პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა
"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

კი­ევ­ში, მა­ი­დან­ზე შტურ­მის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. "ბერ­კუ­ტის" მო­სა­ლოდ­ნე­ლი იე­რი­შის მო­სა­გე­რი­ებ­ლად ოპო­ზი­ცი­ის შტაბ­ში სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­სახ­ლე­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი კი ბა­რი­კა­დებს ამაგ­რებს.

სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბით, მა­ი­და­ნის შტურ­მი დღეს სა­ღა­მოს იგეგ­მე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო რა­დიო, რო­მე­ლიც კრე­შა­ტიკ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამის შე­სა­ხებ უკვე გა­აფრ­თხი­ლეს და შე­ნო­ბის დაც­ლა მოს­თხო­ვეს.

გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე სი­ტუ­ა­ცია დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ძა­ლო­ვა­ნებ­მა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის გან­დევ­ნა და­ი­წყეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა "ბერ­კუ­ტის" მი­სა­მარ­თით ქვე­ბის და აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სრო­ლა და­ი­წყეს. "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მძი­მე ტექ­ნი­კაც გა­მოჩ­ნდა.

ძა­ლო­ვა­ნე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ქუ­ჩა­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რა­დღე­ბოდ იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი.

და­შა­ვე­ბულ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ "ბერ­კუტ­მა" მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია ხუთი და და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი.

აქ­ტი­ვის­ტებ­მა ძა­ლო­ვა­ნე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, სა­ბუ­რა­ვე­ბის დაწ­ვა და­ი­წყეს, რის შემ­დე­გაც გრუ­შევ­სკის ქუჩა შავ კვამლში გა­ეხ­ვია. დღის ბო­ლოს გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბი მი­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით აა­ლე­ბულ სა­ბუ­რა­ვებს აქ­რო­ბენ. ამას­თან, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბიც მოხ­სნა. გა­ფარ­თოვ­და იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად და­საშ­ვე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

"ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

კიევში, მაიდანზე შტურმისთვის ემზადებიან. "ბერკუტის" მოსალოდნელი იერიშის მოსაგერიებლად ოპოზიციის შტაბში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროფკავშირების სასახლეში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მომიტინგეების ერთი ნაწილი კი ბარიკადებს ამაგრებს.

სხვადასხვა ცნობებით, მაიდანის შტურმი დღეს საღამოს იგეგმება. სახელმწიფო რადიო, რომელიც კრეშატიკზეა განთავსებული, ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს და შენობის დაცლა მოსთხოვეს.

გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია დღის მეორე ნახევარში უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების განდევნა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა "ბერკუტის" მისამართით ქვების და აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს. "დინამოს" სტადიონთან მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა.

ძალოვანები მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. უმოწყალოდ ნაცემი რამდენიმე ათეული მოქალაქე ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

დაშავებულმა დემონსტრანტებმა გაავრცელეს ინფორმაციაც, რომ "ბერკუტმა" მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

აქტივისტებმა ძალოვანებისგან თავდაცვის მიზნით, საბურავების დაწვა დაიწყეს, რის შემდეგაც გრუშევსკის ქუჩა შავ კვამლში გაეხვია. დღის ბოლოს გრუშევსკის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს, რომელთა მეშვეობით აალებულ საბურავებს აქრობენ. ამასთან, უკრაინის მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოხსნა. გაფართოვდა იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალიც, რომელთა გამოყენებაც საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად დასაშვებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა