საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?
ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბი­ოგ­რა­ფია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი 2013 წლის მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან მი­ვი­ღეთ 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი წე­რი­ლი #60953/11 საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სა­ხე­ლით ხელს აწერს სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­ტი რე­ფე­რენ­ტი ბ-ნი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი.

აქ­სი­ო­მუ­რია, რომ გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს იუ­რისტ-რე­ფე­რენ­ტი­სა და შსს-ს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ერ­თდრო­უ­ლად ვერ იქ­ნე­ბო­და, რა­მე­თუ "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ", პრინ­ცი­პი ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს­თვის უცხოა.

შე­სა­ბა­მი­სად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბა­ტო­ნი ბა­დაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად იყო იუ­რის­ტი-რე­ფე­რენ­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, მა­შინ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია მისი ბი­ოგ­რა­ფია. თუ არ იყო იუ­რის­ტი რე­ფე­რე­ტი, მას ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სა­ხე­ლით სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ან კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებ­ზე ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლია, საქ­მე გვაქვს უა­რეს­თან, კერ­ძოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ სი­ყალ­ბეს­თან ან ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში კო­რუფ­ცი­ის შე­ტა­ნას­თან,

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის­თვის/და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, რეს­ტი­ტუ­ცი­ის ან კომ­პენ­სა­ცი­ის უფ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად აღ­კვე­თის მიზ­ნით იმ საქ­მე­ებ­ზე, რო­მელ­თა გა­მო­თხო­ვა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა მო­სარ­ჩე­ლე­ებ­თან მო­რი­გე­ბის აბ­სურ­დუ­ლი მო­ტი­ვით".

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ალი­ას" არა­სამ­თავ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ, გე­რონ­ტი აშორ­დი­ამ მი­ა­წო­და. ამი­ტომ მას დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბა­ტო­ნო გე­რონ­ტი, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ეს დო­კუ­მენ­ტი?

- მე მაქვს მხო­ლოდ ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­გა­წო­დეთ. რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­კავ­შირ­დნენ და მკი­თხეს, ეს ბა­დაშ­ვი­ლი სხვა ხომ არ არი­სო? დიახ, ისაა, რად­გან სხვა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე არა­ვინ იცის არა­ფე­რი. ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი, გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით, უამ­რა­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა აბ­სურ­დუ­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და მას­ში მი­თი­თე­ბულ 34-ე და 35-ე მუხ­ლებ­თან შე­უ­სა­ბა­მო.

- რა­ტომ მი­მარ­თეთ ბა­დაშ­ვილს სტრას­ბურ­გში, რა საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ობ­და?

- მის­თვის არ მიგ­ვი­მარ­თავს. სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნი­ლი კად­რე­ბი, იუ­რის­ტი-რე­ფე­რენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის­თვის ამ­ზა­დე­ბენ საქ­მე­ებს და მათ­თან მო­სარ­ჩე­ლე­ებს არა­ვი­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში იყო ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ამა­ზე გაგ­ვაჩ­ნია 2011 წლის 8 დე­კემ­ბრის დო­კუ­მენ­ტი იუ­რის­ტი-რე­ფე­რენ­ტის, ნინო ხა­ინ­დრა­ვას ხელ­მო­წე­რით. რო­დე­საც გა­მოვ­თქვი პრო­ტეს­ტი, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ახ­დენ­და სარ­ჩე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მქონ­და ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც თქვენ იხი­ლეთ. იქ­ნებ სუ­ლაც არაა ეს გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი ის, ვინც აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტზე აწერს ხელს, მაგ­რამ ვერც ის ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მე­ლიც სხვა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილს იც­ნობს.

- ანუ ბა­დაშ­ვი­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კად­რია და საფ­რან­გე­თი­დან იც­ნობს?

- არ ვიცი, მაგ­რამ უდა­ვოა, რომ ერ­თმა­ნეთს კარ­გად უნდა იც­ნობ­დნენ, რა­მე­თუ სარ­ჩე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვა თა­ვის­თავ­ზე ხომ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მო­ახ­დი­ნა. მგო­ნი, თეა და­აკ­ვა­ლი­ა­ნებ­და მას და ას­წავ­ლი­და, რო­გორ ეშო­ვა სტრას­ბურ­გში ბი­ნის შე­სა­ძე­ნი ფული. სტრას­ბურ­გში გა­იც­ნო, თუ იქ გა­აც­ნეს და და­ა­ვა­ლეს, იქ გზა გა­უკ­ვა­ლეო, არ ვიცი.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, თე­მურ დო­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, დო­კუ­მენ­ტი მო­მა­წო­დეს და გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბა­ტონ ბა­დაშ­ვილს სტრას­ბურ­გში უმუ­შა­ვია და ეს ოფი­ცი­ა­ლურ "სივი"-ში არ უწე­რი­აო. ამის შე­სა­ხებ იცით რამე?

- სხვა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს სტრას­ბურ­გში არ უმუ­შა­ვია.

გე­რონ­ტი აშორ­დი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პა­სუ­ხი გა­ვა­ცა­ნით, რა­ზეც გვი­პა­სუ­ხა: "ორი დღეა, ვარ­კვევ მა­გას და მე­უბ­ნე­ბი­ან, ერთი და იგი­ვე­აო. შე­ვეც­დე­ბი და­ვამ­ტკი­ცო ეს და მერე რა პა­სუხს გამ­ცე­მენ, მა­გას ვნა­ხავთ..."

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

"საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ახალი მთავარი პროკურორის ბიოგრაფია, სადაც აღნიშნულია, რომ ბატონი გიორგი ბადაშვილი 2013 წლის მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მივიღეთ 2013 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული წერილი #60953/11 საქმეზე გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ამავე სასამართლოს სახელით ხელს აწერს სასამართლოს იურისტი რეფერენტი ბ-ნი გიორგი ბადაშვილი.

აქსიომურია, რომ გიორგი ბადაშვილი 2013 წლის ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტ-რეფერენტისა და შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე ერთდროულად ვერ იქნებოდა, რამეთუ "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ", პრინციპი ევროსასამართლოსთვის უცხოა.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ბადაშვილი ნამდვილად იყო იურისტი-რეფერენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გაყალბებულია მისი ბიოგრაფია. თუ არ იყო იურისტი რეფერეტი, მას ევროპული სასამართლოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ან კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა და შესაძლებელია, საქმე გვაქვს უარესთან, კერძოდ, ხელისუფლების მიერ ჩადენილ სიყალბესთან ან ევროსასამართლოში კორუფციის შეტანასთან,

მოსარჩელეებისთვის/დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის, რესტიტუციის ან კომპენსაციის უფლების ხელოვნურად აღკვეთის მიზნით იმ საქმეებზე, რომელთა გამოთხოვაზე იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოს მიმართა მოსარჩელეებთან მორიგების აბსურდული მოტივით".

აღნიშნული ინფორმაცია "ალიას" არასამთავრო ორგანიზაცია "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარემ, გერონტი აშორდიამ მიაწოდა. ამიტომ მას დეტალების დასაზუსტებლად დავუკავშირდით:

- ბატონო გერონტი, როგორ აღმოაჩინეთ ეს დოკუმენტი?

- მე მაქვს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც მოგაწოდეთ. რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და მკითხეს, ეს ბადაშვილი სხვა ხომ არ არისო? დიახ, ისაა, რადგან სხვა გიორგი ბადაშვილის თაობაზე არავინ იცის არაფერი. ასეთი დოკუმენტები, გიორგი ბადაშვილის ხელმოწერით, უამრავია საქართველოში და ყველა აბსურდული, დაუსაბუთებელი და მასში მითითებულ 34-ე და 35-ე მუხლებთან შეუსაბამო.

- რატომ მიმართეთ ბადაშვილს სტრასბურგში, რა საქმეებზე მუშაობდა?

- მისთვის არ მიგვიმართავს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არიან საქართველოდან წარდგენილი კადრები, იურისტი-რეფერენტები, რომლებიც სასამართლო განხილვისთვის ამზადებენ საქმეებს და მათთან მოსარჩელეებს არავითარი ურთიერთობა არ აქვთ. სტრასბურგის სასამართლოში იყო ჩვენი სარჩელი რეგისტრირებული და ამაზე გაგვაჩნია 2011 წლის 8 დეკემბრის დოკუმენტი იურისტი-რეფერენტის, ნინო ხაინდრავას ხელმოწერით. როდესაც გამოვთქვი პროტესტი, რომ თეა წულუკიანი ახდენდა სარჩელების დაბლოკვას, მხედველობაში მქონდა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენ იხილეთ. იქნებ სულაც არაა ეს გიორგი ბადაშვილი ის, ვინც აღნიშნულ დოკუმენტზე აწერს ხელს, მაგრამ ვერც ის ადამიანი ვნახე, რომელიც სხვა გიორგი ბადაშვილს იცნობს.

- ანუ ბადაშვილი თეა წულუკიანის კადრია და საფრანგეთიდან იცნობს?

- არ ვიცი, მაგრამ უდავოა, რომ ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდნენ, რამეთუ სარჩელების დაბლოკვა თავისთავზე ხომ თეა წულუკიანმა მოახდინა. მგონი, თეა დააკვალიანებდა მას და ასწავლიდა, როგორ ეშოვა სტრასბურგში ბინის შესაძენი ფული. სტრასბურგში გაიცნო, თუ იქ გააცნეს და დაავალეს, იქ გზა გაუკვალეო, არ ვიცი.

"ალია" კომენტარისთვის მთავარი პროკურორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა.

- ბატონო თემურ, დოკუმენტი მომაწოდეს და გვიმტკიცებენ, რომ ბატონ ბადაშვილს სტრასბურგში უმუშავია და ეს ოფიციალურ "სივი"-ში არ უწერიაო. ამის შესახებ იცით რამე?

- სხვა გიორგი ბადაშვილი იქნება, ახალ მთავარ პროკურორს სტრასბურგში არ უმუშავია.

გერონტი აშორდიას პროკურატურის პასუხი გავაცანით, რაზეც გვიპასუხა: "ორი დღეა, ვარკვევ მაგას და მეუბნებიან, ერთი და იგივეაო. შევეცდები დავამტკიცო ეს და მერე რა პასუხს გამცემენ, მაგას ვნახავთ..."

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა