პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"
"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის იური ლუ­ცენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მა­ი­და­ნი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მხო­ლოდ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შედ­გა და არა - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

"ჩვენს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შემ­დგა­რა, მხო­ლოდ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. ჩვენ მათ მა­ი­და­ნის მო­თხოვ­ნე­ბი გა­და­ვე­ცით, რო­მე­ლიც ია­ნუ­კო­ვიჩს უნდა მო­ახ­სე­ნონ, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ია­ნუ­კო­ვი­ჩი წყვეტს", - გა­ნა­ცხა­და ლუ­ცენ­კომ.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ან­დრეი კლუ­ე­ვი, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ან­დრეი პორ­ნო­ვი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ელე­ნა ლუ­კა­ში ეს­წრე­ბოდ­ნენ.

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბა­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ბან კი მუნ­მა. ბან კი მუნი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, უკ­რა­ი­ნა­ში აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოს.

"გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა, თავი აა­რი­დონ ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და ძა­ლა­დო­ბას და და­იც­ვან აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი", - ნათ­ქვა­მია ბან კი მუ­ნის პრესმდივ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დი­ა­ლო­გის­კენ მო­უ­წო­დებს.

კი­ევ­ში, გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე ძა­ლოვ­ნებ­სა და ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

კი­ევ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა 19 იან­ვარს გა­ნახ­ლდა. ევ­რო­მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რა­დას მიერ 16 იან­ვარს მი­ღე­ბულ­მა კა­ნო­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სებს ამ­კაც­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Hromadske Tv-ს მი­ხედ­ვით.

"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"

"მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები"

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებით, მაიდანისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მხოლოდ კონსულტაციები შედგა და არა - მოლაპარაკებები. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"ჩვენს შორის მოლაპარაკებები არ შემდგარა, მხოლოდ კონსულტაციები გაიმართა. ჩვენ მათ მაიდანის მოთხოვნები გადავეცით, რომელიც იანუკოვიჩს უნდა მოახსენონ, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ იანუკოვიჩი წყვეტს", - განაცხადა ლუცენკომ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანდრეი კლუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორნოვი და იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში ესწრებოდნენ.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. ბან კი მუნი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინაში აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პრინციპები უზრუნველყოს.

"გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ესკალაციასა და ძალადობას და დაიცვან აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დემოკრატიული პრინციპები", - ნათქვამია ბან კი მუნის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ძალოვნებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიევში დაპირისპირება 19 იანვარს განახლდა. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

მომზადებულია Hromadske Tv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა