სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს?!
ირაკლი ოქრუაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს?!

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში ძალ­თა ახა­ლი ბა­ლან­სი და­ი­წყე­ბა. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც დიდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბას აპი­რებს და სა­კუ­თა­რი, თით­ქმის მკვდრად­ქ­ცე­უ­ლი პარ­ტი­ის რე­ინ­კარ­ნა­ცი­ა­სა და მო­ახ­ლო­ე­ბულ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პი­რა­დად გეგ­მავს.

პარ­ტია, რო­მე­ლიც თეო ტლა­შა­ძის ქოლ­გის იმე­და­დღაა, სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს სა­ჭი­რო­ებს. დიდი პო­ლი­ტი­კა დიდი ავი­ა­ცია არაა, რომ ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­დეს, მაგ­რამ ოქ­რუ­აშ­ვილს დიდ პო­ლი­ტი­კა­ში მო­საბ­რუ­ნებ­ლად ესო­დენ შე­ლა­ხუ­ლი იმი­ჯი შე­უშ­ლის ხელს. არა­და, "ოქ­როს" არც ფული უჭირს და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ნა­შოვ­ნიც ბევ­რი შე­ირ­გო დე­დის რძე­სა­ვით, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის წყურ­ვი­ლი არ ას­ვე­ნებს. სხვა თუ არა­ფე­რი, კარ­გად გვახ­სოვს, ზარი ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს აქ­ცი­ე­ბი­სას, მი­ტინგს დავ­შლით და მი­შას უთხა­რი, პრე­მი­ე­რად დამ­ნიშ­ნო­სო. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­მი­ჯვნის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზიც ხომ სწო­რედ ეს იყო. ოქრო ძა­ლა­უფ­ლე­ბას ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის რან­გში ვერ გრძნობ­და. ახლა კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის სურ­ვი­ლიც აქვს და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში შიდა ქარ­თლში პი­რა­დად აპი­რებს კენ­ჭისყრას, რათა შემ­დგომ უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის, გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ი­კა­ვოს სა­მო­მავ­ლო ტრამ­პლი­ნის­თვის. ცნო­ბი­ლია, რომ 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბა იგეგ­მე­ბა და მის სა­პირ­წო­ნედ შექ­მნი­ლი სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი სწო­რედ არ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან შე­ირ­ჩე­ვა.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სებს მალე ჩა­მო­ა­წე­რენ ხოლ­მე ცოდ­ვებს, მაგ­რამ ხალ­ხს არც ისე­თი ამ­ნე­ზია სჭირს, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბი და­ვი­წყე­ბო­დეს. პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი­სა თუ უბ­რა­ლო მო­ხე­ლე­თა აზ­რით, მისი სა­ხე­ლი შემ­დე­გი უბე­დუ­რე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა: ბიზ­ნეს­ში - და­ჭე­რას­თან, ღამ-ღა­მო­ბით, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში, ბიზ­ნეს­ში "ჩაჯ­დო­მა­სა" და წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას­თან ან უფრო ჟარ­გო­ნუ­ლად "ახე­ვას­თან", ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ა­ში" ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის შე­ვარ­დნას­თან, ბორ­დე­ლე­ბის ტე­ლე­კა­მე­რე­ბით ჩა­მოვ­ლას­თან, კა­მე­რე­ბის წინ და­სა­ჭერ-და­ჭე­რი­ლე­ბის სა­წოლ ოთახ­ში შე­ვარ­დნას­თან, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან, ჯარ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა­სა და გა­უმჭვირ­ვა­ლე ტენ­დერებ­თან, უხა­რის­ხო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას­თან, ჟან­გი­ან ტან­კებ­სა და ნე­პო­ტიზ­მის აყ­ვა­ვე­ბას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­სა­კი­თხად მი­სუ­ლი მოწ­მე­ე­ბის კა­ბი­ნე­ტის აივ­ნი­დან გა­დახ­ტო­მის მცდე­ლო­ბას­თან (ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბი­დან ზო­ო­პარ­კის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით ნარ­სია ხტე­ბო­და).

პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში: ავან­ტი­უ­რიზ­მთან, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის მიერ გა­ფარ­ჩა­კე­ბა­სა და ტყუ­ი­ლებ­ში მხი­ლე­ბას­თან, ერ­თმა­ნე­თის დას­მე­ნა­სა და ფუ­ლის მო­ტეხ­ვას­თან, უფრო დიდ პო­ლი­ტი­კა­ში ტყუ­ილ და­პი­რე­ბებ­თან, პო­პუ­ლის­ტო­ბა­სა (ხან გმი­რად თა­ვის წარ­მო­ჩი­ნე­ბა, ხა­ნაც ცრემ­ლმო­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის უკან წა­ღე­ბა, ხან ჟვა­ნი­ას, ხა­ნაც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და კვამ­ლის გა­მოშ­ვე­ბა) და წი­თელ ხიდ­ზე ჩა­მოს­ვლის ფუჭ იმე­დებ­თან. მოკ­ლედ, "ოქ­როს" ბა­ქი­ბუქს ფასი პო­ლი­ტი­კა­ში დიდი ხა­ნია ლა­რის კურ­სი­ვით და­უ­ვარ­და. ერთხანს, მას "ტე­რო­რის მა­მა­საც" უწო­დებ­დნენ, თუმ­ცა შემ­დგომ ეს პო­ლიტ­დევ­ნას მი­ა­წე­რეს და ახლა მას დიდი შრო­მა დას­ჭირ­დე­ბა, რომ რა­მე­ნა­ი­რად ჯერ მოქ­მედ პო­ლი­ტი­კურ სპექტრთან გა­მო­ნა­ხოს ენა, მერე ამომ­რჩე­ვე­ლი და­არ­წმუ­ნოს, რომ "ბუა" და "ტე­რო­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი" არაა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ჯერ საქ­მე მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დო­ნე­ზეა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია ისიც, რომ თა­ვად ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აპი­რებს, კენ­ჭი გო­რის რა­ი­ო­ნი­დან იყა­როს, სა­ი­და­ნაც წარ­მო­შო­ბი­თაა. მარ­თა­ლია, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დი­დად არც გო­რე­ლებს ეხა­ტე­ბათ გულ­ზე, კარ­გად ახ­სოვთ გო­რელ ბიზ­ნეს­მე­ნებს მისი და მისი გუ­ბერ­ნა­ტო­რი "ბი­ჭის", ქა­რე­ლის "საქ­მე­ნი საგ­მი­რო­ნი", თუმ­ცა მშობ­ლი­უ­რი ტყვი­ა­ვი მა­ინც ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის, სა­ი­და­ნაც ფერ­ფლი­დან აღ­დგე­ნას ეც­დე­ბა.

არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის იქ დაბ­რუ­ნე­ბას უჭე­რენ მხარს, სა­დაც ის თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან მი­აბ­რძა­ნეს გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში. იმ ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში აწა­მეს, ფული გა­მოს­ძა­ლეს და დაჭ­რეს. ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი ომ­ბუდსმე­ნის, ჯერ კი­დევ სო­ზარ სუ­ბა­რის­დრო­ინ­დე­ლი აპა­რა­ტი­დან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს რე­ა­გი­რე­ბის­თვის გა­და­უგ­ზავ­ნეს. მათ შო­რი­საა, მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ჯა­რის­კა­ცის, გი­ორ­გი შა­რი­ქა­ძის, ჯა­რის­კაც ვა­ლე­რი სა­რიშ­ვი­ლის, ჯა­რის­კაც ზვი­ად ბელ­თა­ძის საქ­მე და ა.შ. ჯა­რის­კა­ცე­ბის დამ­ცი­რე­ბის, ცე­მი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტე­ბი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში. ეს და სხვა მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი დღეს მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აქვს გა­და­ნა­ხუ­ლი. ამას გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩივ­რე­ბის შე­ტა­ნა იმ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ნა­წილ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ზე­ნი­ტში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რალ­დნენ. შე­საძ­ლოა თუ არა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ხე­ლახ­ლა და­ბა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ამას დრო აჩ­ვე­ნებს.

ვის და­ი­ყე­ნებს ამ­ჯე­რად გვერ­დით იმი­ჯშე­ლა­ხუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პარ­ტი­უ­ლი რგო­ლე­ბი­დან თით­ქმის აღა­რა­ვინ შე­მორ­ჩა, მხო­ლოდ ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბის ხარ­ჯზე პარ­ტი­ის აღ­დგე­ნა ხომ ვე­ღარ გა­მო­უ­ვა?! რა თქმა უნდა, იქ აღარ წავა ეკა ბე­სე­ლია, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­და­ნაც კარ­გად გვახ­სოვს, რო­გო­რი ინ­ტრი­გე­ბი მო­უ­წყვეს ერთხელ უკვე ოქ­რუ­აშ­ვი­ლის "ქარ­თულ პარ­ტი­ა­ში". მა­შინ ბე­სე­ლია თეო ტლა­შა­ძის მი­სა­მარ­თით იმა­საც ამ­ბობ­და, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შავი პი­ა­რის ასა­გო­რებ­ლად ამუ­შა­ვებ­დნენ, "გა­სა­ფუ­ჭე­ბელ" ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა­გან ალა­სა­ნი­ას, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­სა და ბურ­ჯა­ნა­ძეს, ხოლო მათი ან­ტი­პი­ა­რის სა­ვა­რა­უ­დო დამ­კვე­თად კი ოქ­რუ­აშ­ვილს მი­ა­ნიშ­ნებ­და.

"მრის­ხა­ნე­ბის დღის" ტყუ­ი­ლებ­მა, როცა ოქ­რუ­ა­შივ­ლი, თით­ქოს­და, ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და და ხალ­ხი გა­და­აგ­დო, პო­ლი­ტი­კა­ში ავან­ტი­უ­რის­ტის სა­ხე­ლი და­უმ­კვიდ­რა. მა­შინ "მა­ესტროს" ეთერ­ში კოკა გუნ­ცა­ძემ ბლე­ფი უწო­და იმას, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ შე­უ­შა­ლეს ხელი. "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" ყო­ფილ­მა წევ­რმა, კოკა გუნ­ცა­ძემ მა­შინ პარ­ტი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს "გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლი და გა­ბა­ხე­ბუ­ლი კაცი" უწო­და.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მარ­თა­ლია, პა­რიზ­ში ეი­ფე­ლის კა­ფე­ტე­რი­ა­ში ხვდე­ბო­და მი­შა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს, მაგ­რამ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მა­ინც ვერა და ვერ და­იმ­კვიდ­რა პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯი - იგი რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წრე­ებს მი­ა­ბეს. პრე­სა და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად მი­უ­თი­თებ­დნენ მის კავ­ში­რებ­ზე რუ­სე­თის ფსბ-ს გავ­ლე­ნი­ან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შტა­ბის ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი ელი­სო კი­ლა­ძე მა­შინ ყვე­ბო­და კი­დეც, რომ ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის შექ­მნის და­ვა­ლე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ეფეს­ბე-ს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ გე­ნე­რალ სერ­გეი ბე­სე­დას­გან მი­ი­ღო. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს რუ­სე­თის ეფეს­ბე-ს შე­ფის ალექ­სან­დრ ბორტნი­კო­ვის (რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის თა­ნა­კურ­სე­ლია) და­ვა­ლე­ბი­თო, - აცხა­დებ­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შტა­ბის ყო­ფი­ლი პრესმდი­ვა­ნი.

"ოქ­რუ­აშ­ვილს ბორტნი­კო­ვის და­ვა­ლე­ბით შეხ­ვდა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანუ მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, არ­მი­ის პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გეი ბე­სე­და. რო­გორც კი პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო პარ­ტი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა წევ­რო­ბის კან­დი­და­ტებ­თან გა­ი­მარ­თა შვე­ი­ცა­რი­ა­ში და, რამ­დე­ნა­დაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მათი მას­პინ­ძე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი. სწო­რედ მის ვი­ლა­ზე გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა", - აცხა­დებ­და მა­შინ ელი­სო კი­ლა­ძე ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც სწო­რედ კი­ლა­ძეს ეკუთ­ვნო­და. იქვე გაჩ­ნდა იგორ გი­ორ­გა­ძეს­თან და ცხინ­ვალ­ში ვი­ზი­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე "ნი­უ­სე­ბი", ამა­საც და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის რუ­სეთ­ში ვო­ი­ა­ჟებ­საც მისი პარ­ტი­ის მა­შინ­დე­ლი წევ­რე­ბი არ ადას­ტუ­რებ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც და მისი მა­შინ­დე­ლი პარტნი­ო­რი კოტე გო­გე­ლი­აც მოს­კოვ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. მათ შო­რის, რუ­სუ­ლი პრე­საც წერ­და ამის თა­ო­ბა­ზე. ამ­ჯე­რად კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს და­ი­წყებს სხვა პარ­ტი­ებ­თან ან პო­ლიტ­პერ­სო­ნებ­თან. კავ­ში­რე­ბი რუ­სეთ­ზე გავ­ლით, შე­საძ­ლოა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრშიც მო­ი­ძებ­ნოს. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ანსზე სა­უ­ბა­რი კახა კუ­კა­ვა­სა და სხვა, "ოც­ნე­ბი­სად­მი" ან­ტა­გო­ნის­ტუ­რად გან­წყო­ბილ ძა­ლებ­თა­ნაც და­ი­წყე­ბა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­ამ­ხა­ნა­გე­ბულ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას თა­მა­შობ­და, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც მი­უ­თი­თებ­დნენ, მა­გა­ლი­თად, გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი: "ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა არას­დროს და­მი­ნა­ხავს. მარ­თლა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ცი­ხი­დან არ გა­მო­უშ­ვებ­დნენ და საფ­რან­გეთ­ში მო­პა­რულ ფუ­ლებს არ გა­და­ა­ქაჩ­ვი­ნებ­დნენ".

ასეა თუ ისე, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ახლა პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა გო­რე­ლებს კარ­გად ახ­სოვთ, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე, წე­როს­ხე­ვის "მო­ნა­დი­რე­თა სახ­ლი", რო­მე­ლიც, ლა­მის, აგა­რა­კად ჰქონ­და ქცე­უ­ლი, პო­ლიტ­კონ­სულ­ტა­ცი­ებ­საც მარ­თავ­და და სა­ი­და­ნაც გა­მო­სუ­ლი მო­ქე­ი­ფე მონ­დი­რე­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ ში­ნა­ურ სა­ქო­ნელ­ზე ვარ­ჯი­შობ­დნენ ია­რა­ღის სრო­ლა­ში. მოკ­ლედ, "ქორი" და "ქო­რის პარ­ტია" ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რე­ბენ. თინა ხი­და­შე­ლის არ იყოს, მკვდრე­ბი არ ცო­ცხლდე­ბი­ან, მაგ­რამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აპი­რებ­სო და და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

ეკა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ირაკლი ოქრუაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს?!

ირაკლი ოქრუაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკაში ძალთა ახალი ბალანსი დაიწყება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილიც დიდ პოლიტიკაში დაბრუნებასა და გააქტიურებას აპირებს და საკუთარი, თითქმის მკვდრადქცეული პარტიის რეინკარნაციასა და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პირადად გეგმავს.

პარტია, რომელიც თეო ტლაშაძის ქოლგის იმედადღაა, სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს. დიდი პოლიტიკა დიდი ავიაცია არაა, რომ ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებდეს, მაგრამ ოქრუაშვილს დიდ პოლიტიკაში მოსაბრუნებლად ესოდენ შელახული იმიჯი შეუშლის ხელს. არადა, "ოქროს" არც ფული უჭირს და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ნაშოვნიც ბევრი შეირგო დედის რძესავით, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი არ ასვენებს. სხვა თუ არაფერი, კარგად გვახსოვს, ზარი ბაჩო ახალაიასთან სააკაშვილის მმართველობის დროს აქციებისას, მიტინგს დავშლით და მიშას უთხარი, პრემიერად დამნიშნოსო. ოქრუაშვილის სააკაშვილისგან გამიჯვნის რეალური მიზეზიც ხომ სწორედ ეს იყო. ოქრო ძალაუფლებას ეკონომიკის მინისტრის რანგში ვერ გრძნობდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, კოალიციის შექმნის სურვილიც აქვს და თვითმმართველობის არჩევნებში შიდა ქართლში პირადად აპირებს კენჭისყრას, რათა შემდგომ უფრო მაღალი თანამდებობის, გუბერნატორის პოსტი დაიკავოს სამომავლო ტრამპლინისთვის. ცნობილია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება და მის საპირწონედ შექმნილი სამხარეო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი სწორედ არჩეული კანდიდატებიდან შეირჩევა.

მართალია, საქართველოში პოლიტიკოსებს მალე ჩამოაწერენ ხოლმე ცოდვებს, მაგრამ ხალხს არც ისეთი ამნეზია სჭირს, ოქრუაშვილის ნაკეთები საქმეები დავიწყებოდეს. პოლიტიკური ექსპერტებისა თუ უბრალო მოხელეთა აზრით, მისი სახელი შემდეგი უბედურების დამკვიდრებასთან ასოცირდება: ბიზნესში - დაჭერასთან, ღამ-ღამობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბიზნესში "ჩაჯდომასა" და წილების გადაფორმების დამკვიდრებასთან ან უფრო ჟარგონულად "ახევასთან", ტელეკომპანია "იბერიაში" ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების შევარდნასთან, ბორდელების ტელეკამერებით ჩამოვლასთან, კამერების წინ დასაჭერ-დაჭერილების საწოლ ოთახში შევარდნასთან, ბუტა რობაქიძის საქმესთან, ჯარში სტრატეგიული დეპარტამენტების გაუქმებასა და გაუმჭვირვალე ტენდერებთან, უხარისხო ტექნიკის შეძენასთან, ჟანგიან ტანკებსა და ნეპოტიზმის აყვავებასთან, პროკურატურაში დასაკითხად მისული მოწმეების კაბინეტის აივნიდან გადახტომის მცდელობასთან (ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში, პროკურატურის შენობიდან ზოოპარკის ყოფილი დირექტორი დავით ნარსია ხტებოდა).

პარტიულ პოლიტიკაში: ავანტიურიზმთან, თანაპარტიელების მიერ გაფარჩაკებასა და ტყუილებში მხილებასთან, ერთმანეთის დასმენასა და ფულის მოტეხვასთან, უფრო დიდ პოლიტიკაში ტყუილ დაპირებებთან, პოპულისტობასა (ხან გმირად თავის წარმოჩინება, ხანაც ცრემლმორეული სიტყვების უკან წაღება, ხან ჟვანიას, ხანაც პატარკაციშვილის საქმეებით მანიპულირება და კვამლის გამოშვება) და წითელ ხიდზე ჩამოსვლის ფუჭ იმედებთან. მოკლედ, "ოქროს" ბაქიბუქს ფასი პოლიტიკაში დიდი ხანია ლარის კურსივით დაუვარდა. ერთხანს, მას "ტერორის მამასაც" უწოდებდნენ, თუმცა შემდგომ ეს პოლიტდევნას მიაწერეს და ახლა მას დიდი შრომა დასჭირდება, რომ რამენაირად ჯერ მოქმედ პოლიტიკურ სპექტრთან გამონახოს ენა, მერე ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ "ბუა" და "ტერორის ფუძემდებელი" არაა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ საქმე მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზეა, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ თავად ოქრუაშვილი აპირებს, კენჭი გორის რაიონიდან იყაროს, საიდანაც წარმოშობითაა. მართალია, ოქრუაშვილი დიდად არც გორელებს ეხატებათ გულზე, კარგად ახსოვთ გორელ ბიზნესმენებს მისი და მისი გუბერნატორი "ბიჭის", ქარელის "საქმენი საგმირონი", თუმცა მშობლიური ტყვიავი მაინც ერთადერთი ადგილია ოქრუაშვილისთვის, საიდანაც ფერფლიდან აღდგენას ეცდება.

არიან ისეთებიც, რომლებიც ოქრუაშვილის იქ დაბრუნებას უჭერენ მხარს, სადაც ის თბილისის აეროპორტიდან მიაბრძანეს გლდანის საპყრობილეში. იმ ჯარისკაცების ოჯახები, რომლებიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს სამხედრო ნაწილებში აწამეს, ფული გამოსძალეს და დაჭრეს. ამ ფაქტების შესახებ მასალები ომბუდსმენის, ჯერ კიდევ სოზარ სუბარისდროინდელი აპარატიდან, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის გადაუგზავნეს. მათ შორისაა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, გიორგი შარიქაძის, ჯარისკაც ვალერი სარიშვილის, ჯარისკაც ზვიად ბელთაძის საქმე და ა.შ. ჯარისკაცების დამცირების, ცემისა და დაჭრის ფაქტები ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში. ეს და სხვა მაკომპრომეტირებელი მასალები დღეს მოქმედ ხელისუფლებასაც აქვს გადანახული. ამას გარდა, პროკურატურაში საჩივრების შეტანა იმ ბიზნესმენების ნაწილმაც გადაწყვიტა, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის ზენიტში ყოფნის პერიოდში დაზარალდნენ. შესაძლოა თუ არა ოქრუაშვილის ხელახლა დაბარება პროკურატურაში, ამას დრო აჩვენებს.

ვის დაიყენებს ამჯერად გვერდით იმიჯშელახული ოქრუაშვილი, რომელსაც პარტიული რგოლებიდან თითქმის აღარავინ შემორჩა, მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილების ხარჯზე პარტიის აღდგენა ხომ ვეღარ გამოუვა?! რა თქმა უნდა, იქ აღარ წავა ეკა ბესელია, რომლის ინტერვიუებიდანაც კარგად გვახსოვს, როგორი ინტრიგები მოუწყვეს ერთხელ უკვე ოქრუაშვილის "ქართულ პარტიაში". მაშინ ბესელია თეო ტლაშაძის მისამართით იმასაც ამბობდა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად ამუშავებდნენ, "გასაფუჭებელ" ოპოზიციონერთაგან ალასანიას, გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს, ხოლო მათი ანტიპიარის სავარაუდო დამკვეთად კი ოქრუაშვილს მიანიშნებდა.

"მრისხანების დღის" ტყუილებმა, როცა ოქრუაშივლი, თითქოსდა, ჩამოსვლას აპირებდა და ხალხი გადააგდო, პოლიტიკაში ავანტიურისტის სახელი დაუმკვიდრა. მაშინ "მაესტროს" ეთერში კოკა გუნცაძემ ბლეფი უწოდა იმას, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი. "ქართული პარტიის" ყოფილმა წევრმა, კოკა გუნცაძემ მაშინ პარტიის თანათავმჯდომარეს ირაკლი ოქრუაშვილს "გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი" უწოდა.

ოქრუაშვილი, მართალია, პარიზში ეიფელის კაფეტერიაში ხვდებოდა მიშაზე განაწყენებულ მაშინდელ ოპოზიციონერებს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მაინც ვერა და ვერ დაიმკვიდრა პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯი - იგი რუსული სპეცსამსახურების წრეებს მიაბეს. პრესა და ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ მის კავშირებზე რუსეთის ფსბ-ს გავლენიან მაღალჩინოსნებთან, პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესსპიკერი ელისო კილაძე მაშინ ყვებოდა კიდეც, რომ ქართული პარტიის შექმნის დავალება ოქრუაშვილმა ეფესბე-ს მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელ გენერალ სერგეი ბესედასგან მიიღო. ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქში ჩაიყვანეს რუსეთის ეფესბე-ს შეფის ალექსანდრ ბორტნიკოვის (რომელიც პუტინის თანაკურსელია) დავალებითო, - აცხადებდა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესმდივანი.

"ოქრუაშვილს ბორტნიკოვის დავალებით შეხვდა ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის ანუ მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, არმიის პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. როგორც კი პირველი დავალება მიიღო პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა წევრობის კანდიდატებთან გაიმართა შვეიცარიაში და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მათი მასპინძელი იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. სწორედ მის ვილაზე გაიმართა პირველი შეხვედრა", - აცხადებდა მაშინ ელისო კილაძე ჩემთან ინტერვიუში. ლაშა ნაცვლიშვილის კოორდინირების შესახებ ინფორმაციაც სწორედ კილაძეს ეკუთვნოდა. იქვე გაჩნდა იგორ გიორგაძესთან და ცხინვალში ვიზიტების თაობაზე "ნიუსები", ამასაც და ოქრუაშვილის რუსეთში ვოიაჟებსაც მისი პარტიის მაშინდელი წევრები არ ადასტურებდნენ, თუმცა მოგვიანებით, ოქრუაშვილიც და მისი მაშინდელი პარტნიორი კოტე გოგელიაც მოსკოვში დააფიქსირეს. მათ შორის, რუსული პრესაც წერდა ამის თაობაზე. ამჯერად კი, როგორც ამბობენ, ოქრუაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს დაიწყებს სხვა პარტიებთან ან პოლიტპერსონებთან. კავშირები რუსეთზე გავლით, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოიძებნოს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ალიანსზე საუბარი კახა კუკავასა და სხვა, "ოცნებისადმი" ანტაგონისტურად განწყობილ ძალებთანაც დაიწყება. ოქრუაშვილი რომ სააკაშვილთან შეამხანაგებულ ოპოზიციონერობას თამაშობდა, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიუთითებდნენ, მაგალითად, გენერალი ტრისტან წითელაშვილი: "ოქრუაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს დამინახავს. მართლა ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, ციხიდან არ გამოუშვებდნენ და საფრანგეთში მოპარულ ფულებს არ გადააქაჩვინებდნენ".

ასეა თუ ისე, ოქრუაშვილი ახლა პოლიტდევნილის სტატუსის მორგებას ცდილობს, თუმცა გორელებს კარგად ახსოვთ, ატენის ხეობაში მდებარე, წეროსხევის "მონადირეთა სახლი", რომელიც, ლამის, აგარაკად ჰქონდა ქცეული, პოლიტკონსულტაციებსაც მართავდა და საიდანაც გამოსული მოქეიფე მონდირეები ადგილობრივ შინაურ საქონელზე ვარჯიშობდნენ იარაღის სროლაში. მოკლედ, "ქორი" და "ქორის პარტია" ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებენ. თინა ხიდაშელის არ იყოს, მკვდრები არ ცოცხლდებიან, მაგრამ ოქრუაშვილი აპირებსო და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა