ძლიერი ყინვების გამო ვალეში სასმელი წყლის სისტემა გაიყინა და დაახლოებით ერთი თვეა, ასამდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
"მკაცრი ზამთარი იყო, ყინვების გამო ბევრ უბანში სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი გაიყინა. იმატა ავარიულმა სიტუაციებმაც", - ამბობს ვალეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილი.
მისივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად ყოველდღე მუშაობენ.