პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს
Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს

ამე­რი­კუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Freedom House-ის პრე­ზი­დენ­ტი, დე­ვიდ კრე­მე­რი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი უნდა შე­მო­ი­ღოს. ამის შე­სა­ხებ კრე­მერ­მა "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა უნდა და­ურ­ე­კოს ია­ნუ­კო­ვიჩს და უთხრას, რომ თუ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არ შე­წყვეტს, ის იმ სიას ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ აშშ სან­ქცი­ებს და­ა­წე­სებს. მო­ვი­და დრო, რომ არა მხო­ლოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი, არა­მედ ეს გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კრე­მერ­მა.

ამას­თან, კრე­მე­რი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნა­ში აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სე­ნა­ტო­რე­ბის-ჯონ მა­კ­კე­ი­ნის, კრის მერ­ფის და ბენ კარ­დი­ნის გამ­გზავ­რე­ბას.

"და­სავ­ლე­თი უნდა დად­გეს მათ და­სა­ცა­ვად, ვინც გა­მო­დის პარ­ტია "რე­გი­ო­ნე­ბის" ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ თა­ვი­ანთ საქ­ცი­ელ­ზე", - აღ­ნიშ­ნა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

კი­ევ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი 19 იან­ვარს და­ი­წყო. ევ­რო­მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რა­დას მიერ 16 იან­ვარს მი­ღე­ბულ­მა კა­ნო­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სებს ამ­კაც­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს

Freedom House- აშშ-მა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს

ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის პრეზიდენტი, დევიდ კრემერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები უნდა შემოიღოს. ამის შესახებ კრემერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უნდა დაურეკოს იანუკოვიჩს და უთხრას, რომ თუ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, ის იმ სიას ჩაუდგება სათავეში, რომელთა წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს. მოვიდა დრო, რომ არა მხოლოდ განიხილებოდეს სანქციების დაწესების საკითხი, არამედ ეს განხორციელდეს", - განაცხადა კრემერმა.

ამასთან, კრემერი მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სენატორების-ჯონ მაკკეინის, კრის მერფის და ბენ კარდინის გამგზავრებას.

"დასავლეთი უნდა დადგეს მათ დასაცავად, ვინც გამოდის პარტია "რეგიონების" ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ საქციელზე", - აღნიშნა უფლებადამცველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა