მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)
როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)

თბი­ლის­ში ჩა­ხუ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან და გამ­ვლე­ლებს ეხუ­ტე­ბი­ან.

მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "თბი­ლი­სი 2015"-ის თი­ლის­მე­ბი, ვე­ფხვი და ბიჭი, რო­მელ­თა პრე­ზენ­ტა­ცია დღეს მოხ­და.

გამ­ვლე­ლებს ეხუ­ტე­ბი­ან და აქ­ცი­ა­ში ასე­ვე იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ევ­რო­პის 2014 წლის მძლე­ოს­ნო­ბის გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის "თბი­ლი­სი 2014"-ის თი­ლის­მა ციყ­ვი "კოკო". ასე­ვე მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხუ­ტე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მახ­სოვ­რო სტი­კე­რებს ჩა­ხუ­ტე­ბის პრო­ცეს­ში ზურ­გზე აკ­რა­ვენ.

"ჩა­ხუ­ტე­ბის დღის იდეა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბი­სა და კე­თილ­გან­წყო­ბის გა­მო­ხატ­ვაა. ამ ჟეს­ტით გვსურს გა­დავ­დგათ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ეხ­მი­ა­ნე­ბა ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ სლო­განს "ნა­ბი­ჯი მო­მავ­ლის­კენ". დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე კი მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბას შემ­დე­გი სლო­გა­ნით ვიქ­ცევთ "ჩაგ­ვე­ხუ­ტეთ და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი მო­მავ­ლის­კენ" გა­ნუ­ცხა­და"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ანი გი­უნ­ტერ­მა.

თბი­ლის­ში ჩა­ხუ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­ი­წყო, რის შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. ჩა­ხუ­ტე­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე ეწ­ვე­ვი­ან ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კორ­პუ­სი­სა და თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას.

ეს დღე აშშ-ში 1986 წელს სა­ხელ­წო­დე­ბით - "ეროვ­ნუ­ლი ჩა­ხუ­ტე­ბის დღე" და­არ­სდა. შემ­დეგ კი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და და სა­ხელ­წო­დე­ბაც იც­ვა­ლა. მას ჩა­ხუ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე და­ერ­ქვა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)

როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)

თბილისში  ჩახუტების საერთაშორისო დღე  აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე იკრიბებიან და გამვლელებს ეხუტებიან.

მათთან ერთად იმყოფებიან ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის თილისმები, ვეფხვი და ბიჭი, რომელთა პრეზენტაცია დღეს მოხდა.

გამვლელებს ეხუტებიან და აქციაში ასევე იღებენ მონაწილეობას ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის "თბილისი 2014"-ის თილისმა ციყვი ”კოკო”. ასევე მოხალისეები, რომლებიც ეხუტებიან მოსახლეობას და პარალელურად სამახსოვრო სტიკერებს ჩახუტების პროცესში ზურგზე აკრავენ.

"ჩახუტების დღის იდეა ადამიანების მიმართ სითბოს, ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამოხატვაა. ამ ჟესტით გვსურს გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოებისკენ, რომელიც ეხმიანება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარ სლოგანს "ნაბიჯი მომავლისკენ". დღევანდელ აქციაზე კი მოსახლეობის ყურადღებას შემდეგი სლოგანით ვიქცევთ "ჩაგვეხუტეთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ" განუცხადა"ინტერპრესნიუსს" საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიუნტერმა.

თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო, რის შემდეგ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ჩახუტების აქციაში მონაწილეები ასევე ეწვევიან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას.

ეს დღე აშშ-ში 1986 წელს სახელწოდებით - "ეროვნული ჩახუტების დღე" დაარსდა. შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც იცვალა. მას ჩახუტების საერთაშორისო დღე დაერქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია