პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი, შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში (+ფოტოგალერეა)
გიორგი მარგველაშვილი, შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში (+ფოტოგალერეა)

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­დი­ლი გა­ი­მარ­თა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ან­კა­რა­ში თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის "ჩან­კა­ი­ას" სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი სა­დი­ლით დას­რულ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის ლი­დე­რებ­მა ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ზე თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.

"უპირ­ვე­ლე­სად, კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­ლო­ცო თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში 27 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა. გვსურს, რომ წელს დას­რულ­დეს "თა­ნა­მედ­რო­ვე აბ­რე­შუ­მის გზად" წო­დე­ბუ­ლი "ერ­თობ­ლი­ვი მარ­შრუ­ტის" შე­მად­გე­ნე­ლი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნაკ­ვე­თის - ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის პრო­ექ­ტი. ასე­ვე, გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სამ­ხრე­თი დე­რეფ­ნის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი - ტრან­სა­ნა­ტო­ლი­ის გაზ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტი (TANAP) - გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჩვენს ქარ­თველ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ძმებ­თან ერ­თად. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. გავ­ხსნათ ახა­ლი სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი, გან­ვა­ვი­თა­როთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ამით ხელი შე­ვუ­წყოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბას. ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე ნება ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ბრწყინ­ვა­ლე მო­მავ­ლის სა­წინ­და­რია", - გა­ნა­ცხა­და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აბ­დუ­ლა გი­უ­ლიმ.

სა­დილ­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ე­სალ­მა და თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოც შეს­ვა.

"ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მინ­და, გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დღეს წარ­მოდ­გე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც დიდი წვლი­ლი შე­აქვთ ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რო­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის ფაქ­ტი, რომ ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა მოხ­დეს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც ორი ქვეყ­ნის ბაზ­რებ­ზე ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­დილს თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, თურ­ქეთ­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, ხე­ლოვ­ნე­ბის, სპორ­ტი­სა და ბიზ­ნე­სის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი შოთა არ­ვე­ლა­ძე და ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გიორგი მარგველაშვილი, შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში (+ფოტოგალერეა)

გიორგი მარგველაშვილი, შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში (+ფოტოგალერეა)

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის "ჩანკაიას" სასახლეში გამართული სადილით დასრულდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა ოფიციალურ სადილზე თურქეთ-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

"უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებას საქართველოში 27 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა. გვსურს, რომ წელს დასრულდეს "თანამედროვე აბრეშუმის გზად" წოდებული "ერთობლივი მარშრუტის" შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი. ასევე, გადაწყვეტილი გვაქვს, ბუნებრივი გაზის სამხრეთი დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ტრანსანატოლიის გაზსადენის პროექტი (TANAP) - განხორციელდეს ჩვენს ქართველ და აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები. გავხსნათ ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, განვავითაროთ კომუნიკაციები და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ქართველი მეგობრების ანალოგიური მტკიცე ნება ჩვენი ურთიერთობის ბრწყინვალე მომავლის საწინდარია", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ.

სადილზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა და თურქეთ-საქართველოს მეგობრობის სადღეგრძელოც შესვა.

"ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო დღეს წარმოდგენილ საზოგადოებას - ადამიანებს, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმტკიცებაში. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, რაც ორი ქვეყნის ბაზრებზე ჩვენი ეროვნული პროდუქციის წარმოჩენისათვის დამატებითი სტიმული იქნება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საპრეზიდენტო სადილს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ხელოვნების, სპორტისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველი სპორტსმენები შოთა არველაძე და ზურა ხიზანიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა