Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?
ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბით, ამო­ცა­ნე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით თით­ქმის იგი­ვეა, რაც პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო - ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ზუს­ტად ის ფუნ­ქცი­ე­ბი აქვს, რაც სა­დღე­ი­სოდ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამას ერთი მხრივ "ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ" მოქ­მე­დი კა­ნო­ნი, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის 6 იან­ვრის დად­გე­ნი­ლე­ბით არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოა, რომ­ლის მუდ­მი­ვი წევ­რე­ბი არი­ან: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი და პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. იმა­ვე შე­მად­გენ­ლო­ბის არის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო, სა­დაც მუდ­მივ წევ­რე­ბად შე­დი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ასე­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში – სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ორი­ვე საბ­ჭოს აქვს მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოწ­ვე­ვის უფ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ორი ორ­გა­ნო­სათ­ვის გან­სა­ზღვრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს და მათი დუბ­ლი­რე­ბის სა­კითხს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს გან­სა­ზღვრავს, მთე­ლი რიგი პუნ­ქტე­ბი პირ­და­პირ "ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი­დან არის გად­მო­ტა­ნი­ლი.

მთავ­რო­ბის 6 იან­ვრის დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით: ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის, შიდა და გარე საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას; გა­ნი­ხი­ლავს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას; ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში; შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებს კო­ლექ­ტი­უ­რი უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ; სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­დე­ბუ­ლი ან აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლავს ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხებს; გა­ნი­ხი­ლავს კა­ნო­ნე­ბი­სა და სხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე; აკონ­ტრო­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას; შე­ი­მუ­შა­ვებს და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს წა­რუდ­გენს აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კომ­პლექსს ქვეყ­ნის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შიდა და გარე საფრ­თხე­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის, გა­მოვ­ლე­ნის, თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის; შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებს მოვ­ლე­ნა­თა მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი და სხვა შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ან აღ­მო­სა­ფხვრე­ლად; ხელ­მძღვა­ნე­ლობს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ყვე­ლა ტი­პის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვას უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე.

ზუს­ტად ამ ამო­ცა­ნებს უსა­ხავს მიზ­ნად პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბულ ეროვ­ნულ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ იმა­შია, რომ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ში სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია და­მა­ტე­ბუ­ლი. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბა­ში, ისე "ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს" შე­სა­ხებ კა­ნონ­შიც გა­წე­რი­ლია, რომ საბ­ჭო პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის, შიდა და გარე საფრ­თხე­ე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბას; გა­ნი­ხი­ლავს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას; ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას თავ­დაც­ვის, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის, სა­მარ­თალ­დაც­ვის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა სფე­რო­ებ­ში; შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებს კო­ლექ­ტი­უ­რი უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ; სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­დე­ბუ­ლი ან აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლავს ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის გა­რეთ უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხებს; შე­ი­მუ­შა­ვებს კა­ნო­ნე­ბი­სა და სხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე; აკონ­ტრო­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას; შე­ი­მუ­შა­ვებს და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გენს აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კომ­პლექსს ქვეყ­ნის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შიდა და გარე საფრ­თხე­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის, გა­მოვ­ლე­ნის, თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის; შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებს მოვ­ლე­ნა­თა მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი და სხვა შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ან აღ­მო­სა­ფხვრე­ლად; ხელ­მძღვა­ნე­ლობს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ყვე­ლა ტი­პის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვას უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე.

ამ კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჯერ კი­დევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს "ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო, თუმ­ცა ამის შემ­დეგ გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და საბ­ჭოს მდივ­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბო­და და ის ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხე­ბით, სა­კუთ­რივ ამ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვახ­ტან ხმა­ლა­ძემ, ირი­ნა იმე­ლიშ­ვილ­მა და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­დეს და რო­გორც მა­შინ გან­მარ­ტავ­დნენ, პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა იმ ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბით იყო გან­პი­რი­ბე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან შე­დი­ო­და და რომ­ლის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას აღარ წარ­მარ­თავ­და. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მსჯე­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­სულ წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო, თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ორ­თვი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მას­თან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო ჯერ არ შეკ­რე­ბი­ლა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნომ კი, პირ­ვე­ლი სხდო­მა უკვე გა­მარ­თა.

ნა­თია ინა­უ­რი, Ambebi.ge

ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?

ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თავისი შემადგენლობით, ამოცანებით, უფლებამოსილებებით თითქმის იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ზუსტად ის ფუნქციები აქვს, რაც სადღეისოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამას ერთი მხრივ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" მოქმედი კანონი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულება ადასტურებს, რომელიც მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით არის დამტკიცებული.

როგორც ცნობილია, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომლის მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. იმავე შემადგენლობის არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სადაც მუდმივ წევრებად შედიან პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. საჭიროების შემთხვევაში, ორივე საბჭოს აქვს მთავრობის სხვა წარმომადგენლების მოწვევის უფლება.

რაც შეეხება ამ ორი ორგანოსათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და მათი დუბლირების საკითხს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულების იმ ნაწილში, რომელიც საბჭოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, მთელი რიგი პუნქტები პირდაპირ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონის შესაბამისი მუხლიდან არის გადმოტანილი.

მთავრობის 6 იანვრის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით: ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასებას; განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; განიხილავს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; შეიმუშავებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის; შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

ზუსტად ამ ამოცანებს უსახავს მიზნად პრეზიდენტთან არსებულ ეროვნულ უშიშროების საბჭოს შესაბამისი კანონი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული კომპონენტია დამატებული. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულებაში, ისე "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონშიც გაწერილია, რომ საბჭო პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებების შეფასებასა და პროგნოზირებას; განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრების გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის; შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი შეაჩერა. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საბჭოს მდივნის უფლებამოსილებები იზღუდებოდა და ის ძირითადად სამხედრო და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების საკითხებით, საკუთრივ ამ სფეროსთან დაკავშირებული თემებით შემოიფარგლებოდა.

კანონპროექტი ვახტან ხმალაძემ, ირინა იმელიშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა მოამზადეს და როგორც მაშინ განმარტავდნენ, პროექტის ინიცირება იმ ახალი კონსტიტუციული ნორმებით იყო განპირიბებული, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედიოდა და რომლის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას აღარ წარმართავდა. აღნიშნულ პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გასულ წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა მისი პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში არაფერი შეცვლილა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის ორთვიანი პრეზიდენტობის პერიოდში მასთან უშიშროების საბჭო ჯერ არ შეკრებილა. ირაკლი ღარიბაშვილის სათათბირო ორგანომ კი, პირველი სხდომა უკვე გამართა.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა