ევრომაიდნის აქტივისტებმა გრუშევსკის ქუჩაზე თავდაცვის მიზნით ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ასე მომიტინგეები "ბერკუტის" შტურმისთვის ემზადებიან. მომიტინგეები სპეცრაზმისგან თავის დაცვის მიზნით ქვებსაც იმარაგებენ.
რაც შეეხება მილიციას, ისინი ცდილობენ ცეცხლმოკიდებული ავტომანქანების ჩაქრობას, რომელიც გადაადგილებაში დაბრკოლებებს უქმნით.
როგორც უკრაინული მედია წეს, გრუშევსკიზე აქტივისტების რაოდენობა თანდათან იზრდება. ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრუშევსკის ქუჩაზე, მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა.
ბოლო განახლება | ევროკავშირი მზადაა უკრაინელი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები შეამოწმოს
.
ასევე იხილეთ: