პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ
რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ

20 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს სოფო ჯა­ჯა­ნაშ­ვილს თურ­ქეთ­ში თავს და­ესხნენ. ინ­ცი­დენ­ტი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის მო­საც­დელ­ში მოხ­და. თურ­ქი წარ­მო­შო­ბის უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ჯა­ჯა­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, თმებ­ში სწვდა და რო­გორც თურ­ქუ­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, ია­ტაკ­ზე ათ­რია. სი­ტუ­ა­ცია დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­მუხ­ტეს. რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენტ აბ­დუ­ლა გი­უ­ლის­თვის თხოვ­ნის გა­და­სა­ცე­მად იყო მი­სუ­ლი, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამ დროს რას აკე­თებ­დნენ თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ან რა­ტომ არ მომ­ზად­და სა­თა­ნა­დოდ ვი­ზი­ტი ისე, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი არი­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და სა­ერ­თოდ, პრე­ზი­დენ­ტი პრე­ზი­დენტს ტრა­პთან დახ­ვედ­რო­და. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს გაგ­ვცე­მენ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ასე­ვე ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, რა­ტომ არ­ჩია სა­ქარ­თვე­ლომ, რომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი თურ­ქეთ­ში და­ე­გეგ­მა, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის შემ­დეგ, როცა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი აშშ და ევ­რო­პა არი­ან.

პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სკან­და­ლით და­ი­წყო, ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია თუ ცუ­დის, ამის გარ­კვე­ვას შე­ვეც­დე­ბით პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე თავ­დას­ხმა არ არის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, ეს არის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ცუდი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი. როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი დაფ­რი­ნავ­და უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტე­ბით და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. მსგავ­სი სკან­და­ლი მა­შინ არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ თურ­ქე­თის მხა­რე მა­ში­ნაც თავ­ხე­დუ­რად იქ­ცე­ო­და. სოსო ცინ­ცა­ძე აქვე იხ­სე­ნებს ერთ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლითს, რომ­ლის თვითმხილ­ვე­ლიც თვი­თონ აღ­მოჩ­ნდა. ბა­თუმ­ში ვი­ზი­ტით ჩა­მო­სუ­ლი იყო თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ერ­დო­ღა­ნი, ის ახა­ლი სას­ტუმ­როს გახ­სნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მო­ვი­და, ლიფ­ტში შე­ვი­და ერ­დო­ღა­ნი, მას შეჰ­ყვა სა­ა­კაშ­ვი­ლი და შე­ვი­და მხო­ლოდ ერ­დო­ღა­ნის დაც­ვა. ერ­დო­ღა­ნის დაც­ვამ ლიფ­ტში სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვა არ შე­უშ­ვა, ლიფ­ტის კარი ცხვირ­წინ მი­უ­ხუ­რეს და სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რე­ბი თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გარ­ბოდ­ნენ კი­ბე­ე­ბით მე-14 სარ­თულ­ზე.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირ­კვე­ვა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თურ­ქეთ­ში ჩაფ­რინ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნა­ქო­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო ბორ­ტით, სა­ხე­ლად "ლა­ზი­კა", რა­საც მოჰ­ყვა კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პომ­პე­ზურ თვითმფრი­ნავს იყე­ნებს. პომ­პე­ზუ­რი თვითმფრი­ნა­ვი­სა და ფრე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც გი­თხა­რით, მას ტრა­პთან არ დახ­ვდა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რაც უკვე დიდი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია. პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე ამ ფაქტს ასე ხსნის: "პრო­ტო­კო­ლით დე­ტა­ლე­ბი უნდა იყოს გა­წე­რი­ლი. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, როცა მა­ღა­ლი რან­გის სტუ­მა­რი იწყებს თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვლას, აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბი­დან იწყებს სვლას დამ­ხვედ­რი მხა­რე. ახლო წარ­სუ­ლი­დან ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს მო­გიყ­ვანთ: რუ­სეთ­ში ჩა­მო­ვი­და სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის ბა­შარ ალ ასა­დის მამა, აე­რო­პორ­ტი­დან დამ­ხვედრმა მხა­რემ სვლა არ და­ი­წყო, ერ­თმა­ნე­თი დიდი ხნის უნა­ხა­ვი ჰყავ­დათ და სა­უ­ბარ­ში შეყვნენ... ხა­ფეზ­მა და­ი­წყო ტრაპ­ზე ჩა­მოს­ვლა, რო­გორც კი ნახა, რომ დე­ლე­გა­ცია იქი­დან არ და­იძ­რა, მიბ­რუნ­და თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე. ზუს­ტად 2 სა­ა­თის მან­ძილ­ზე იჯდა და არ გა­მო­ვი­და, ბო­დი­შე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. ეს ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა კრემ­ლის ნო­მერ პირ­ველ­მა თარ­ჯი­მან­მა ვიქ­ტორ სუ­ხად­როვ­მა. ხა­ფეზ­მაც კი ახ­დე­ვი­ნათ ბო­დი­შე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ია­რა­ღის სა­მა­თხოვ­როდ ჩა­დი­ო­და, აქ სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის სა­კი­თხი დგას და არა პი­როვ­ნე­ბის. რა ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლიც არის თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, იგი­ვე ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ორი­ვე უფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლია. ის, რომ პრე­ზი­დენტს პრე­ზი­დენ­ტი არ დახ­ვდა, ეს არის ქვეყ­ნის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა"...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ძმას, ესეც ერ­თგვა­რი კა­ზუ­სია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთი ძმა იყოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა? ოპო­ზი­ცი­ის­თვის ყბა­და­ღე­ბუ­ლი თემა იყო და დღემ­დე რჩე­ბა ძმე­ბი კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხი, თუმ­ცა ორი­ვე მათ­გა­ნი ერთ პარ­ტი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გა­საკ­ვი­რი ისაა, რა­ტომ არ აპ­რო­ტეს­ტებს "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან" დე­სან­ტად ჩას­მულ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ძმის სა­კითხს?! რო­გორც ჩანს, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არც ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ამას ასე გან­მარ­ტავს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე: "ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ეს არის ქარ­თვე­ლი ტა­ლე­ი­რა­ნი (რა თქმა უნდა, იუ­მო­რით), მაგ­რამ მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იქ ბის­მარ­კე­ბიც ჰყავს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი მო­ძებ­ნი­ან ამ ფაქ­ტის ლა­მაზ ახ­სნას, პირს მოწ­მენ­დენ თურ­ქულ მხა­რეს, თუმ­ცა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რა­ტომ აირ­ჩია პრე­ზი­დენ­ტმა ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტად თურ­ქე­თი. ეს მარ­ტო ქარ­თვე­ლებს კი არა, სხვებ­საც აინ­ტე­რე­სებთ, ამ თე­მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა პრე­სამ რამ­დე­ნი­მე დიდი სტა­ტია მი­უ­ძღვნა ასე­თი ში­ნა­არ­სით – რა­ტომ არ­ჩია მან თურ­ქე­თი და არა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი?! აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამას ასე ხსნი­ან, რომ გა­და­სა­წყვე­ტია, მა­გა­ლი­თად, რკი­ნიგ­ზის თემა - ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამი­ტო­მაც ვერ მო­ხერ­ხდა პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­შიო. ის­მის ასე­ვე კი­თხვა, - რა­ტომ არ წა­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ევ­რო­პა­ში? რო­გორც ჩანს, ევ­რო­პე­ლებ­მა თვი­თონ არ და­პა­ტი­ჟეს. დღეს ევ­რო­პას ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი დროს არ და­კარ­გა­ვენ მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ვი­ზი­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე, რად­გან ზუს­ტად იცი­ან, რომ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი არ არის, ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­დღაც ხომ უნდა წა­სუ­ლი­ყო? ამ­ხე­ლა ხელ­ფასს იღებს, პრე­ზი­დენ­ტი ჰქვია, მერე რა, რომ ერთი კა­ცის და­ნიშ­ნუ­ლია?.. მე მა­ინც მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ვი­ზი­ტი ცუ­დად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თო­დაც მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ მო­ვახ­დი­ნეთ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის, რო­გორც ცნე­ბის დე­ფოლ­ტი, ძვე­ლი რო­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც შენი გუ­ლის­თვის იო­მებს. აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის ომში გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით შე­დი­ოდ­ნენ თურ­ქუ­ლი გე­მე­ბი, მა­ში­ნაც კი, როცა იყო მცდე­ლო­ბა, რომ აფხა­ზე­თი ეკო­ნო­მი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცი­ათ, მა­ში­ნაც კი თურ­ქეთ­მა ან­გა­რი­ში არ გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს. ცხა­დია, თურ­ქე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნაა და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც პარტნი­ო­რი ამ კუ­თხით ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თურ­ქე­თი, რო­მელ­მაც და­ი­პყრო ნა­ხე­ვა­რი აჭა­რა და ტო­ტა­ლუ­რი გა­თურ­ქე­ბა მი­დის, ის არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვლა­ოს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, პარტნი­ო­რად და უფრო გულ­სატ­კე­ნია, როცა მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბით იწყე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი".

სოსო ცინ­ცა­ძე იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ შე­დი­ო­და მარ­თლაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ თურ­ქუ­ლი გე­მე­ბი აფხა­ზეთ­ში,- "რო­მელ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?.. თურ­ქულ გე­მებს აფხა­ზე­თი­დან მი­აქვთ ქვა­ნახ­ში­რი, ამა­რა­გე­ბენ სურ­სა­თით. არის ინ­ფორ­მა­ცია რომ ომის დროს შეჰ­ქონ­დათ ია­რა­ღი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 25 ათა­სი თურ­ქია ბა­თუმ­ში ჩა­მო­სუ­ლი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, აჭა­რა, ბა­თუ­მი უფრო ბორ­დე­ლად აქვთ გა­დაქ­ცე­უ­ლი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კი­თხია. თა­ვის დრო­ზე კუბა იყო ამე­რი­კე­ლე­ბის ბორ­დე­ლი, ფი­დელ კას­ტრომ ამი­ტო­მაც მო­ახ­დი­ნა ად­ვი­ლად რე­ვო­ლუ­ცია, რად­გან კუ­ბე­ლებს ყელ­ში ამო­უ­ვი­დათ ამე­რი­კე­ლე­ბის "გრი­ა­ლი" და ჩვენ რო­დემ­დე უნდა ვუ­ყუ­როთ, თუ რო­გორ რყვნი­ან ქვე­ყა­ნას და რო­გორ გა­და­აქ­ცი­ეს ბორ­დე­ლად აჭა­რა. წა­დით და ნა­ხეთ, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ბა­თუმ­ში თურ­ქე­ბი. თავ­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი პირ­ველ ვი­ზიტს თურ­ქეთ­ში არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. მე, როცა კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდ დის­კომ­ფორ­ტს არ გა­ნიც­დიდ­ნენ. მა­შინ ჩემი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იყო ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კარ­გი ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­სა, ის არის პი­როვ­ნუ­ლად სუს­ტი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბაც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად სუს­ტია და პი­როვ­ნე­ბაც სუს­ტი, ეს იწ­ვევს დის­ბა­ლანსს. ასე­თი საპ­რე­ზი­დენ­ტო მო­დე­ლის პი­რო­ბებ­ში ჩვენ პი­როვ­ნუ­ლად სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა აგ­ვერ­ჩია, პირ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ში მა­ინც. ამან გა­მო­იწ­ვია გავ­ლე­ნის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა, ადა­მი­ა­ნე­ბი პა­რა­ლელს ავ­ლე­ბენ სა­ა­კაშ­ვილ­თან, მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ ეგუ­ე­ბა პი­როვ­ნუ­ლად სუსტ პრე­ზი­დენტს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­მი­ე­რი ჯენტლმე­ნუ­რად იქ­ცე­ვა და მას აქვს სურ­ვი­ლი დრო­დად­რო გა­მოჩ­ნდეს პრე­ზი­დენ­ტი. საქ­მე ის არის, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­ჩე­ნას თა­ვი­სი პეწი უნდა ჰქონ­დეს. მე აქ ვხე­დავ პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხუ­რის მი­ნუსს, ვი­ზი­ტი არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­ერ­თო­დაც, ჩვენ არ გვაქვს ტრა­დი­ცია ვი­ზი­ტე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბის. შე­გახ­სე­ნებთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ ვი­ზიტს ევ­რო­პა­ში, როცა მას სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩიც კი არ დახ­ვდა, ეს იმი­ტომ, რომ ვი­ზი­ტი არ იყო სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. როცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო მი­ნის­ტრი სა­ჯა­როდ აცხა­დებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ელ­ჩის­თვის, ჩვენ ხომ ვი­ცით რა­ტო­მაც ამ­ბობს ამას, იმი­ტომ, რომ თვი­თონ მას არ აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ, დიპ­ლო­მა­ტი­ის რა მა­ღალ კლას­ზეა სა­უ­ბა­რი?.. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი პრო­ვინ­ცი­უ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ასე რომ, მოშ­ლი­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლა და ტრა­დი­ცია.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას აქ­ცევს პრე­ზი­დენ­ტის პირ­ველ ვი­ზიტს და ცდი­ლო­ბენ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე. ვილ­ნი­უს­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, ისე არ ჩა­სუ­ლა, არა­მედ ის ჩა­ვი­და ხე­ლის მო­სა­წე­რად ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის პა­რა­ფი­რე­ბის დო­კუ­მენტზე, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცენ­ტი უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პა­ზე, საფ­რან­გეთ­ზე, ან გერ­მა­ნი­ა­ზე, მით უმე­ტეს, მთე­ლი სიმ­ძი­მე ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ზე, რად­გან სექ­ტემ­ბრის სა­მიტ­ზე გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა ბერ­ლი­ნი­სა და პა­რი­ზის პო­ზი­ცია. დიდი ალ­ბა­თო­ბით ჩვენ უკვე ვი­ცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს პო­ზი­ცია. ჩვენ ახლა უნდა ვე­ცა­დოთ, პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვაც­ვლე­ვი­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ გე­კი­თხე­ბით, ვინ არის ამის გამ­კე­თე­ბე­ლი, გე­კი­თხე­ბით... არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან პა­რიზ­ში ელ­ჩად წა­სუ­ლი?.."

მოკ­ლედ, რაც მოხ­და პრე­ზი­დენ­ტის ამ ვი­ზი­ტი­სას, ამის გამო ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს თურ­ქე­თის მხა­რემ და პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა არ უნდა ითავ­მდაბ­ლოს, რომ ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟი შე­ი­ლა­ხოს. თავ­მდაბ­ლო­ბა ამ­შვე­ნებს გა­ზო­ნებს და არა პრე­ზი­დენ­ტებს.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ

რა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლებამ

20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. ინციდენტი სამთავრობო უწყების მოსაცდელში მოხდა. თურქი წარმოშობის უცნობმა ქალბატონმა ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თმებში სწვდა და როგორც თურქული პრესა იუწყება, იატაკზე ათრია. სიტუაცია დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს. როგორც თურქული მედია იუწყება, უცნობი ქალბატონი პრეზიდენტ აბდულა გიულისთვის თხოვნის გადასაცემად იყო მისული, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამ დროს რას აკეთებდნენ თურქეთის სპეცსამსახურები, ან რატომ არ მომზადდა სათანადოდ ვიზიტი ისე, რომ მსგავსი ინციდენტები არიდებული ყოფილიყო და საერთოდ, პრეზიდენტი პრეზიდენტს ტრაპთან დახვედროდა. კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემენ შესაბამისი უწყების თანამშრომლები. ასევე ჩნდება კითხვები, რატომ არჩია საქართველომ, რომ ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთში დაეგეგმა, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, როცა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროპა არიან.

პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სკანდალით დაიწყო, ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის, ამის გარკვევას შევეცდებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურზე თავდასხმა არ არის პოლიტიკის ნაწილი, ეს არის სპეცსამსახურების ცუდი მუშაობის შედეგი. როცა სააკაშვილი დაფრინავდა უცხოეთში ვიზიტებით და დაცვის სამსახური გაცილებით ძლიერი და მობილიზებული იყო. მსგავსი სკანდალი მაშინ არ მომხდარა, მაგრამ თურქეთის მხარე მაშინაც თავხედურად იქცეოდა. სოსო ცინცაძე აქვე იხსენებს ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომლის თვითმხილველიც თვითონ აღმოჩნდა. ბათუმში ვიზიტით ჩამოსული იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, ის ახალი სასტუმროს გახსნის პრეზენტაციაზე მოვიდა, ლიფტში შევიდა ერდოღანი, მას შეჰყვა სააკაშვილი და შევიდა მხოლოდ ერდოღანის დაცვა. ერდოღანის დაცვამ ლიფტში სააკაშვილის დაცვა არ შეუშვა, ლიფტის კარი ცხვირწინ მიუხურეს და სააკაშვილის დაცვის წევრები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ კიბეებით მე-14 სართულზე.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მარგველაშვილი თურქეთში ჩაფრინდა მიხეილ სააკაშვილის ნაქონი საპრეზიდენტო ბორტით, სახელად "ლაზიკა", რასაც მოჰყვა კომენტარები, რომ მოქმედი პრეზიდენტი ექსპრეზიდენტის პომპეზურ თვითმფრინავს იყენებს. პომპეზური თვითმფრინავისა და ფრენის მიუხედავად, როგორც გითხარით, მას ტრაპთან არ დახვდა თურქეთის პრეზიდენტი, რაც უკვე დიდი პოლიტიკის ნაწილია. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ ფაქტს ასე ხსნის: "პროტოკოლით დეტალები უნდა იყოს გაწერილი. პროტოკოლის მიხედვით, როცა მაღალი რანგის სტუმარი იწყებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლას, აეროპორტის შენობიდან იწყებს სვლას დამხვედრი მხარე. ახლო წარსულიდან ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვანთ: რუსეთში ჩამოვიდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მამა, აეროპორტიდან დამხვედრმა მხარემ სვლა არ დაიწყო, ერთმანეთი დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ და საუბარში შეყვნენ... ხაფეზმა დაიწყო ტრაპზე ჩამოსვლა, როგორც კი ნახა, რომ დელეგაცია იქიდან არ დაიძრა, მიბრუნდა თვითმფრინავის ბორტზე. ზუსტად 2 საათის მანძილზე იჯდა და არ გამოვიდა, ბოდიშების მიუხედავად. ეს ამბავი მომიყვა კრემლის ნომერ პირველმა თარჯიმანმა ვიქტორ სუხადროვმა. ხაფეზმაც კი ახდევინათ ბოდიშები, რომელიც რუსეთში იარაღის სამათხოვროდ ჩადიოდა, აქ სახელმწიფოს ღირსების საკითხი დგას და არა პიროვნების. რა ფუნქციის მატარებელიც არის თურქეთის პრეზიდენტი, იგივე ფუნქციის მატარებელია საქართველოს პრეზიდენტი, ორივე უფლებაშეზღუდულია. ის, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტი არ დახვდა, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა"...

შეგახსენებთ, რომ საგარეო ურთიერთობები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაბარებული აქვს მიხეილ მაჭავარიანის ძმას, ესეც ერთგვარი კაზუსია, როგორ შეიძლება ერთი ძმა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და მეორე, საქართველოს პრეზიდენტის წამყვანი ფიგურა? ოპოზიციისთვის ყბადაღებული თემა იყო და დღემდე რჩება ძმები კუბლაშვილების საკითხი, თუმცა ორივე მათგანი ერთ პარტიას ემსახურებოდა. გასაკვირი ისაა, რატომ არ აპროტესტებს "ოცნების" ხელისუფლება "ნაცმოძრაობიდან" დესანტად ჩასმულ მაჭავარიანის ძმის საკითხს?! როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არც ისეთი პროფესიონალია, ამას ასე განმარტავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: "ვანო მაჭავარიანი, ეს არის ქართველი ტალეირანი (რა თქმა უნდა, იუმორით), მაგრამ მარგველაშვილსა და ხელისუფლებას იქ ბისმარკებიც ჰყავს, რასაკვირველია, ისინი მოძებნიან ამ ფაქტის ლამაზ ახსნას, პირს მოწმენდენ თურქულ მხარეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ აირჩია პრეზიდენტმა ოფიციალურ ვიზიტად თურქეთი. ეს მარტო ქართველებს კი არა, სხვებსაც აინტერესებთ, ამ თემას აზერბაიჯანულმა პრესამ რამდენიმე დიდი სტატია მიუძღვნა ასეთი შინაარსით – რატომ არჩია მან თურქეთი და არა აზერბაიჯანი?! აზერბაიჯანელი ექსპერტები ამას ასე ხსნიან, რომ გადასაწყვეტია, მაგალითად, რკინიგზის თემა - ყარსი-ახალქალაქის მიმართულებით და ამიტომაც ვერ მოხერხდა პირველი ვიზიტი აზერბაიჯანშიო. ისმის ასევე კითხვა, - რატომ არ წავიდა პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში? როგორც ჩანს, ევროპელებმა თვითონ არ დაპატიჟეს. დღეს ევროპას ნაკლებად აინტერესებს მარგველაშვილი. ევროპელი ლიდერები დროს არ დაკარგავენ მარგველაშვილთან ვიზიტის მომზადებაზე, რადგან ზუსტად იციან, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ბოლოს და ბოლოს, სადღაც ხომ უნდა წასულიყო? ამხელა ხელფასს იღებს, პრეზიდენტი ჰქვია, მერე რა, რომ ერთი კაცის დანიშნულია?.. მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიზიტი ცუდად იყო მომზადებული. საერთოდაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვახდინეთ სტრატეგიული პარტნიორის, როგორც ცნების დეფოლტი, ძველი რომიდან მოყოლებული სტრატეგიული პარტნიორი არის სახელმწიფო, რომელიც შენი გულისთვის იომებს. აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის ომში გამძაფრებული ინტენსივობით შედიოდნენ თურქული გემები, მაშინაც კი, როცა იყო მცდელობა, რომ აფხაზეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექციათ, მაშინაც კი თურქეთმა ანგარიში არ გაუწია საქართველოს. ცხადია, თურქეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა და საქართველო, როგორც პარტნიორი ამ კუთხით ესაჭიროება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთი, რომელმაც დაიპყრო ნახევარი აჭარა და ტოტალური გათურქება მიდის, ის არ შეიძლება ჩაითვლაოს კეთილსინდისიერად, პარტნიორად და უფრო გულსატკენია, როცა მსგავსი ინციდენტებით იწყება პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი".

სოსო ცინცაძე იხსენებს, თუ როგორ შედიოდა მართლაც აფხაზეთის ომის შემდეგ თურქული გემები აფხაზეთში,- "რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი?.. თურქულ გემებს აფხაზეთიდან მიაქვთ ქვანახშირი, ამარაგებენ სურსათით. არის ინფორმაცია რომ ომის დროს შეჰქონდათ იარაღი. ოფიციალური მონაცემებით, 25 ათასი თურქია ბათუმში ჩამოსული, არაოფიციალურად, აჭარა, ბათუმი უფრო ბორდელად აქვთ გადაქცეული. ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობის საკითხია. თავის დროზე კუბა იყო ამერიკელების ბორდელი, ფიდელ კასტრომ ამიტომაც მოახდინა ადვილად რევოლუცია, რადგან კუბელებს ყელში ამოუვიდათ ამერიკელების "გრიალი" და ჩვენ როდემდე უნდა ვუყუროთ, თუ როგორ რყვნიან ქვეყანას და როგორ გადააქციეს ბორდელად აჭარა. წადით და ნახეთ, როგორ იქცევიან ბათუმში თურქები. თავმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტი პირველ ვიზიტს თურქეთში არ განახორციელებდა. მე, როცა კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მარგველაშვილის, ჟურნალისტები ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით, დიდ დისკომფორტს არ განიცდიდნენ. მაშინ ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მიუხედავად კარგი განათლებისა და კარგი ადამიანური ფაქტორებისა, ის არის პიროვნულად სუსტი. წარმოიდგინეთ, როდესაც თანამდებობაც კონსტიტუციურად სუსტია და პიროვნებაც სუსტი, ეს იწვევს დისბალანსს. ასეთი საპრეზიდენტო მოდელის პირობებში ჩვენ პიროვნულად სუსტი პრეზიდენტი არ უნდა აგვერჩია, პირველ საპრეზიდენტო ვადაში მაინც. ამან გამოიწვია გავლენის კატასტროფული ვარდნა, ადამიანები პარალელს ავლებენ სააკაშვილთან, მოსახლეობა ვერ ეგუება პიროვნულად სუსტ პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ჯენტლმენურად იქცევა და მას აქვს სურვილი დროდადრო გამოჩნდეს პრეზიდენტი. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის გამოჩენას თავისი პეწი უნდა ჰქონდეს. მე აქ ვხედავ პროტოკოლის სამსახურის მინუსს, ვიზიტი არ იყო მომზადებული, საერთოდაც, ჩვენ არ გვაქვს ტრადიცია ვიზიტების მაღალ დონეზე მომზადების. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის პირველ ვიზიტს ევროპაში, როცა მას საქართველოს ელჩიც კი არ დახვდა, ეს იმიტომ, რომ ვიზიტი არ იყო სათანადოდ მომზადებული. როცა საქართველოს საგარეო მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის დიპლომატიური განათლება ელჩისთვის, ჩვენ ხომ ვიცით რატომაც ამბობს ამას, იმიტომ, რომ თვითონ მას არ აქვს დიპლომატიური განათლება. ამის შემდეგ, დიპლომატიის რა მაღალ კლასზეა საუბარი?.. საგარეო საქმეთა მინისტრი პროვინციული სკოლის მასწავლებელი იყო. ასე რომ, მოშლილია დიპლომატიური სკოლა და ტრადიცია.

მსოფლიოში ყველა დიდ მნიშვნელობას აქცევს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს და ცდილობენ, ძალიან მაღალი რანგის ვიზიტი განახორციელონ პროფესიონალურ დონეზე. ვილნიუსში მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ისე არ ჩასულა, არამედ ის ჩავიდა ხელის მოსაწერად ევროპასთან ასოცირების პარაფირების დოკუმენტზე, შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ევროპაზე, საფრანგეთზე, ან გერმანიაზე, მით უმეტეს, მთელი სიმძიმე ჩვენი დიპლომატიური აქტივობის გადატანილი უნდა იყოს საფრანგეთსა და გერმანიაზე, რადგან სექტემბრის სამიტზე გადამწყვეტი იქნება ბერლინისა და პარიზის პოზიცია. დიდი ალბათობით ჩვენ უკვე ვიცით, როგორი იქნება ეს პოზიცია. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ, პოზიციები შევაცვლევინოთ ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ გეკითხებით, ვინ არის ამის გამკეთებელი, გეკითხებით... არასამთავრობო სექტორიდან პარიზში ელჩად წასული?.."

მოკლედ, რაც მოხდა პრეზიდენტის ამ ვიზიტისას, ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს თურქეთის მხარემ და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ უნდა ითავმდაბლოს, რომ ქვეყნის პრესტიჟი შეილახოს. თავმდაბლობა ამშვენებს გაზონებს და არა პრეზიდენტებს.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა