ფუნქციონალური დატვირთვის გარდა, საკუთარი არქიტექტურით, პენტაგონი უდაოდ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი შენობაა. ამ ხუთკუთხედში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს თავდაცვის უწყებაა განთავსებული.
1940 წელს, აშშ-ის ადმინისტრაციას, ვაშინგტონის შემოგარენში 17 სხვადასხვა შენობაში მომუშავე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 26 ათასი თანამშრომლის ერთ შენობაში განთავსების იდეა მოუვიდა. ქვეყნის პრეზიდენტმა რუზველტმა აზრი მოიწონა და ვაშინგტონის მახლობლად შესაფერისი ადგილის მოძებნის განკარგულება გასცა. პირველად ვარიანტად არლინგტონი განიხილებოდა. მომავალი შენობის ხუთკუთხედი ფორმა სწორედ ამ ადგილმა განაირობა. არლინგტოთან მდებარე დიდ გზაჯვარედინზე რამდენიმე გზა ერთმანეთს 108 გრადუსიანი კუთხით კვეთდა. გეომეტრიისგან შორს მყოფი პირებისთვის ავღნიშნავთ, რომ ტოლგვერდა ხუთკუთხედი, რომელსაც ძველმა ბერძნებმა "პენტაგონი" უწოდეს, სწორედ 108 გრადუსით თანაკვეთი წრფეებით აიგება.
პენტაგონის მშენებლობა 1941 წლის 11 სექტემბერს, პირვანდელი ადგილიდან ოდნავ მოშორებით დაიწყეს - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უწყების სასაფლაოს მეზობლად აშენების იდეა არც ისე მომხიბლველი იყო.
ხუთხკუთა ფორმის წყალობით, პენტაგონი მსოფლიოში ყველაზე ერგონიმიკულ შენობად ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით, მას 5 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართული აქვს. შენობის 10 დერეფანი კონცენტრულად მდებარე 5 ხუთკუთხედს კვეთს. შესაბამისად პენტაგონში მყოფ თანამშრომელს შენობის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა გარეთ გაუსვლელად 5-7 წუთში შეუძლია.
შენობის მოხერხებულობას თავად გეომეტრიული ფიგურის თავისებურებანი განაპირობებენ. პენტაგონში გავლებული დიაგონალების გადაკვეთით კიდევ ერთი ხუთკუთხედი - პენტაგონი მიიღება. ასე გაგრძელება უსასროლოდ შეიძლება. ამგვარად ერთი პენტაგონი უსასრულო რაოდენობის სხვა პენტაგონებისგან შედგება, რომლებიც დიაგონალების გადაკვეთით წარმოიქმნება.
პენტანონის მშენებლობა 1943 წელს დასრულდა. იმ დროს აშშ-ში ფერადკანიანები განსხვავებული უფლებებით სარგებლობდნენ, ამიტომაც შენობაში ტუალეტების რაოდენობა, საჭირო ნორმას ორჯერ აღემატებოდა.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის უწყების შენობა ტერაქტის მსხვერპლი გახდა. გატაცებული თვითმფრინავი ტერორისტებმა პენტაგონის მარცხენა ფლიგელს დააჯახეს. მომხდარის შედეგად 125 ადამიანი დაიღუპა.
ციფრი 11 პენტაგონის ისტორიის განუყოფელი მეგზურია. მისი მშენებლობა 1941 წელს სწორედ 11 რიცხვში დაიწყო. 2001 წელის 11 სექტემბერს შენობაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. მომდევნო წლის 11 სექტემბერს კი შენობა კვლავ შევიდა ექსპლუატაციაში.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ russian7.ru-ის მიხედვით.