გვანცა ჯაფარიძე მაყურებელმა პროექტ ''საქართველოს ვარსკვლავიდან'' გაიცნო. ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ საზოგადოებას თავი განსაკუთრებული ხმის ტემბრით და შესრულებით დაამახსოვრა. მას შემდეგ გვანცა ტელევიზიით იშვიათად გვინახავს, მაგრამ საშობაო მიუზიკლ ''ლურჯ ფრინველში'' მისმა შესრულებულმა წყალქვეშა სცენამ მაყურებელი შოკში ჩააგდო. ყველაზე რთული დავალება გვანცას ერგო, თუმცა თავი კარგად გაართვა. ჩვენს რესპონდენტს მძლეოსნობის ფედერაციაში შევხვდით.- გვანცა, როგორია შენი ცხოვრება ''საქართველოს ვარსკვლავის'' დამთავრების შემდეგ?- პირველ რიგში, ასე თუ ისე ცნობადი სახე გავხდი, ხალხმა გამიცნო და ეს ბევრ რამეში მეხმარება, ჩემთვის ყველაფერი შედარებით ადვილი გახდა. რაც მთავარია, ისევ ვმღერი ცოცხალ ბენდთან. მყავს მენეჯერი, კახაბერ ხოშტარია, რაშიც ნამდვილად ძალიან გამიმართლა. ერთ-ერთ კლუბში ვმღერი, სადაც საკმაოდ ნორმალური ხალხი დადის. საინტერესო რეპერტუარი მაქვს. კვანჭიანისა და ჯღარკავას ბენდებთან ვმუშაობ, რაც ჩემი კარიერისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან უდიდეს გამოცდილებას ვიძენ.
- მძლეოსნობის ფედერაციაში როგორ მოხვდი?- აქ ''საქართველოს ვარსკვლავის'' პერიოდშიც ვმუშაობდი. თავიდან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სპორტული ღონისძიებების მენეჯერი ვიყავი. ჩემი ორგანიზებით ჩამოყალიბდა მოძრაობა - ''ჩემი ქალაქი დარბის'' და აპრილიდან დაწყებული ძალიან ხშირად ვატარებდით სამოყვარულო მარათონებს. ჩემი უფროსი, ალექსი ახვლედიანი ყველაფერში ხელს მიწყობდა. ამჟამად ვარ მძლეოსნობის ფედერაციის სახე. ოქტომბრიდან ოლიმპიურ კომიტეტში გადმოვედი სამუშაოდ და ''თბილისი 2015''-ში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღონისძიებების ერთ-ერთი ივენთმენეჯერი ვარ. - პროექტის მონაწილეებიდან ვისთან შემოგრჩა მეგობრული ურთიერთობა?- ყველაზე კარგი ურთიერთობა მარიკო ლეჟავასთან მაქვს. დავმეგობრდით. არადა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას. თქვენ წარმოიდგინეთ, პროექტში ერთმანეთს ''ვესწერვებოდით'' კიდეც. შოუს დამთავრების შემდეგ ყველა კარგად გავიცანი, ვინ ვინ იყო. იხილეთ სტატიის გაგრძელება