საქართველოში ზამთრის სეზონზე, სუსხიან ამინდში, ბეწვეულისგან დამზადებული სამოსის გამოყენება აქტუალური და მოდურა. დღეს ბეწვის სამოსი აცვია არა მხოლოდ ჩვენს ბებიებს, არამედ ახალგაზრდებს და ბავშვებსაც კი. ქურქები რომ საქართველოში ძალიან უყვართ, ოპერის გახსნის ცერემონიალზეც გამოჩნდა. სოციალურ ქსელში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ ღონისძიებაზე მიწვეულთა ჩაცმულობას...
მართალია, მოდური და ლამაზი ბეწვი სიცივისგანაც გვიცავს, თუმცა არის ერთი პრობლემა - საბრალო ცხოველები, რომლებიც ადამიანების გაზრდილ მოთხოვნილებებს ეწირებიან. თბილისის მაღაზიებში ნატურალური ბეწვისგან შექმნილი სამოსი მრავლადაა და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს.
ამ საკითხზე ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, თინათინ ჭავჭანიძეს ვესაუბრეთ:
- ნატურალური ბეწვისგან შეკერილი სამოსის პოპულარობა ქვეყნის ჩამორჩენილობის მანიშნებელია. ჩვენს კლიმატურ პირობებში არანაირი აუცილებლობა არ არის, ნატურალური ბეწვი გვეცვას. მით უმეტეს, როცა არსებობს ხარისხიანი ხელოვნური ბეწვი. 21-ე საუკუნეში ნატურალური ბეწვის ჩაცმა ცუდ ტონად მიიჩნევა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ იმისთვის, რომ შენ კარგად გამოიყურებოდე, ცოცხალი არსება უნდა მოკლა, გაატყავო და ჩაიცვა, არადა, მე პირიქით მგონია. ადამიანის სხეულზე მორგებული მელიისთავიანი ბეწვი ცუდი გემოვნების ნიშანია. ზნეობა უკვე ცალკე თემაა - როდესაც თავს უფლებას აძლევ, ცოცხალი არსება შესწირო შენს ვითომ კარგ გარეგნობას. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 60-იანი წლების საპანაშვიდე მოდა მძლავრობს. მსოფლიოში თუკი ვინმეს შერჩა ასეთი მენტალობა, დასცინიან და საღებავებს ასხამენ, იმიტომ, რომ ეს არის უზნეობა.
- ბეწვეული ოდითგანვე პოპულარული იყო, თანაც ის ადამიანები ხომ არ კლავენ ცხოველებს, ვისაც ეს აცვია?
- ჩვენს ბებიებს არჩევანი არ ჰქონდათ, მას შემდეგ კი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ადრე თუ ბეწვი გეცვა, ეს სიმდიდრის მაჩვენებელი იყო. მგონია, რომ ეს ტენდენცია ცოტა მოძველდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ბეწვის მიღმა ცოცხალი არსება იყო და ეს ბეწვი მასზე მეტად სჭირდებოდა. თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ ატყავებენ ცხოველებს, ყველგან დევს ასეთი სახის ვიდეომასალა და შეუძლიათ ნახონ. ამას მთელი მსოფლიო გმობს. ეგებ რამეში მაინც ავუწყოთ ფეხი დანარჩენ სამყაროს? არ შეიძლება ხეებს ჭრიდე, ცხოველს ატყავებდე და გეგონოს, რომ ევროპისკენ მიდიხარ. პირიქით, მიდიხარ პირველყოფილი საზოგადოებისკენ.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ჩვენი თანამოქალაქეები:
ნინო, 42 წლის:
- ბეწვის ქურქი ვიზუალურად ლამაზია, თანაც ზამთარში მისი გამოყენება ძალიან პრაქტიკულია. მე პირადად ძვირად ღირებული ქურქის შეძენის საშუალება არა მაქვს, ბეწვის ქუდებს კი სიამოვნებით ვიყენებ. მართალია, ამ ყველაფერს ცხოველები ეწირებიან, მაგრამ ამ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ არც მათი ხორცი უნდა მივირთვათ. ცხოველთა დამცველები ერთსა და იმავეს გაიძახიან და ამ დროს ხორცს მშვენივრად მიირთმევენ. თანაც ეს ჩვენ არ გამოგვიგონია, ბეწვისგან შეკერილ ქურქებს დიდი ხანია იყენებენ, ასე რომ, ამაზე ლაპარაკი ცოტა უაზრობად მეჩვენება.
ნათია, 35 წლის:
- მე ჩემს შვილსაც ვუყიდე ბეწვის ქურქი, რადგან ნატურალური ბეწვი ბევრად ხარისხიანი და თბილია. როცა ყინვა და სიცივეა, რატომაც არ უნდა ჩავიცვათ? ცხოველები კი მეცოდებიან, მაგრამ ჩვენც გვჭირდება ხარისხიანი სამოსი.
თემო, 27 წლის:
- საშინელებაა, გოგონები მხარზე მოგდებული მელიის თავებით რომ დადიან ქუჩაში. ცხოველს რომ თავი დავანებოთ, დიდი გოიმობაა 21-ე საუკუნეში ახალგაზრდა ქალი ბებიის ბეწვით რომ დადის. მარაზმია, ასე რომ ექცევიან ცხოველებს თავიანთი "სვეცკობის" გამო.
ქეთი საგინაშვილი
AMBEBI.GE
ნახეთ ვიდეო| რა ღირს "შუბები" თბილისში: "ზოგიერთის ფასი 20 000 დოლარს აღწევს"
იხილეთ ასევე: "ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი" - ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოება გააკრიტიკეს
am sakiTxze `yvela siaxles~ cxovelTa uflebebis dacvis komitetis Tavmjdomare TinaTin WavWaniZe esaubreba:_ naturaluri bewvisgan Sekerili samosis popularoba qveynis CamorCenilobis maniSnebelia. Cvens klimatur pirobebSi aranairi aucilebloba ar aris, naturaluri bewvi gvecvas. miT umetes, roca arsebobs xarisxiani xelovnuri bewvi. 21-e saukuneSi naturaluri bewvis Cacma cud tonad miiCneva. warmoidgineT, mxolod imisTvis, rom Sen kargad gamoiyurebode, cocxali arseba unda mokla, gaatyavo da Caicva, arada, me piriqiT mgonia. adamianis sxeulze morgebuli meliisTaviani bewvi cudi gemovnebis niSania. zneoba ukve calke Temaa _ rodesac Tavs uflebas aZlev, cocxali arseba Seswiro Sens viTom karg garegnobas. samwuxarod, dRes saqarTveloSi 60-iani wlebis sapanaSvide moda mZlavrobs. msoflioSi Tuki vinmes SerCa aseTi mentaloba, dascinian da saRebavebs asxamen, imitom, rom es aris uzneoba.
_ bewveuli odiTganve popularuli iyo, Tanac is adamianebi xom ar klaven cxovelebs, visac es acvia?
_ Cvens bebiebs arCevani ar hqondaT, mas Semdeg ki Zalian bevri ram Seicvala. adre Tu bewvi gecva, es simdidris maCvenebeli iyo. mgonia, rom es tendencia cota moZvelda. TiToeulma Cvenganma unda gaacnobieros, rom am bewvis miRma cocxali arseba iyo da es bewvi masze metad sWirdeboda. Tuki vinmes ainteresebs, rogor atyaveben cxovelebs, yvelgan devs aseTi saxis videomasala da SeuZliaT naxon. amas mTeli msoflio gmobs. egeb rameSi mainc avuwyoT fexi danarCen samyaros? ar SeiZleba xeebs Wride, cxovels atyavebde da gegonos, rom evropisken midixar. piriqiT, midixar pirvelyofili sazogadoebisken.
sainteresoa, ras fiqroben am sakiTxze Cveni Tanamoqalaqeebi:
nino, 42 wlis:
_ bewvis qurqi vizualurad lamazia, Tanac zamTarSi misi gamoyeneba Zalian praqtikulia. me piradad ZviradD Rirebuli qurqis SeZenis saSualeba ara maqvs, bewvis qudebs ki siamovnebiT viyeneb. marTalia, am yvelafers cxovelebi ewirebian, magram am logikas Tu mivyvebiT, maSin arc maTi xorci unda mivirTvaT. cxovelTa damcvelebi erTsa da imaves gaiZaxian da am dros xorcs mSvenivrad miirTmeven. Tanac es Cven ar gamogvigonia, bewvisgan Sekeril qurqebs didi xania iyeneben, ase rom, amaze laparaki cota uazrobad meCveneba.
naTia, 35 wlis:
_ me Cems Svilsac vuyide bewvis qurqi, radgan naturaluri bewvi bevrad xarisxiani da Tbilia. roca yinva da sicivea, ratomac ar unda CavicvaT? cxovelebi ki mecodebian, magram Cvenc gvWirdeba xarisxiani samosi.
Temo, 27 wlis:
_ saSinelebaa, gogonebi mxarze mogdebuli meliis TavebiT rom dadian quCaSi. cxovels rom Tavi davaneboT, didi goimobaa 21-e saukuneSi axalgazrda qali bebiis bewviT rom dadis. marazmia, ase rom eqcevian cxovelebs TavianTi `sveckobis~ gamo.