პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა
25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ჟურ­ნალ "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" ორ­გა­ნი­ზე­ბით და კომ­პა­ნია "ვი­სო­ლის" მხარ­და­ჭე­რით გა­მარ­თუ­ლი, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­კურ­სი - "ოქ­როს საჭე 2013" სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი გა­მოდ­გა. რჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" რამ­დე­ნი­მე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბით: www.autobild.ge, www.sportall.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასე­ვე "ვი­სო­ლის" ვებ გვერ­დი­სა და facebook პრო­ფი­ლის მეშ­ვე­ო­ბით 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა 31 დე­კემ­ბერს შე­წყდა.

კონ­კურ­სში 25 ათა­სამ­დე ავ­ტო­მოყ­ვა­რულ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა. სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის კამ­პა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო დი­ლე­რე­ბი, ავტო ბრენ­დის ფან კლუ­ბე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

6 სხვა­დას­ხვა კლას­ში (SUV კლა­სი, ვე­ნე­ბის კლა­სი, კომ­პაქ­ტუ­რი კლა­სი, კუ­პე­ე­ბი და კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბი, მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ან­თა კლა­სი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი კლა­სი) გა­და­ნა­წი­ლე­ბულ სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლებს 30 იან­ვარს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე გა­მარ­თულ გალა-და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­მო­ავ­ლე­ნენ, რო­მელ­საც "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს­თან" ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტის ასო­ცი­ა­ცია უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ თე­მას მო­ი­ცავს: ავ­ტოს­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა და "ოქ­როს საჭე 2013"- ის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა.

"ოქ­როს საჭე" გერ­მა­ნი­ა­ში 1976 წლი­დან და­ი­წყო და დღეს "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ოს­კა­რის" სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ვი­სი უხ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნოს მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და გახ­დეს "ოქ­როს საჭე 2013"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, - აცხა­დებს "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ლაშა წიკ­ლა­უ­რი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

საავტომობილო ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით გამართული, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი - "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოდგა. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა „პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით: www.autobild.ge, www.sportall.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე „ვისოლის" ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა 31 დეკემბერს შეწყდა.

კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.

6 სხვადასხვა კლასში (SUV კლასი, ვენების კლასი, კომპაქტური კლასი, კუპეები და კაბრიოლეტები, მცირელიტრაჟიანთა კლასი, საშუალო და მაღალი კლასი) გადანაწილებულ საუკეთესო ავტომობილებს 30 იანვარს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულ გალა-დაჯილდოების ცერემონიალზე გამოავლენენ, რომელსაც "AUTO BILD საქართველოსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია უწევს ორგანიზებას. ღონისძიება ორ თემას მოიცავს: ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და "ოქროს საჭე 2013"- ის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

"ოქროს საჭე" გერმანიაში 1976 წლიდან დაიწყო და დღეს "საავტომობილო ოსკარის" სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი საშუალებას აძლევს ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელს საქართველოში, რომ წარმოაჩინოს თავისი უხლესი მოდელები, ფართო საზოგადოებას გააცნოს მათი უპირატესობები და გახდეს "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებული, - აცხადებს “AUTO BILD საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერი ლაშა წიკლაური.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია