ჩილეში, ქალაქ კონსეფსიონში მცხოვრები 18 წლის ვერონიკა კარერა ჩაპარო პოლიციამ დააკავა, რადგანაც "ფეისბუქში" ჯერ კიდევ დაუბადებელ შვილს სულ რაღაც 68 გირვანქა სტერლინგად ყიდდა.
ჩვილის გაყიდვაში ვერონიკას დედა და დაც ეხმარებოდნენ, სამართალდამცავებმა ისინიც დააკავეს. როგორც პოლიციამ განაცხადა, ფეხმძიმე თინეიჯერს ოჯახის წევრები აიძულებდნენ, რომ ჩვილი ან გაეყიდა, ან აბორტი გაკეთებინა, ან გაეშვილებინა. როგორც კი გოგონამ "ფეისბუქში" ბავშვის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დადო, უშვილო წყვილებმა ნამდვილი ომი გააჩაღეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.