პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპ ლეფორი - სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულია
ფილიპ ლეფორი - სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულია

ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან, ფი­ლიპ ლე­ფო­რი ცხინ­ვალ­ში სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენტს, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს შეხ­ვდა. რო­გორც ოსუ­რი მე­დია წერს, შეხ­ვედ­რი­სას თი­ბი­ლოვ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ა­ზე მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბა.

"ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა დის­კუ­სი­ე­ბის მომ­დევ­ნო რა­უნ­დზე უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თი­ბი­ლოვ­მა.

თა­ვის მხრივ ფი­ლიპ ლე­ფორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა პირ­ველ ად­გილ­ზე დგას.

"ომის რის­კი გა­მო­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს. იმი­სათ­ვის, რომ ამის გა­რან­ტი­ე­ბი მი­ვი­ღოთ, რო­გორც ოსუ­რი მხა­რე, ასე­ვე ჩვენ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას ვდებთ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ლე­ფორ­მა.

ამას­თან, რო­გორც ოსუ­რი მე­დია წერს, ფი­ლიპ ლე­ფორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის სტა­ტუ­სი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი, რეს­პუბ­ლი­კის ხალ­ხის მიერ დიდი ხა­ნია, გან­სა­ზღვრუ­ლია. "ამ პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ", - დას­ძი­ნა ლე­ფორ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფილიპ ლეფორი - სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულია

ფილიპ ლეფორი - სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულია

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. როგორც ოსური მედია წერს, შეხვედრისას თიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიაზე მთავარი მიზანია ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხის განხილვა დისკუსიების მომდევნო რაუნდზე უფრო პროდუქტიული იქნება", - განაცხადა თიბილოვმა.

თავის მხრივ ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხის განხილვა პირველ ადგილზე დგას.

"ომის რისკი გამორიცხული უნდა იყოს. იმისათვის, რომ ამის გარანტიები მივიღოთ, როგორც ოსური მხარე, ასევე ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ჟენევის დისკუსიებზე", - აღნიშნა ლეფორმა.

ამასთან, როგორც ოსური მედია წერს, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ", - დასძინა ლეფორმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"