პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა
გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა

სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ბავ­შვი პა­ტარ­ძლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. მსოფ­ლი­ო­ში წე­ლი­წად­ში 15 წელ­ზე პა­ტა­რა ასა­კის 14 მი­ლი­ონ­ზე მეტი გო­გო­ნა იძუ­ლე­ბით თხოვ­დე­ბა - ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად ინ­დო­ეთ­სა და ეთი­ო­პი­ა­ში ხდე­ბა.

ეთი­ო­პი­ე­ლი ალემ­ცა­ჰი გაბ­რე­კი­და­ნი დღეს 38 წლი­საა, ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში "გო­გო­ნე­ბი და არა პა­ტარ­ძლე­ბი!" მუ­შა­ობს. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თა­რი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს მი­მარ­თა, რომ ჯერ სწავ­ლას და კა­რი­ე­რას მი­ხე­დონ და ქმრის იმე­დად ნუ იქ­ნე­ბი­ან.

ალემ­ცაჰს ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და. 10 წლის ასაკ­ში სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს მშობ­ლებ­მა უთხრეს, რომ მალე მისი ქორ­წი­ლი იქ­ნე­ბო­და. გაბ­რე­კი­დანს ახ­ლაც ახ­სოვს ის ძლი­ე­რი სტრე­სი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­ნი­ცა­და - რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მისი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა. მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გო­გო­ნა 16 წლის ბიჭ­ზე გა­ა­თხო­ვეს. 13 წლის ასაკ­ში და­ფეხ­მძიმ­და. მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დიც მა­შინ და­ი­წყო - აუ­ტა­ნე­ლი ფეხ­მძი­მო­ბა და სა­ში­ნე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბით.

"ბავ­შვი ბავ­შვს აჩენ­და. აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი არც კი ვიცი, რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნე", - ამ­ბობს ის.

14 წლის ასაკ­ში დაქვრივ­და, მისი მე­უღ­ლე ომში მოკ­ლეს. მარ­ტო­ხე­ლა დე­დას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი რომ ერ­ჩი­ნა, და­მამ­ცი­რე­ბელ სა­მუ­შა­ოს არა­ერ­თხელ და­თან­ხმდა და ხში­რად ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დნენ. არა­ვი­თა­რი გა­ნათ­ლე­ბა, დიპ­ლო­მი და კა­რი­ე­რა - ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ ახალ­გაზ­რდო­ბას დღეს უკვე სა­კუ­თარ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა

გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა

სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ქვეყნებში ბავშვი პატარძლები ჩვეულებრივი მოვლენაა. მსოფლიოში წელიწადში 15 წელზე პატარა ასაკის 14 მილიონზე მეტი გოგონა იძულებით თხოვდება - ეს ყველაზე ხშირად ინდოეთსა და ეთიოპიაში ხდება.

ეთიოპიელი ალემცაჰი გაბრეკიდანი დღეს 38 წლისაა, ლონდონში ცხოვრობს და საქველმოქმედო ორგანიზაციაში "გოგონები და არა პატარძლები!" მუშაობს. მან ჟურნალისტებს საკუთარი ბავშვობის შესახებ მოუყვა და ახალგაზრდა გოგონებს მიმართა, რომ ჯერ სწავლას და კარიერას მიხედონ და ქმრის იმედად ნუ იქნებიან.

ალემცაჰს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, სკოლაში სწავლობდა და თანატოლებთან ერთად თამაშობდა. 10 წლის ასაკში სახლში დაბრუნებულს მშობლებმა უთხრეს, რომ მალე მისი ქორწილი იქნებოდა. გაბრეკიდანს ახლაც ახსოვს ის ძლიერი სტრესი, რომელიც მაშინ განიცადა - რამდენიმე წუთში მისი ბავშვობა დამთავრდა. მშობლების გადაწყვეტილებით, გოგონა 16 წლის ბიჭზე გაათხოვეს. 13 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდიც მაშინ დაიწყო - აუტანელი ფეხმძიმობა და საშინელი მშობიარობა გართულებებით.

"ბავშვი ბავშვს აჩენდა. აუტანელი ტკივილი არც კი ვიცი, როგორ გადავიტანე", - ამბობს ის.

14 წლის ასაკში დაქვრივდა, მისი მეუღლე ომში მოკლეს. მარტოხელა დედას მცირეწლოვანი შვილი რომ ერჩინა, დამამცირებელ სამუშაოს არაერთხელ დათანხმდა და ხშირად ანაზღაურებასაც კი არ აძლევდნენ. არავითარი განათლება, დიპლომი და კარიერა - ასე ახასიათებს საკუთარ ახალგაზრდობას დღეს უკვე საკუთარ საქმეში წარმატებული ქალი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს