კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს
უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს

უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, თუ კი­ევ­ში პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია Россия 24-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"თუ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ დარ­ჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, აზა­როვ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც საღი აზრი გა­ი­მარ­ჯვებს და მხა­რე­ე­ბი კომ­პრო­მისს მი­აღ­წე­ვენ.

Liga.net-ის ცნო­ბით, მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ი­და­ნის დარ­ბე­ვას რვა ათა­სი ძა­ლო­ვა­ნით აპი­რებს.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნა­ში დღე­ი­დან ამოქ­მედ­და 16 იან­ვარს, უმაღ­ლე­სი რა­დას მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საპ­რო­ტექ­სტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სებს ამ­კაც­რებს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია TCN იუ­წყე­ბა.

ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, იკ­რძა­ლე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში ნიღ­ბე­ბი­თა და ჩა­ფხუ­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბა­რი­კა­დე­ბის აგე­ბა და კარ­ვე­ბის გაშ­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მათ შე­ე­ფარ­დე­ბათ ჯა­რი­მე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა, ჯგუ­ფუ­რი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში 2-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა, მი­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ მუ­ქა­რის­თვის კი 7-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. იკ­რძა­ლე­ბა ავ­ტო­კო­ლო­ნა­ში ხუთ­ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბაც.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლე­ებ­სა და მათ ნა­თე­სა­ვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 8,5 ათა­სი გრივ­ნის ოდე­ნო­ბით.

16 იან­ვარს უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი ხე­ლის აწე­ვით მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, კი­ევ­ში ბოლო დღე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს 1500-მდე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შორი 30 ჟურ­ნა­ლის­ტი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია TCN-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს

უკრაინის პრემიერი - თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადებით, თუ კიევში პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ძალას გამოიყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ტელეკომპანია Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ პროვოკატორები არ გაჩერდებიან, ხელისუფლებას კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენების გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩება", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, აზაროვმა იმედი გამოთქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საბოლოოდ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.

Liga.net-ის ცნობით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მაიდანის დარბევას რვა ათასი ძალოვანით აპირებს.

ამასთან, უკრაინაში დღეიდან ამოქმედდა 16 იანვარს, უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონები, რომლებიც საპროტექსტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ ტელეკომპანია TCN იუწყება.

ახალი კანონების თანახმად, იკრძალება საპროტესტო აქციებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილეობა, ბარიკადების აგება და კარვების გაშლა სპეციალური ნებართვის გარეშე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეფარდებათ ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში 2-წლამდე პატიმრობა, მილიციელის მიმართ მუქარისთვის კი 7-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. იკრძალება ავტოკოლონაში ხუთზე მეტი ავტომობილით გადაადგილებაც.

ამასთან, მოსამართლეებსა და მათ ნათესავებზე ინფორმაციის შეგროვებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8,5 ათასი გრივნის ოდენობით.

16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი კანონები ხელის აწევით მიიღო.

შეგახსენებთ, კიევში ბოლო დღეების დაპირისპირების დროს 1500-მდე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორი 30 ჟურნალისტი.

მომზადებულია TCN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა