სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ
ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ

ახალ­გაზ­რდა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბილ გო­რის ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­თა აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ და ფა­სე­ბის ზრდა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. რა­ტომ გაძ­ვირ­და პრო­დუქ­ტე­ბი და რო­გორ გა­და­ი­ნა­წი­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბიზ­ნე­სე­ბი ისე, რომ ახლა ხალ­ხის ხარ­ჯზე კვლავ ერ­თე­უ­ლე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან? ვართ თუ არა სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზე, გა­მო­ვა თუ არა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში და მო­ი­თხოვს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას?

"ალია" უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ლექ­სო კო­ბა­ი­ძეს ესა­უბ­რა.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად და­ი­ნა­ხა, რა ტენ­დენ­ცი­აა და რო­გორ ძვირ­დე­ბა ყვე­ლა პრო­დუქ­ტი. ჯერ თავს იმარ­თლებ­და მთავ­რო­ბა, ფა­სე­ბის ზრდა ახალ წელს უკავ­შირ­დე­ბაო, მაგ­რამ ჩა­ი­ა­რა ახალ­მა წელ­მა და უფრო გა­უ­ა­რეს­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ აქ­ცი­ა­ზე არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტებ­ზე, არა­მედ საწ­ვავ­ზეც გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა. კარ­გად იცით, რომ სამ დღე­ში ერთხელ ფა­სე­ბი იმა­ტებს საწ­ვავ­ზე, რაც ისე­დაც დამ­ძი­მე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ფონს უა­რე­სად ამ­ძი­მებს.

- კი მაგ­რამ, სულ იმას არ ამ­ბობ­დნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ჯი­ბე­ში შე­დის საწ­ვა­ვის ფუ­ლიო? ახლა ვის ჯი­ბე­ში მი­დის?

- არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს ვის ჯი­ბე­შიც მი­დი­ო­და, ახ­ლაც იმ ხალ­ხის ჯი­ბე­ში მი­დის. უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აქაც კო­ჰა­ბი­ტა­ცია მუ­შა­ობს. ერ­თობ­ლი­ვი კლა­ნი შექ­მნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და "ოც­ნე­ბამ". მოხ­და ბიზ­ნე­სე­ბის გა­და­ბა­რე­ბა. ბიზ­ნეს­ში ისევ კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბია. ხალ­ხის კი­სერ­ზე ისევ შო­უ­ლო­ბენ ფულს ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე თვალს ხუ­ჭავს. ხალ­ხი, რო­მე­ლიც ადა­ნა­შა­უ­ლებ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ენერ­გო­მა­ფი­ას­თან ან სხვა სა­ხის კარ­ტე­ლურ შე­თან­ხმე­ბებ­ში, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იგი­ვე ხაზი გა­აგ­რძე­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე მუ­სი­რებს აზრი, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­უ­რიგ­და ამ მა­ფი­ას. ფაქ­ტიც სა­ხე­ზეა, ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვე დარ­ჩა, არ გაზ­რდი­ლა ხელ­ფა­სე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ გაძ­ვირ­და ყვე­ლა­ფე­რი და მო­ი­მა­ტა გა­და­სა­ხა­დებ­მა. ბენ­ზი­ნის ფასი და ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ეს აქ­ცია, რო­მე­ლიც ჩა­ვა­ტა­რეთ, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი იყო და გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით.

- და­მი­სა­ხე­ლეთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვის ჯი­ბე­შიც ამ­ხე­ლა ფული ილე­ქე­ბა.

- რა თქმა უნდა, ვიცი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან გინ­დათ, ისი­ნი და­გი­სა­ხე­ლოთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვპირ­დე­ბი "ალი­ას" დო­კუ­მენ­ტუ­რად მათ გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას. მე იუ­რის­ტი ვარ და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ამის მტკი­ცე­ბა არ მჩვე­ვია.

- მი­მა­ნიშ­ნეთ მა­ინც, ვინ არი­ან.

- ესე­ნი არი­ან ძვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­ვიდ­ნენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მხო­ლოდ დრო­ე­ბით არ ვა­სა­ხე­ლებ ამ გვა­რებს, თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად არ­გუ­მენ­ტე­ბით და­ვა­სა­ხე­ლებ, უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია. და­გი­სა­ხე­ლებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ხალ­ხის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბუ­ლე­ბი და ვინც აპი­რებს კი­დევ უფრო გამ­დიდ­რე­ბას.

სა­წყე­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით იმე­ო­რებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, გარ­ღვე­ვა არა­ფერ­ში გვაქვს და წინ მივ­დი­ვართ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სულ სხვაა. ხალ­ხი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მე ვფიქ­რობ, სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბა უეჭ­ვე­ლად მოხ­დე­ბა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან, ისე კომ­ფორ­ტუ­ლად ვე­ღარ იგ­რძნო­ბენ თავს, რო­გორც არი­ან. საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი აშ­კა­რაა და ეს გაღ­ვივ­დე­ბა. ხალ­ხში სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი არ­სე­ბობს. მარ­თა­ლია, ამას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე არ აქვს, მაგ­რამ ვაძ­ლევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პი­რო­ბას, რომ, თუ ასე უუ­ნა­როდ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ეს ხალ­ხის მძლავრ აგ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევს. მერე ლა­მა­ზი და­პი­რე­ბე­ბი ვე­ღარ გა­და­არ­ჩენს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველები ბენზინის მაფიაზე დოკუმენტებს აგროვებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველები კანცელარიასთან შეკრებილ გორის ბაზრის მოვაჭრეთა აქციას შეუერთდნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს. რატომ გაძვირდა პროდუქტები და როგორ გადაინაწილეს ხელისუფლებაში ბიზნესები ისე, რომ ახლა ხალხის ხარჯზე კვლავ ერთეულები მდიდრდებიან? ვართ თუ არა სოციალური აფეთქების ზღვარზე, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და მოითხოვს თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას?

"ალია" უფლებადამცველ ლექსო კობაიძეს ესაუბრა.

- მოგეხსენებათ, ლარის დევალვაცია მიმდინარეობს, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა ტენდენციაა და როგორ ძვირდება ყველა პროდუქტი. ჯერ თავს იმართლებდა მთავრობა, ფასების ზრდა ახალ წელს უკავშირდებაო, მაგრამ ჩაიარა ახალმა წელმა და უფრო გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ აქციაზე არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ საწვავზეც გავამახვილეთ ყურადღება. კარგად იცით, რომ სამ დღეში ერთხელ ფასები იმატებს საწვავზე, რაც ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს უარესად ამძიმებს.

- კი მაგრამ, სულ იმას არ ამბობდნენ, "ნაციონალების" ჯიბეში შედის საწვავის ფულიო? ახლა ვის ჯიბეში მიდის?

- არსებითად არაფერი შეცვლილა, "ნაციონალების" დროს ვის ჯიბეშიც მიდიოდა, ახლაც იმ ხალხის ჯიბეში მიდის. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც კოჰაბიტაცია მუშაობს. ერთობლივი კლანი შექმნეს "ნაციონალებმა" და "ოცნებამ". მოხდა ბიზნესების გადაბარება. ბიზნესში ისევ კარტელური გარიგებებია. ხალხის კისერზე ისევ შოულობენ ფულს ცალკეული პირები და ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს. ხალხი, რომელიც ადანაშაულებდა წინა ხელისუფლებას ენერგომაფიასთან ან სხვა სახის კარტელურ შეთანხმებებში, ახალმა ხელისუფლებამ იგივე ხაზი გააგრძელა. საზოგადოებაში უკვე მუსირებს აზრი, რომ ახალი ხელისუფლება გაურიგდა ამ მაფიას. ფაქტიც სახეზეა, ყველაფერი იგივე დარჩა, არ გაზრდილა ხელფასები, სამაგიეროდ გაძვირდა ყველაფერი და მოიმატა გადასახადებმა. ბენზინის ფასი და ლარის დევალვაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს აქცია, რომელიც ჩავატარეთ, გამაფრთხილებელი იყო და გაჩერებას არ ვაპირებთ. ბოლომდე მივყვებით.

- დამისახელეთ რამდენიმე ადამიანი, ვის ჯიბეშიც ამხელა ფული ილექება.

- რა თქმა უნდა, ვიცი ამ ადამიანების გვარები. მესმის, რომ ძალიან გინდათ, ისინი დაგისახელოთ, მაგრამ აუცილებლად ვპირდები "ალიას" დოკუმენტურად მათ გამოაშკარავებას. მე იურისტი ვარ და დოკუმენტების გარეშე ამის მტკიცება არ მჩვევია.

- მიმანიშნეთ მაინც, ვინ არიან.

- ესენი არიან ძველი ჩინოვნიკები, რომლებიც ახალ ხელისუფლებასთან შევიდნენ კოჰაბიტაციურ ურთიერთობაში. მხოლოდ დროებით არ ვასახელებ ამ გვარებს, თორემ აუცილებლად არგუმენტებით დავასახელებ, უკან დახევა არ მჩვევია. დაგისახელებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები და ვინც აპირებს კიდევ უფრო გამდიდრებას.

საწყენია, რომ ღარიბაშვილი სააკაშვილივით იმეორებს, რომ ყველაფერი კარგადაა, გარღვევა არაფერში გვაქვს და წინ მივდივართ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მე ვფიქრობ, სოციალური აფეთქება უეჭველად მოხდება და ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ისე კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ თავს, როგორც არიან. საპროტესტო მუხტი აშკარაა და ეს გაღვივდება. ხალხში სოციალური პროტესტი არსებობს. მართალია, ამას ორგანიზებული სახე არ აქვს, მაგრამ ვაძლევ ხელისუფლებას პირობას, რომ, თუ ასე უუნაროდ გააგრძელებს მუშაობას, ეს ხალხის მძლავრ აგრესიას გამოიწვევს. მერე ლამაზი დაპირებები ვეღარ გადაარჩენს ამ ხელისუფლებას.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა