პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციის და კარგი ურთიერთობა გქონდეს რუსეთთან
 გიორგი მარგველაშვილი - შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციის და კარგი ურთიერთობა გქონდეს რუსეთთან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თურ­ქე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან TRT-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ქვე­ყა­ნას ერ­თდრო­უ­ლად ჰქონ­დეს ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს – "მთელ ევ­რო­პას აქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა იყო ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გქონ­დეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან".

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რუს პო­ლი­ტი­კო­სებს აჩ­ვე­ნოს, რომ სტა­ბი­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა რუ­სე­თის­თვის და ხელს უწყობს მის სა­გა­რეო ინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და არე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

"მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ სრუ­ლი­ად რე­ა­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას ვა­წარ­მო­ებთ. გვეს­მის, რომ რუ­სეთს აქვს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, მაგ­რამ ამ ინ­ტე­რე­სე­ბის გა­აზ­რე­ბა და მოს­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი დაშ­ვე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი და მას პა­ტი­ვი სცენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არა­ნა­ი­რად არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. რუ­სე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს სტა­ბი­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო და გვჯე­რა, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის მეშ­ვე­ო­ბით, რუ­სუ­ლი მხა­რე და­ი­ნა­ხავს, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად მთლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პის, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი, მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სოა მათ­თვის და არა პი­რი­ქით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ არა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად ვმუ­შა­ობთ, არა­მედ გა­დად­გმუ­ლიც გვაქვს ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. ჩვენ გვაქვს ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სეთ­თან უაღ­რე­სად მძი­მე სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი. ეს არის მძი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტი და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. იმე­დი გვაქვს, ეს ფორ­მა­ტი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. ჩვენ გვაქვს ასე­ვე ახა­ლი ფორ­მა­ტი - პრა­ღის ფორ­მა­ტი, სა­დაც ჩვე­ნი სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ესა­უბ­რე­ბა რუს დიპ­ლო­მა­ტებს სწო­რედ იმ თე­მებ­ზე, რომ­ლებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია შევ­თან­ხმდეთ. ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ეს ფორ­მა­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რად უფრო წარ­მა­ტე­ბულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ტიც, ამ ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში იმე­დი გვაქვს, რომ ის ემო­ცი­უ­რი ფონი, და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბობს, დე­ეს­კა­ლა­ცი­ას გა­ნიც­დის. ამ დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ფონ­ზე კი ნელ-ნელა და­ვი­წყებთ სა­უ­ბარს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეთ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და მო­ვაგ­ვა­როთ წარ­მო­შო­ბი­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, არა­ვის არ აწყობს", - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­თვის მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სოა და არა პი­რი­ქით.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე, პრე­ზი­დენ­ტი პა­სუ­ხობს, რომ სოჭ­ში მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ოლიმ­პი­ა­და­ზე. მე კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ ოლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბას, ოლიმ­პი­ურ სუ­ლის­კვე­თე­ბას და თუ რა­ი­მე­ნა­ი­რად მო­ვი­აზ­რებთ ამ პრო­ცესს, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვის შე­მომ­ტა­ნად ერთა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გუნ­დი იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი გუნ­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლად იას­პა­რე­ზებს და ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­ზი­ტი­უ­რი, და­დე­ბი­თი და სი­კე­თე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ის შექ­მნი­სა. ჩვენ თვი­თონ პრო­ცესს ვუ­ჭერთ მხარს, პა­ტივს ვცემთ მას და, შე­სა­ბა­მი­სად, ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი გუნ­დი და არა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია. ვფიქ­რობ, ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად ეხ­მა­რე­ბა პრო­ცე­სე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას და ნელ-ნელა შექ­მნის ფონს იმის­თვის, რომ სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნას უფრო მშვიდ და რა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­ტექ­სტში", - აცხა­დებს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

გიორგი მარგველაშვილი - შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციის და კარგი ურთიერთობა გქონდეს რუსეთთან

 გიორგი მარგველაშვილი - შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციის და კარგი ურთიერთობა გქონდეს რუსეთთან

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპული ორიენტაციის პარალელურად რუსეთთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელია, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან TRT-სთან ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანას ერთდროულად ჰქონდეს ევროპული მიმართულება და კარგი ურთიერთობა რუსეთთან, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს – "მთელ ევროპას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, შესაბამისად, შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან".

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუს პოლიტიკოსებს აჩვენოს, რომ სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, დაცული საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის და ხელს უწყობს მის საგარეო ინტერესებს, ვიდრე დანაწევრებული და არეული საქართველო.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულიად რეალისტურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. გვესმის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესების გააზრება და მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთი დაშვებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნას აღიარებული და მას პატივი სცენ. შესაბამისად, ეს არანაირად არ არის გამორიცხული. რუსეთისთვის საინტერესო უნდა იყოს სტაბილური საქართველო და გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრების, რაციონალური დიალოგის მეშვეობით, რუსული მხარე დაინახავს, რომ ტერიტორიულად მთლიანი საქართველო, რომელიც არის ევროპის, ევროატლანტიკური პროცესის ნაწილი, მხოლოდ საინტერესოა მათთვის და არა პირიქით. ამ მიმართულებით ჩვენ არა მხოლოდ თეორიულად ვმუშაობთ, არამედ გადადგმულიც გვაქვს ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს რუსეთთან უაღრესად მძიმე საკითხებზე საუბარი. ეს არის მძიმე საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან. იმედი გვაქვს, ეს ფორმატი შედეგს გამოიღებს. ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ფორმატი - პრაღის ფორმატი, სადაც ჩვენი საგანგებო წარმომადგენელი ესაუბრება რუს დიპლომატებს სწორედ იმ თემებზე, რომლებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ეს არის ეკონომიკური საკითხები, კულტურული ურთიერთობები. ეს ფორმატი, ბუნებრივია, ბევრად უფრო წარმატებულ რეჟიმში მიმდინარეობს, მეტიც, ამ ფორმატის ფარგლებში იმედი გვაქვს, რომ ის ემოციური ფონი, დაძაბულობა, რომელიც ბუნებრივად არსებობს, დეესკალაციას განიცდის. ამ დეესკალაციის ფონზე კი ნელ-ნელა დავიწყებთ საუბარს, როგორ შეიძლება გამოვიდეთ შექმნილი ვითარებიდან და მოვაგვაროთ წარმოშობილი პრობლემა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, არავის არ აწყობს", - აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტერიტორიულად გამთლიანებული, ეკონომიკურად ძლიერი და დაცული საქართველო რუსეთისთვის მხოლოდ საინტერესოა და არა პირიქით.

ჟურნალისტის კითხვას, რა დონეზე იქნება საქართველო წარმოდგენილი სოჭის ოლიმპიადაზე, პრეზიდენტი პასუხობს, რომ სოჭში მხოლოდ ქართველი სპორტსმენები გაემგზავრებიან.

"საქართველოს გუნდი წარმოდგენილი იქნება ოლიმპიადაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ოლიმპიურ მოძრაობას, ოლიმპიურ სულისკვეთებას და თუ რაიმენაირად მოვიაზრებთ ამ პროცესს, მხოლოდ პოზიტივის შემომტანად ერთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იქ წარმოდგენილი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი წარმატებულად იასპარეზებს და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოზიტიური, დადებითი და სიკეთეზე ორიენტირებული ემოციის შექმნისა. ჩვენ თვითონ პროცესს ვუჭერთ მხარს, პატივს ვცემთ მას და, შესაბამისად, ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება ქართული გუნდი და არა საქართველოს დელეგაცია. ვფიქრობ, ესეც გარკვეულწილად ეხმარება პროცესების დეესკალაციას და ნელ-ნელა შექმნის ფონს იმისთვის, რომ საკითხები განხილული იქნას უფრო მშვიდ და რაციონალურ კონტექსტში", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა