პიანისტი თათია შარანგია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლეს, სანდრო შელიას ამერიკაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
"ვამაყობ შენით, ჩემო სიყვარულო! ჩემო სიამაყე და ჩემო სიხარულო!
სან, როგორ მეამაყება, რომ მიაღწიე ასეთ წარმატებას ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა! ეს ხომ ერთეულების ხვედრია... არასოდეს დამავიწყდება შენი თანამშრომლების ემოციები, სიხარულის ცრემლები, როცა შენ გადმოგეცა ეს ჯილდო... ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი შრომის ფასად მოიპოვე ეს სიყვარული და პატივისცემა და რომ ყველაზე დიდი წარმატებები წინ გვაქვს ერთად! მიყვარხარ და ბედნიერი ვარ იმ პრივილეგიით, რასაც შენი მეუღლეობა ჰქვია!"
სანდრო შელიას ამერიკის სტანდარტების ეროვნულმა ინსტიტუტმა ათწლიანი სამაგალითო ლიდერობისა და ორგანიზაციის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
იხილეთ ასევე: თათია შარანგიას სანტასთან წელს სათხოვარი აღარ დარჩა
შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე