სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხები დახარჯა კულტურის სამინისტრომ რესტორნებში, სასმელში, საჩუქრებსა და მობილურში
რა თანხები დახარჯა კულტურის სამინისტრომ რესტორნებში, სასმელში, საჩუქრებსა და მობილურში

რა თან­ხა და­ხარ­ჯა გუ­რამ ოდი­შა­რი­ას უწყე­ბამ სა­ჩუქ­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ზე? რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ­დე­ნი ხარ­ჯი და რა­ტომ ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ რამ­დე­ნი­მე რეს­ტორ­ნის მე­ნი­უს, რო­მელ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხაც კო­ლო­სა­ლუ­რია?

ამ სა­კი­თხზე "ალი­ას" ფი­ნან­სის­ტი, "მე­წარ­მე­თა უფა­სო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ჩა­ხა­ია ესა­უბ­რა.

- გი­ორ­გი, თქვენ შე­ის­წავ­ლეთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხარ­ჯე­ბი. ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი რა იყო? არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯებს გვგუ­ლის­ხმობ.

- სა­მი­ნის­ტროს მიერ 2013 წელს, ყვე­ლა­ზე არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­ხარ­ჯულ თან­ხე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი, თუმ­ცა არის ამა­ვე დროს სხვა თვალ­ში­სა­ცე­მი შეს­ყიდ­ვე­ბიც. ყვე­ლა გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი, რო­მელ­ზეც გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის მიერ გა­წე­ულ ხარჯს და არა მთლი­ა­ნად სის­ტე­მის. საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩათ­ვლით სა­მი­ნის­ტროს ამ ტი­პის ხარ­ჯე­ბი მეტი იქ­ნე­ბა. სულ 2013 წელს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე და­ხარ­ჯუ­ლია 102 739 ლარი.

- მე­ნიუ იცით, რაში და­ი­ხარ­ჯა ამ­დე­ნი ფული?

- სამ­წუ­ხა­როდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ახ­ლავს მომ­სა­ხუ­რე რეს­ტორ­ნის მე­ნიუ, თუმ­ცა მომ­სა­ხუ­რე რეს­ტორ­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებს და მე­ნი­უც, შე­სა­ბა­მი­სად, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ. "ჯი-ემ-თი მთაწ­მინ­დას­თან" და­დე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, 2013 წლის 27 ივ­ნისს გა­სა­წევ სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, და­ხარ­ჯუ­ლია 13 195 ლარი მხო­ლოდ ერთ სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, თო­რემ, ზო­გა­დად, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სულ 2013 წელს და­ხარ­ჯუ­ლია 102 739 ლარი.

- რო­გორც მი­თხა­რით, მე­ნიუ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. მა­ლა­ვენ, რაში გა­და­ი­ხა­დეს ამ­დე­ნი ფული?

- შე­საძ­ლოა, რო­დე­საც ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტო­რან­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებ, ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ნი­უც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე რომ მე­ნი­უს გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა. მეს­მის, რომ სტუ­მარს პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა და, სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა, ეს უნდა იყოს სიმ­ბო­ლუ­რი ვახ­შა­მი და არ უნდა გა­მო­ვი­დეს ისე, რომ რეს­ტორ­ნე­ბი უკაც­რა­ვად და "თავ­ზე და­ვიმ­ხოთ". ეს ყო­ვე­ლი­ვე მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში იმ­ყო­ფე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ეს სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა, თო­რემ, ზო­გა­დად, სი­ღა­რი­ბე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში იმ­დე­ნი თვალ­ში­სა­ცე­მი ხარ­ჯია, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია იძ­ლე­ვა უკვე ნა­თელ სუ­რათს, ამ სა­მი­ნის­ტროს მიდ­გო­მებ­ზე სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ხარ­ჯვის მი­მართ.

- პი­რად კომ­ფორტზე რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა?

- ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და ავე­ჯზე რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თან­ხა არ და­ხარ­ჯუ­ლა, იმი­ტომ, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ავე­ჯი გად­მოჰ­ყვათ. მათ ჰყავთ 2012 წლის 15 მარტს შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზერ 200", რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 128 410 ლარი, ლო­გი­კუ­რია, რომ 2012 წლის მარ­ტში შე­ძე­ნილ ავ­ტო­მო­ბილს 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში არ გა­მოც­ვლიდ­ნენ და იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ავე­ჯზეც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­რუ­ას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბო­და მი­ნის­ტრი­სა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის კა­ბი­ნე­ტე­ბი და იგი­ვე კომ­ფორ­ტში მუ­შა­ო­ბენ ესე­ნიც. სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი აქვთ ნამ­დვი­ლად. ისე ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბი კი შე­უ­ძე­ნი­ათ ბლო­მად. სულ 2013 წელს შეს­ყი­დუ­ლია 20 733 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბი. აქ თვალ­ში­სა­ცე­მი ის არის, რომ შე­ძე­ნი­ლია 1000 ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 11 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მათ შო­რის: 5 ცალი "აი­ფონ 5", 2 ცალი "სამ­სუნგ #7100 გა­ლაქ­სი" და ა.შ. მე მგო­ნი, "აი­ფო­ნი­სა" და "გა­ლაქ­სის" გა­რე­შეც, ჩი­ნე­ბუ­ლად უნდა შე­ას­რუ­ლოს სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა. მათ­თვის არა­ვის უთ­ქვამს, 40-ლა­რი­ა­ნი ე.წ. "ფარ­ნი­ა­ნი" "ნო­კი­ა­თი" ისარ­გებ­ლე­თო, უბ­რა­ლოდ, ერთი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რე­ში არ უნდა გა­და­ვარ­დნენ. 40 ლარ­სა და 1340 ლარს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა "ოქ­როს შუ­ა­ლე­დის" პოვ­ნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რებს, რა სა­ხის სა­ჩუქ­რე­ბი, რა რა­ო­დე­ნო­ბით და რა ფა­სი­ა­ნი იქნა შე­ძე­ნი­ლი?

- სა­ჩუქ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბით, აშ­კა­რად დიდი თან­ხაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ხარ­ჯუ­ლი. 2013 წელს სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე და­ხარ­ჯუ­ლია 76 332 ლარი. მათ შო­რის არის ასე­თი სა­ჩუქ­რე­ბი: სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბი და მი­ნან­ქრის ბრო­შე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი 750 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის. გარ­და ამი­სა, აქ არ შე­დის სა­სა­ჩუქ­რე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი.

- რა ბრენ­დუ­ლი სას­მე­ლე­ბია შე­ძე­ნი­ლი?

- სა­მი­ნის­ტროს შე­ძე­ნი­ლი აქვს 35 044 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნი, რა­მაც ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, იყო, 90 ბოთ­ლი ბრენ­დი. 1 ბოთ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 117 ლარი. 90 ბოთ­ლი 117-ლა­რი­ა­ნი ბრენ­დი შე­ი­ძი­ნო და ამა­ში 10 530 ლარი გა­და­ი­ხა­დო, მე არ მეს­მის, არა­ნა­ი­რად, რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არის ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მათ რომ ჰკი­თხო ასე არი­სო სა­ჭი­რო, მე პი­რა­დად კი, რო­ორც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს, მი­მაჩ­ნია, რომ ამ ტი­პის ხარ­ჯებ­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ზოგ­ვა, რო­მე­ლიც უნდა მოხ­მარ­დეს სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტას.

შეს­ყიდ­ვის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს მო­გიყ­ვან, რო­მე­ლიც აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო. სულ, 2013წელს შე­ძე­ნი­ლია 31 022 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა (გარ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სა). მათ შო­რის იყო ციფ­რუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რა "პა­ნა­სო­ნი­კის" კომ­პლექ­ტი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 18 700 ლარი. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რა სა­ჭი­რო იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის შე­ძე­ნა. გარ­და ამი­სა, სულ შე­ძე­ნი­ლია 67 175 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მათ შო­რის კი არის ასე­თი ფაქ­ტი - შე­ძე­ნი­ლია 1 ცალი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 4468 ლარი. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვხვდე­ბი, 4468-ლა­რი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის შე­ძე­ნა, რა მიზ­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში. ასე­ვე, იმა­ვე 2013 წლის­თვის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე და­დე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი 31 073 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის. მათ შო­რის შეს­ყი­დუ­ლია ყავა 10 393 ლა­რის. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მიერ ყა­ვის სმა ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ 10 393 ლა­რის ყავა ვინ მი­ირ­თვა, სა­ინ­ტე­რე­სოა. სწო­რედ რომ, ამის მსგავს ხარ­ჯებს მი­ვიჩ­ნევ მე პი­რა­დად ე.წ. "ზედ­მეტ ხარ­ჯე­ბად". ყა­ვაც უნდა და­ლიო ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ არა 10 393 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის და არა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე, თო­რემ სა­კუ­თა­რი ფუ­ლით ვი­საც რა სურს, იმას იყი­დის. არ და­გა­ვი­წყდეთ, ეს არის მცი­რე მას­შტა­ბე­ბის სა­მი­ნის­ტრო, საშ­ტა­ტო რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ თო­რემ, უფრო დიდი "მო­ცუ­ლო­ბის" სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მსგავ­სი ხარ­ჯე­ბი კი­დევ უფრო მე­ტია. ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა თანხები დახარჯა კულტურის სამინისტრომ რესტორნებში, სასმელში, საჩუქრებსა და მობილურში

რა თანხები დახარჯა კულტურის სამინისტრომ რესტორნებში, სასმელში, საჩუქრებსა და მობილურში

რა თანხა დახარჯა გურამ ოდიშარიას უწყებამ საჩუქრებსა და რესტორნებზე? რით იყო გამოწვეული ამდენი ხარჯი და რატომ ასაიდუმლოებენ რამდენიმე რესტორნის მენიუს, რომელში გადახდილი თანხაც კოლოსალურია?

ამ საკითხზე "ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა.

- გიორგი, თქვენ შეისწავლეთ კულტურის სამინისტროს ხარჯები. ყველაზე თვალშისაცემი რა იყო? არამიზნობრივ ხარჯებს გვგულისხმობ.

- სამინისტროს მიერ 2013 წელს, ყველაზე არარაციონალურად დახარჯულ თანხებად შეიძლება ჩაითვალოს, სარესტორნო მომსახურებებსა და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთების შეძენაზე დახარჯული ფულადი სახსრები, თუმცა არის ამავე დროს სხვა თვალშისაცემი შესყიდვებიც. ყველა გაწეული ხარჯი, რომელზეც გვექნება საუბარი, წარმოადგენს მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ გაწეულ ხარჯს და არა მთლიანად სისტემის. საქვეუწყებო დაწესებულებების ჩათვლით სამინისტროს ამ ტიპის ხარჯები მეტი იქნება. სულ 2013 წელს, კულტურის სამინისტროს მიერ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯულია 102 739 ლარი.

- მენიუ იცით, რაში დაიხარჯა ამდენი ფული?

- სამწუხაროდ, ხელშეკრულებებს გაურკვეველი მიზეზების გამო არ ახლავს მომსახურე რესტორნის მენიუ, თუმცა მომსახურე რესტორნები წარმოადგენენ, თბილისში მდებარე საუკეთესო რესტორნებს და მენიუც, შესაბამისად, ძვირადღირებული იქნება, თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოგიყვანთ. "ჯი-ემ-თი მთაწმინდასთან" დადებულია ხელშეკრულება, 2013 წლის 27 ივნისს გასაწევ სარესტორნო მომსახურებაზე, დახარჯულია 13 195 ლარი მხოლოდ ერთ სარესტორნო მომსახურებაზე, თორემ, ზოგადად, როგორც მოგახსენეთ, სულ 2013 წელს დახარჯულია 102 739 ლარი.

- როგორც მითხარით, მენიუ გასაიდუმლოებულია. მალავენ, რაში გადაიხადეს ამდენი ფული?

- შესაძლოა, როდესაც ძვირადღირებულ რესტორანთან ხელშეკრულებას დებ, ბუნებრივია, მენიუც ძვირადღირებული იქნება. ასე რომ მენიუს გარეშეც შეიძლება შეფასების გაკეთება. მესმის, რომ სტუმარს პატივისცემა სჭირდება და, სხვანაირად არც შეიძლება, ეს უნდა იყოს სიმბოლური ვახშამი და არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ რესტორნები უკაცრავად და "თავზე დავიმხოთ". ეს ყოველივე მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ოფიციალურად, ეს სიღარიბის ზღვარს მიღმა, თორემ, ზოგადად, სიღარიბეში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. კულტურის სამინისტროს მხოლოდ ცენტრალურ აპარატში იმდენი თვალშისაცემი ხარჯია, რომ ეს ინფორმაცია იძლევა უკვე ნათელ სურათს, ამ სამინისტროს მიდგომებზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ.

- პირად კომფორტზე რამდენი დაიხარჯა?

- ავტომობილებსა და ავეჯზე რამე განსაკუთრებული თანხა არ დახარჯულა, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან ძალიან მაღალი ხარისხის ავტომობილები და ავეჯი გადმოჰყვათ. მათ ჰყავთ 2012 წლის 15 მარტს შეძენილი ავტომობილი "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200", რომლის ღირებულებაა 128 410 ლარი, ლოგიკურია, რომ 2012 წლის მარტში შეძენილ ავტომობილს 2013 წლის ოქტომბერში არ გამოცვლიდნენ და იგივე შეიძლება ითქვას ავეჯზეც. დარწმუნებული ვარ, რურუას მინისტრობის პერიოდში, ძალიან კეთილმოწყობილი იქნებოდა მინისტრისა და მისი მოადგილეების კაბინეტები და იგივე კომფორტში მუშაობენ ესენიც. საწუწუნო არაფერი აქვთ ნამდვილად. ისე ახალი მობილური ტელეფონის აპარატები კი შეუძენიათ ბლომად. სულ 2013 წელს შესყიდულია 20 733 ლარის ღირებულების ახალი მობილური ტელეფონის აპარატები. აქ თვალშისაცემი ის არის, რომ შეძენილია 1000 ლარზე მეტი ღირებულების 11 მობილური ტელეფონი, მათ შორის: 5 ცალი "აიფონ 5", 2 ცალი "სამსუნგ #7100 გალაქსი" და ა.შ. მე მგონი, "აიფონისა" და "გალაქსის" გარეშეც, ჩინებულად უნდა შეასრულოს საჯარო მოხელემ საკუთარი მოვალეობა. მათთვის არავის უთქვამს, 40-ლარიანი ე.წ. "ფარნიანი" "ნოკიათი" ისარგებლეთო, უბრალოდ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდნენ. 40 ლარსა და 1340 ლარს შორის დიდი განსხვავებაა და შეიძლება "ოქროს შუალედის" პოვნა.

- რაც შეეხება საჩუქრებს, რა სახის საჩუქრები, რა რაოდენობით და რა ფასიანი იქნა შეძენილი?

- საჩუქრებს რაც შეეხება, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აშკარად დიდი თანხაა ამ მიმართულებით დახარჯული. 2013 წელს საჩუქრების შეძენაზე დახარჯულია 76 332 ლარი. მათ შორის არის ასეთი საჩუქრები: სამკერდე ნიშნები და მინანქრის ბროშები, თითოეული 750 ლარის ღირებულების. გარდა ამისა, აქ არ შედის სასაჩუქრე ალკოჰოლური სასმელები.

- რა ბრენდული სასმელებია შეძენილი?

- სამინისტროს შეძენილი აქვს 35 044 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, იყო, 90 ბოთლი ბრენდი. 1 ბოთლის ღირებულება არის 117 ლარი. 90 ბოთლი 117-ლარიანი ბრენდი შეიძინო და ამაში 10 530 ლარი გადაიხადო, მე არ მესმის, არანაირად, რა აუცილებლობით არის ეს განპირობებული. მათ რომ ჰკითხო ასე არისო საჭირო, მე პირადად კი, როორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ხარჯებში შეიძლება გარკვეული ფულადი სახსრების დაზოგვა, რომელიც უნდა მოხმარდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.

შესყიდვის რამდენიმე მაგალითს მოგიყვან, რომელიც აშკარად თვალშისაცემი იყო. სულ, 2013წელს შეძენილია 31 022 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა (გარდა კომპიუტერული ტექნიკისა). მათ შორის იყო ციფრული ვიდეოკამერა "პანასონიკის" კომპლექტი, რომლის ღირებულებაა 18 700 ლარი. მსგავსი ფაქტები უნდა განიმარტოს, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ასეთი ძვირადღირებული ვიდეოკამერის შეძენა. გარდა ამისა, სულ შეძენილია 67 175 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, მათ შორის კი არის ასეთი ფაქტი - შეძენილია 1 ცალი პერსონალური კომპიუტერი ღირებულებით 4468 ლარი. ვერანაირად ვერ ვხვდები, 4468-ლარიანი პერსონალური კომპიუტერის შეძენა, რა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი კულტურის სამინისტროში. ასევე, იმავე 2013 წლისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვაზე დადებულია ხელშეკრულებები 31 073 ლარის ღირებულების. მათ შორის შესყიდულია ყავა 10 393 ლარის. ნებისმიერი ადამიანის მიერ ყავის სმა ბუნებრივია, მაგრამ 10 393 ლარის ყავა ვინ მიირთვა, საინტერესოა. სწორედ რომ, ამის მსგავს ხარჯებს მივიჩნევ მე პირადად ე.წ. "ზედმეტ ხარჯებად". ყავაც უნდა დალიო ადამიანმა, მაგრამ არა 10 393 ლარის ღირებულების და არა ბიუჯეტის ხარჯზე, თორემ საკუთარი ფულით ვისაც რა სურს, იმას იყიდის. არ დაგავიწყდეთ, ეს არის მცირე მასშტაბების სამინისტრო, საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურულ ერთეულებს ვგულისხმობ თორემ, უფრო დიდი "მოცულობის" სამინისტროებში მსგავსი ხარჯები კიდევ უფრო მეტია. ათეულობით მილიონზეა საუბარი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია