თბილისში მდებარე 198-ე საბავშვო ბაღში მსუბუქი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა, საბავშვო ბაღში ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
როგორც თემურ გიორგაძემ აღნიშნა, ადგილზე 12 სახანძრო მანქანა იყო მისული, თუმცა ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძროს მუშაობაც საკმარისი გახდა.
ბაღის შენობიდან დროულად განხორციელდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ევაკუაცია.