პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ
დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ

წმი­და მა­რი­ნეს ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი და­ვი­თი (ისა­კა­ძე) ambebi-ge-სთან სა­უ­ბარ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც მან გა­ზეთ "კვი­რის ქრო­ნი­კას­თან" გა­ა­კე­თა.

"თუ ცი­ხის ბუნ­ტის დროს ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ბო­კე­რი­ას, ეს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, სა­ჯა­როდ უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, რომ მას არ გა­უ­კე­თე­ბია ეს გან­ცხა­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გვრჩე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მას და­გეგ­მი­ლი აქვს ახა­ლი სის­ხლი­ა­ნი დრა­მა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ზეთ "კვი­რის ქრო­ნი­კა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით, "რა კომ­პრო­მა­ტე­ბი და­უ­დეს ერ­თმა­ნეთს "ნა­ცი­ო­ნალ­მა" ბო­სებ­მა და რო­მე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ლი­დე­რე­ბი აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან".

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ 17 იან­ვარს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მთა­ვარ ოფის­ში პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მთა­ვა­რი სა­კი­თხი "კე­ზე­რას საქ­მე" იყო. პარ­ტი­ულ­მა თავ­ყრი­ლო­ბამ დიდ აყალ­მა­ყალ­ში ჩა­ი­ა­რა. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც გიგა ბო­კე­რი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მან თა­ნა­გუნ­დე­ლებს მო­უ­წო­და, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ ბრძო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა მის მო­წო­დე­ბას პარ­ტი­ის ნა­წი­ლი კრი­ტი­კით შეხ­ვდა. ბო­კე­რი­ამ მათ სულ ფა­რი­სევ­ლე­ბი ეძა­ხა. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია გიგა ბო­კე­რი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის მი­მართ, რო­მე­ლიც მან ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა. ბო­კე­რი­ამ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ახ­სე­ნა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს, ეკ­ლე­სი­ა­სა და პატ­რი­არ­ქს შე­ფა­რუ­ლად მხა­რი რომ არ და­ე­ჭი­რათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, არ­ჩევ­ნე­ბი სულ სხვა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბო­და, ხალ­ხის დიდ ნა­წილს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა უბიძ­გეს ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რა­დო.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, გიგა ბო­კე­რი­სას უთ­ქვამს: "მე იმას მა­ინც ვა­ცხა­დებ, რომ ათე­ის­ტი ვარ და ეკ­ლე­სი­აც და პატ­რი­არ­ქიც ფე­ხებ­ზე მკი­დია, თქვენ კი, დი­ლით მი­შას­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დით და სა­ღა­მოს მაგ თქვენ პატ­რი­არ­ქთან... ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალ­ხის გა­მო­მა­თაყ­ვა­ნე­ბელ პატ­რი­არ­ქსა და მღვდლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით დავ­ხვრეტ­დი...".

დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ

დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ

წმიდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) ambebi-ge-სთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს, რომელიც მან გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" გააკეთა.

"თუ ციხის ბუნტის დროს ადამიანის წამებაში ეჭვმიტანილ ბოკერიას, ეს განცხადება არ გაუკეთებია, საჯაროდ უნდა გამოაცხადოს, რომ მას არ გაუკეთებია ეს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას დაგეგმილი აქვს ახალი სისხლიანი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

შეგახსენებთ, გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით, "რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს "ნაციონალმა" ბოსებმა და რომელი "ნაციონალი" ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან".

სტატიის ავტორი წერს, რომ 17 იანვარს "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი "კეზერას საქმე" იყო. პარტიულმა თავყრილობამ დიდ აყალმაყალში ჩაიარა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა მის მოწოდებას პარტიის ნაწილი კრიტიკით შეხვდა. ბოკერიამ მათ სულ ფარისევლები ეძახა. სტატიაში მოყვანილია გიგა ბოკერიას შეურაცხმყოფელი სიტყვები სამღვდელოებისა და პატრიარქის მიმართ, რომელიც მან ამ შეხვედრაზე გააკეთა. ბოკერიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენა თანაპარტიელებს, ეკლესიასა და პატრიარქს შეფარულად მხარი რომ არ დაეჭირათ ბიძინა ივანიშვილისთვის, არჩევნები სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა, ხალხის დიდ ნაწილს სასულიერო პირებმა უბიძგეს ივანიშვილის მხარდასაჭერადო.

როგორც სტატიის ავტორი წერს, გიგა ბოკერისას უთქვამს: "მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდით და საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთან... ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომათაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი...".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია