა. 14 წელია, ეს პროექტი არსებობს და არ მახსოვს, ზოგადად ამდენხანს რომელიმე პროექტს ეცოცხლოს და ეს სწორად ამ სიყვარულის დამსახურებაა, დიდი მადლობა ქართველ საზოგადოებას!

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- მიხარია, რომ ამ ასაკში ასე გრძნობს საზოგადოების პულსაციას და ასეთი კონცერტი მოგვიძღვნა. მთელი გულით ვულოცავ ბატონ თემურს, ღირსეული კაცია და ღირსეული მომღერალი.

ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი, თემურ წიკლაური ასეთი დიდი მომღერალია. ეს ვიცოდით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მაგარია! მის ხმაზე აღარ არის ლაპარაკი, მთავარია ის ენერგეტიკა, რომელიც აქვს და ის შემართება, რომლითაც სცენაზე დგას... მჯერა, თემური კიდევ დიდხანს გაგვახარებს თავისი ხელოვნებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია სპეციალურად "ამბები"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება