პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა
კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, - "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­ფა­ი­ლი" მიმ­ყავს, სა­დაც აქამ­დე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვახ­დენ", - ამ­ბობს გუ­რამ შე­რო­ზია, ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­ზეც რო­გორც მხო­ლოდ რა­დი­ო­წამ­ყვან­ზე, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. ლექ­ცი­ებს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობს, დოქ­ტო­რან­ტია. წერს ლექ­სებს, ხა­ტავს, მღე­რის და ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს... ამი­ტომ რო­დე­საც ასეთ მრა­ვალ­მხრივ, აქ­ტი­ურ, ენერ­გი­ულ და იდე­ე­ბით სავ­სე ადა­მი­ანს ესა­უბ­რე­ბი, არც კი იცი, სა­უბ­რი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა რას მი­ა­ნი­ჭო...

გუ­რამ შე­რო­ზია:

- ვი­ფიქ­რეთ, რომ გა­და­ცე­მა ცოტა სხვა კუ­თხით წა­მეყ­ვა­ნა, უფრო შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი რომ ჰქო­ნო­და... სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვარ, ეთერ­ში გა­სულ პირ­ველ გა­და­ცე­მას ბევ­რჯერ ვუ­ყუ­რე და ჩემ­თვის რა­ღა­ცე­ბი მო­ვი­ნიშ­ნე. ისე, სწრა­ფად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ადა­მი­ა­ნი ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მა წი­ნა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით გაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ბიზ­ნე­სის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ და სტუ­დენ­ტებ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­წავ­ლი, წერ მის­ტი­კურ, ფი­ლო­სო­ფი­ურ, სევ­დი­ან, ზოგ­ჯერ რო­მან­ტი­კულ ლექ­სებს... ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ათავ­სებ ერ­თმა­ნეთ­თან?

- ყვე­ლას უკ­ვირს რო­დე­საც ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და სამ­სა­ხუ­რე­ბის ფონ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს რო­მან­ტი­კულ ლექ­სებს ან სევ­დი­ან ბა­ლა­დებს კი­თხუ­ლო­ბენ. სა­ერ­თოდ, პო­ე­ზი­ა­ში დეპ­რე­სი­უ­ლი, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ვარ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ლექ­სის და­წე­რის მუზა მა­შინ მომ­დის, როცა ცუდ გან­წყო­ბა­ზე ვარ... ისე, პო­ე­ზი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვუკ­რავ და ვმღე­რი კი­დეც. ბავ­შვო­ბა­ში უკეთ ვმღე­რო­დი, მაგ­რამ მერე მუ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში გა­მა­ჩე­რეს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სიმ­ღე­რა არ შე­იძ­ლე­ბო­და და მას მერე სე­რი­ო­ზუ­ლად (კონ­კურ­სებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი) აღარ მიმ­ღე­რია. ახლა აპა­რა­ტუ­რა შე­ვი­ძი­ნე და ვცდი­ლობ, მუ­სი­კას და­ვუბ­რუნ­დე. ბავ­შვო­ბა­ში ვხა­ტავ­დი კი­დეც... ახლა ხატ­ვის­თვის დრო არ მრჩე­ბა, რად­გა­ნაც სა­ერ­თოდ, დრო­ის დე­ფი­ცი­ტი მაქვს... ხე­ლოვ­ნე­ბა ზო­გა­დად ძა­ლი­ან მი­ზი­დავს.

- მოკ­ლედ, შენი ენერ­გი­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ, დრო და სივ­რცე არ გყოფ­ნის, არა?

- კი, მაგ­რამ ბოლო დროს ვცდი­ლობ, რომ ენერ­გია მე­ტად დავ­ხარ­ჯო ჩემ­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ზე და გა­უ­კე­თე­ბე­ლი არა­ფე­რი დამ­რჩეს... სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი რაც მე­ტად არის და­კა­ვე­ბუ­ლი, დროს მეტ რა­მეს უთ­მობს, უფრო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია... რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეკო­ნო­მი­კის სფე­როს გავ­ყე­ვი და ავირ­ჩიე პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­მირ­ჩი­ეს. ხომ იცით, რო­გორ ხდე­ბა ხოლ­მე, მათ ჩემს ტი­პაჟს ეკო­ნო­მის­ტო­ბა მო­არ­გეს. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კა­ში შევ­ძე­ლი, ამერ­ჩია მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის სფე­რო, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ყვე­ლა­ფერს, ხე­ლოვ­ნე­ბა­საც, ტექ­ნი­კა­საც აერ­თი­ა­ნებს, მას ქა­რიზ­მაც და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბაც სჭირ­დე­ბა. ჰოდა, თუ მარ­კე­ტინგსა და გა­ყიდ­ვებ­ში მეტი კრე­ა­ტი­ვი მაქვს, ეს შემ­დეგ სინ­ტე­რე­სო ლექ­სებს მა­წე­რი­ნებს... თუმ­ცა პო­ე­ზი­ის­თვის მა­ინც ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბა.

- 27 წლის ახალ­გაზ­რდა ლექ­ტორს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს სტუ­დენ­ტებ­თან?

- ახალ­გაზ­რდა ლექ­ტო­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ კარ­გად ვიც­ნობ სტუ­დენ­ტე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ას. მერე ჩვე­ნი ლექ­ცი­ე­ბი მათ­თვის მხო­ლოდ თე­ო­რი­ის ახ­სნა არ არის, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბაც გვი­წევს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობთ, რომ ახლო მე­გობ­რე­ბად არ ვიქ­ცეთ, რა თქმა უნდა, კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე.

- სა­კუ­თარ თავს რე­ლაქ­სა­ცი­ას ვუ­წყობ და უცხო­ეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ დავ­დი­ვა­რო...

- კი, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. სამ თვე­ში ერთხელ ვცდი­ლობ, ქვეყ­ნი­დან სად­მე წა­ვი­დე და თავს ასე­თი ფორ­მით მო­ვუ­წყო რე­ლაქ­სა­ცია. და­კარ­გუ­ლი ენერ­გია ამ ფორ­მით აღ­ვიდ­გი­ნო. უცხო­ეთ­ში რომ მივ­დი­ვარ, ტე­ლე­ფონს ვთი­შავ და აქა­უ­რო­ბას მთლი­ა­ნად ვწყდე­ბი. ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ. ახლა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­თი დამ­რჩა და ამით დას­რულ­დე­ბა კი­დეც მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში. ევ­რო­პას რომ ამოვ­წუ­რავ, მერე უკვე ამე­რი­კის­კენ უნდა ავი­ღო გეზი...

- ასე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის დრო თუ გრჩე­ბა?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც აღარ ვარ, ანუ ჩემი მო­რი­გი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბა­ვი დას­რულ­და.

- რა­ტომ?

- სა­ერ­თოდ, ბევრ რა­მე­ში სწორ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხში რა­ღაც რთუ­ლად არის საქ­მე. შორ­სმჭვრე­ტე­ლი ვერ ვარ. აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ რა­ღაც ეტა­პის შემ­დეგ, როცა ერ­თმა­ნეთს სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ვეც­ნო­ბით, რა­ღაც ნი­უ­ან­სი­ე­ბის გამო, ერ­თმა­ნეთს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვე­ღარ ვხე­დავთ. ამი­ტომ გაგ­რძე­ლე­ბას ჯო­ბია, იქვე დას­რულ­დეს ის ამ­ბა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ავ­ხსე­ნი, რა­ტომ ხდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ვი­საც დავ­შორ­დე­ბი, მას­თან მე­გობ­რო­ბას ვაგ­რძე­ლებ, მა­ნამ­დე კი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ვარ­კვევთ. ბუნ­დო­ვა­ნე­ბა არ მიყ­ვარს. მე­გობ­რო­ბა­შიც ასე ვარ. როცა ჩემ­გან ვინ­მე მი­დის, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დე ყვე­ლა­ფე­რი, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა შრიძ­ლე­ბა, სწორ­დე­ბა, თუ არა­და ვშორ­დე­ბით...

- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე უცხო ენას ფლობ, ამას­თან, არც გა­რეგ­ნო­ბით გავ­ხარ მა­ინ­ცდა­მა­ინც ქარ­თველს. ამის გამო უცხო­ეთ­ში რა­ი­მე სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხომ არ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- ვიცი ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი ახ­ლა­ხან და­ვი­წყე (რა თქმა უნდა, მეგ­რუ­ლიც)... ერთხე­ლაც, დუ­ბა­ი­ში პლაჟ­ზე გახ­ლდით და და­ვი­ნა­ხე, რომ ქარ­თვე­ლი ახ­ლა­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ვი­ღაც მა­მა­კაც­ზე ჭო­რა­ობ­დნენ. გა­დავ­წყვი­ტე, სრუ­ლი­ად მამ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ხე­ლით, მათ­ზე შური გარ­თო­ბის ფორ­მით მე­ძია. სუ­რა­თებს იღებ­დნენ და თან მაგ­რად წვა­ლობ­დნენ, არ გა­მოს­დი­ო­დათ. მი­ვე­დი და ინ­გლი­სუ­რად ვუ­თხა­რი, - გინ­დათ, სუ­რა­თი გა­და­გი­ღოთ-ემთქი? დამ­თან­ხმდნენ. პირ­ვე­ლად ისე­თი სი­ტუ­ცია შევ­ქმე­ნი, რომ თით­ქოს წავ­ბორ­ძიკ­დი და აპა­რა­ტიც უნდა დამ­ვარ­დნო­და. ამა­ზე ერ­თმა თქვა, ამას ახლა თავს გა­ვუ­ტე­ხავ, წყალ­ში არ ჩა­უ­ვარ­დე­სო. მერე "ზა­გა­რის" მი­ღე­ბა გავ­ნაგ­რძეთ. ერთ-ერთს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ორნი ქარ­თუ­ლად ჩემ­ზე ჭო­რა­ობ­დნენ (ერ­თმა­ნეთს ჩემს თავს აჩე­ჩებ­დნენ). ერთი ამ­ბობ­და, სუ­ლაც არ მომ­წონს, პა­ტა­რაა (მა­შინ 22 წლის ვი­ყა­ვი). ისი­ნი 35-40 წლამ­დე იქ­ნე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც ჩემ­ზე ლა­პა­რა­კით გული იჯე­რეს და მეც მათ­ზე საკ­მა­რი­სი "კომ­პრო­მა­ტე­ბი" და­ვაგ­რო­ვე, დრო იყო, "სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა" გა­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და ქარ­თუ­ლად ვუ­თხა­რი, თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო-მეთ­ქი და და­ვემ­შვი­დო­ბე. გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით დავ­ტო­ვე... ამ კუ­რი­ოზ­ზეც ახ­ლაც მე­ცი­ნე­ბა. ერთხელ კი სა­ბერ­ძნეთ­ში ასე­თი რამ შე­მემ­თხვა: (ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რომ იქა­უ­რო­ბა ქარ­თვე­ლე­ბით არის სავ­სე) მა­ღა­ზი­ა­ში სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­სა­ძე­ნად რიგ­ში ვი­დე­ქი და ორი შავგვრე­მა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მიხ­ტა, რა­ზეც გავ­ბრაზ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­გობ­რებ­მა გა­რე­დან და­მიყ­ვი­რეს: დრო­ზე გა­მო­დიო. იქი­დან გა­მოვ­ძა­ხე: ჩემი რიგი იყო, მაგ­რამ ვი­ღაც ორი უზ­ნეო (ამ სი­ტყვის ოდ­ნავ უფრო მძაფ­რი სი­ნო­ნი­მით) რიგ­ში ჩა­მიხ­ტა-მეთ­ქი. ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აღ­მოჩ­დნენ. შე­მობ­რუნ­დნენ და სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით გა­მომ­ლან­ძღეს. თან, ვერ­სად მივ­დი­ო­დი და მათ ვეხ­მა­რე­ბო­დი კი­დეც ჩემს "შემ­კო­ბა­ში"... მოკ­ლედ, ჩემ მიერ ხუმ­რო­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი აგ­რე­სია უდ­როო აღ­მოჩ­ნდა... ისე, სა­დაც არ უნდა ჩა­ვი­დე, ყვე­ლას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე ვგო­ნი­ვარ (თან, ერ­თმა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნებ­ში).

- სპორ­ტით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ვცდი­ლობ, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სი­გა­რე­ტით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, ვარ­ჯი­შით გა­მო­ვას­წო­რო. ამი­ტომ ფიტ­ნესს მივ­მარ­თავ ხოლ­მე. ისე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ლუ­რი სპორ­ტი მიყ­ვარს: ჭად­რა­კი, ბი­ლი­არ­დი, კარ­ტინ­გი. ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი და ძი­უ­დო სა­ყუ­რებ­ლა­დაც არ მი­ზი­დავს.

- რო­გორც მი­ზან­მი­მარ­თულ ადა­მი­ანს, შენი პროგ­რა­მა-მაქ­სი­მუ­მი და პროგ­რა­მა-მი­ნი­მუ­მი რა არის?

- ეს პროგ­რა­მე­ბი დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა. მა­გა­ლი­თად, 5 წლის წინ რომ გე­კი­თხათ, გე­ტყვო­დით, ბინა, მან­ქა­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა მინ­და-მეთ­ქი. დღეს მეტ­ნაკ­ლე­ბად ამ მიზ­ნებს მი­ვაღ­წიე, ახლა წინა პლან­ზე სხვა სურ­ვი­ლებ­მა გად­მო­ი­ნაც­ვლა.

წე­სით უკვე უნდა ვი­ცო­დე, ვინ ვარ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ რა­ღა­ცე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. რაც უფრო ჩვენს სურ­ვი­ლებ­სა და მო­რალ­ზე მორ­გე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ, უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ეს ბოლო წლებ­ში გა­ვი­თა­ვი­სე... ჩემი ცხოვ­რე­ბა 2 პე­რი­ო­დად იყო­ფა: 17 წლამ­დე და მერე. დე­დი­სერ­თა ვარ და შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­უ­ლი წნე­ხის ქვეშ ვიზ­რდე­ბო­დი. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტი მქონ­და. მერე გა­დავ­წყვი­ტე, სახ­ლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და ცხოვ­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­მე­წყო. 18 წლის ასაკ­ში მქონ­და მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი და ვი­ქი­რა­ვე ბინა. სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ნამ­დე არ გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მი­ფუ­ჭე­ბია. იმის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბა და­ვი­წყე და აქამ­დე მო­ვე­დი. სრუ­ლი­ად სხვა ტი­პად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ გა­მა­კა­ჟა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა

კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა

"ჩემს ცხოვრებაში სიახლეა, - ''პალიტრა ტვ''-ზე გადაცემა "ბიზნესფაილი" მიმყავს, სადაც აქამდე დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციას ვახდენ", - ამბობს გურამ შეროზია, ახალგაზრდა, რომელზეც როგორც მხოლოდ რადიოწამყვანზე, ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ. ის "პალიტრამედიაში" მცირე და საშუალო ბიზნესის პროექტების ხელმძღვანელია. ლექციებს ილიას უნივერსიტეტში კითხულობს, დოქტორანტია. წერს ლექსებს, ხატავს, მღერის და ბევრს მოგზაურობს... ამიტომ როდესაც ასეთ მრავალმხრივ, აქტიურ, ენერგიულ და იდეებით სავსე ადამიანს ესაუბრები, არც კი იცი, საუბრისას უპირატესობა რას მიანიჭო...

გურამ შეროზია:

- ვიფიქრეთ, რომ გადაცემა ცოტა სხვა კუთხით წამეყვანა, უფრო შემეცნებითი ხასიათი რომ ჰქონოდა... საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, ეთერში გასულ პირველ გადაცემას ბევრჯერ ვუყურე და ჩემთვის რაღაცები მოვინიშნე. ისე, სწრაფად პროგრესირებადი ადამიანი ვარ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ყოველი გადაცემა წინაზე უკეთესი იქნება...

- მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით გაქვს დამთავრებული და ბიზნესის საკითხებზე მუშაობ და სტუდენტებსაც ამ მიმართულებით ასწავლი, წერ მისტიკურ, ფილოსოფიურ, სევდიან, ზოგჯერ რომანტიკულ ლექსებს... ამ ყველაფერს როგორ ათავსებ ერთმანეთთან?

- ყველას უკვირს როდესაც ჩემი პროფესიისა და სამსახურების ფონზე, ადამიანები ჩემს რომანტიკულ ლექსებს ან სევდიან ბალადებს კითხულობენ. საერთოდ, პოეზიაში დეპრესიული, მელანქოლიური ვარ, ალბათ იმიტომ, რომ ლექსის დაწერის მუზა მაშინ მომდის, როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ისე, პოეზიის პარალელურად, ვუკრავ და ვმღერი კიდეც. ბავშვობაში უკეთ ვმღეროდი, მაგრამ მერე მუტაციის პერიოდში გამაჩერეს, გარდატეხის ასაკში სიმღერა არ შეიძლებოდა და მას მერე სერიოზულად (კონკურსებშიც ვმონაწილეობდი) აღარ მიმღერია. ახლა აპარატურა შევიძინე და ვცდილობ, მუსიკას დავუბრუნდე. ბავშვობაში ვხატავდი კიდეც... ახლა ხატვისთვის დრო არ მრჩება, რადგანაც საერთოდ, დროის დეფიციტი მაქვს... ხელოვნება ზოგადად ძალიან მიზიდავს.

- მოკლედ, შენი ენერგიის სარეალიზაციოდ, დრო და სივრცე არ გყოფნის, არა?

- კი, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, რომ ენერგია მეტად დავხარჯო ჩემთვის სასარგებლო საქმეზე და გაუკეთებელი არაფერი დამრჩეს... საერთოდ ადამიანი რაც მეტად არის დაკავებული, დროს მეტ რამეს უთმობს, უფრო რეალიზებულია... როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის სფეროს გავყევი და ავირჩიე პროფესია, რომელიც თავის დროზე ოჯახის წევრებმა შემირჩიეს. ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე, მათ ჩემს ტიპაჟს ეკონომისტობა მოარგეს. თუმცა ეკონომიკაში შევძელი, ამერჩია მარკეტინგისა და გაყიდვების სფერო, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს, ხელოვნებასაც, ტექნიკასაც აერთიანებს, მას ქარიზმაც და კრეატიულობაც სჭირდება. ჰოდა, თუ მარკეტინგსა და გაყიდვებში მეტი კრეატივი მაქვს, ეს შემდეგ სინტერესო ლექსებს მაწერინებს... თუმცა პოეზიისთვის მაინც ნაკლები დრო მრჩება.

- 27 წლის ახალგაზრდა ლექტორს როგორი ურთიერთობა გაქვს სტუდენტებთან?

- ახალგაზრდა ლექტორების უპირატესობა ის არის, რომ კარგად ვიცნობ სტუდენტების ფსიქოლოგიას. მერე ჩვენი ლექციები მათთვის მხოლოდ თეორიის ახსნა არ არის, პრაქტიკული მუშაობაც გვიწევს, რაც ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ახლო მეგობრებად არ ვიქცეთ, რა თქმა უნდა, კურსის დასრულებამდე.

- საკუთარ თავს რელაქსაციას ვუწყობ და უცხოეთში სამოგზაუროდ დავდივარო...

- კი, ეს საქმიანობა განსაკუთრებულად მიყვარს. სამ თვეში ერთხელ ვცდილობ, ქვეყნიდან სადმე წავიდე და თავს ასეთი ფორმით მოვუწყო რელაქსაცია. დაკარგული ენერგია ამ ფორმით აღვიდგინო. უცხოეთში რომ მივდივარ, ტელეფონს ვთიშავ და აქაურობას მთლიანად ვწყდები. ძირითადად ევროპაში ვმოგზაურობ. ახლა მხოლოდ ბრიტანეთი დამრჩა და ამით დასრულდება კიდეც მოგზაურობა ევროპაში. ევროპას რომ ამოვწურავ, მერე უკვე ამერიკისკენ უნდა ავიღო გეზი...

- ასეთი დაკავებული რომ ხარ, პირადი ცხოვრებისთვის დრო თუ გრჩება?

- შეყვარებული რამდენიმე კვირაა, რაც აღარ ვარ, ანუ ჩემი მორიგი სასიყვარულო ამბავი დასრულდა.

- რატომ?

- საერთოდ, ბევრ რამეში სწორ არჩევანს ვაკეთებ, მაგრამ ამ საკითხში რაღაც რთულად არის საქმე. შორსმჭვრეტელი ვერ ვარ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ, როცა ერთმანეთს სიღრმისეულად გავეცნობით, რაღაც ნიუანსიების გამო, ერთმანეთს გრძელვადიან პერსპექტივაში ვეღარ ვხედავთ. ამიტომ გაგრძელებას ჯობია, იქვე დასრულდეს ის ამბავი. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვერ ავხსენი, რატომ ხდება. საინტერესოა, რომ ვისაც დავშორდები, მასთან მეგობრობას ვაგრძელებ, მანამდე კი ურთიერთობაში ყველაფერს ვარკვევთ. ბუნდოვანება არ მიყვარს. მეგობრობაშიც ასე ვარ. როცა ჩემგან ვინმე მიდის, აუცილებლად უნდა ვიცოდე ყველაფერი, თუ სიტუაციის გამოსწორება შრიძლება, სწორდება, თუ არადა ვშორდებით...

- როგორც ვიცი, რამდენიმე უცხო ენას ფლობ, ამასთან, არც გარეგნობით გავხარ მაინცდამაინც ქართველს. ამის გამო უცხოეთში რაიმე სასაცილო სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხარ?

- ვიცი ინგლისური, რუსული, ესპანური, ფრანგული ახლახან დავიწყე (რა თქმა უნდა, მეგრულიც)... ერთხელაც, დუბაიში პლაჟზე გახლდით და დავინახე, რომ ქართველი ახლაგაზრდა ქალბატონები ვიღაც მამაკაცზე ჭორაობდნენ. გადავწყვიტე, სრულიად მამრობითი სქესის სახელით, მათზე შური გართობის ფორმით მეძია. სურათებს იღებდნენ და თან მაგრად წვალობდნენ, არ გამოსდიოდათ. მივედი და ინგლისურად ვუთხარი, - გინდათ, სურათი გადაგიღოთ-ემთქი? დამთანხმდნენ. პირველად ისეთი სიტუცია შევქმენი, რომ თითქოს წავბორძიკდი და აპარატიც უნდა დამვარდნოდა. ამაზე ერთმა თქვა, ამას ახლა თავს გავუტეხავ, წყალში არ ჩაუვარდესო. მერე "ზაგარის" მიღება გავნაგრძეთ. ერთ-ერთს რომ ველაპარაკებოდი, ორნი ქართულად ჩემზე ჭორაობდნენ (ერთმანეთს ჩემს თავს აჩეჩებდნენ). ერთი ამბობდა, სულაც არ მომწონს, პატარაა (მაშინ 22 წლის ვიყავი). ისინი 35-40 წლამდე იქნებოდნენ. როდესაც ჩემზე ლაპარაკით გული იჯერეს და მეც მათზე საკმარისი "კომპრომატები" დავაგროვე, დრო იყო, "საკონტროლო გასროლა" გამეხორციელებინა და ქართულად ვუთხარი, თქვენთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო-მეთქი და დავემშვიდობე. გაოცებული სახეებით დავტოვე... ამ კურიოზზეც ახლაც მეცინება. ერთხელ კი საბერძნეთში ასეთი რამ შემემთხვა: (ვერ გავითვალისწინე, რომ იქაურობა ქართველებით არის სავსე) მაღაზიაში სუვენირების შესაძენად რიგში ვიდექი და ორი შავგვრემანი ქალბატონი ჩამიხტა, რაზეც გავბრაზდი. პარალელურად, მეგობრებმა გარედან დამიყვირეს: დროზე გამოდიო. იქიდან გამოვძახე: ჩემი რიგი იყო, მაგრამ ვიღაც ორი უზნეო (ამ სიტყვის ოდნავ უფრო მძაფრი სინონიმით) რიგში ჩამიხტა-მეთქი. ის ქალბატონები ქართველები აღმოჩდნენ. შემობრუნდნენ და საშინელი სიტყვებით გამომლანძღეს. თან, ვერსად მივდიოდი და მათ ვეხმარებოდი კიდეც ჩემს "შემკობაში"... მოკლედ, ჩემ მიერ ხუმრობით გამოხატული აგრესია უდროო აღმოჩნდა... ისე, სადაც არ უნდა ჩავიდე, ყველას ადგილობრივი მოსახლე ვგონივარ (თან, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ქვეყანებში).

- სპორტით თუ ხარ დაკავებული?

- ვცდილობ, ორგანიზმისთვის სიგარეტით მიყენებული ზიანი, ვარჯიშით გამოვასწორო. ამიტომ ფიტნესს მივმართავ ხოლმე. ისე, ინტელექტულური სპორტი მიყვარს: ჭადრაკი, ბილიარდი, კარტინგი. ფეხბურთი, კალათბურთი და ძიუდო საყურებლადაც არ მიზიდავს.

- როგორც მიზანმიმართულ ადამიანს, შენი პროგრამა-მაქსიმუმი და პროგრამა-მინიმუმი რა არის?

- ეს პროგრამები დროის შესაბამისად იცვლება. მაგალითად, 5 წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყვოდით, ბინა, მანქანა, მოგზაურობა მინდა-მეთქი. დღეს მეტნაკლებად ამ მიზნებს მივაღწიე, ახლა წინა პლანზე სხვა სურვილებმა გადმოინაცვლა.

წესით უკვე უნდა ვიცოდე, ვინ ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაცების ძიების პროცესში ვარ. რაც უფრო ჩვენს სურვილებსა და მორალზე მორგებულად ვცხოვრობთ, უფრო ბედნიერები ვართ, ეს ბოლო წლებში გავითავისე... ჩემი ცხოვრება 2 პერიოდად იყოფა: 17 წლამდე და მერე. დედისერთა ვარ და შესაბამისად გარკვეული წნეხის ქვეშ ვიზრდებოდი. დამოუკიდებლობის დეფიციტი მქონდა. მერე გადავწყვიტე, სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავი და ცხოვრება დამოუკიდებლად დამეწყო. 18 წლის ასაკში მქონდა მინიმალური ხელფასი და ვიქირავე ბინა. სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. პროტესტის ნიშნად ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მანამდე არ გამიკეთებია, მაგრამ არაფერი გამიფუჭებია. იმის შემდეგ განვითარება დავიწყე და აქამდე მოვედი. სრულიად სხვა ტიპად ჩამოვყალიბდი, დამოუკიდებლობამ გამაკაჟა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები