კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება.
"ლაიფნიუსის" ინფორმაციით, მოქალაქეების უმეტესობა ყუმბარების აფეთქების შედეგად დაშავდა.
ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, გრუშევსკისა და მიმდებარე ქუჩებზე სუნთქვა შეუძლებელია.
გრუშევსკის ქუჩის ერთი ნაწილი ძალოვანებს უკავიათ, მეორე კი - მომიტინგეებს. შეტაკებები გრძელდება.
ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა შორის სპეცრაზმელებიც არიან. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, 84 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.