სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
კიევში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

კი­ევ­ში, გრუ­შევ­სკის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­დან­ზე ძა­ლოვ­ნებ­სა და ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბის ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ქვებ­სა და ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს იყე­ნებ­დნენ, ძა­ლო­ვა­ნე­ბი კი - ტრავ­მა­ტულ ია­რაღ­სა და ცერ­მალ­სა­დენ გაზს.

ამას­თან, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, წინა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით, შე­ტა­კე­ბე­ბის ად­გილ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ჯერ არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და წუ­ხან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს.

კი­ე­ვის ცენ­ტრში შე­ტა­კე­ბე­ბი ორი დღის წინ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რა­დამ მი­ი­ღო კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სე­ბი მკაცრ­დე­ბა.

გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი შე­ტა­კე­ბე­ბი 15 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბო­და. ამ შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. და­შა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თვა­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ძა­ლო­ვა­ნე­ბის ოთხი ავ­ტო­ბუ­სი და ორი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­დაწ­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rus.newsru.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კიევში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

კიევში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

კიევში, გრუშევსკის სახელობის მოედანზე ძალოვნებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების ადგილზე დაახლოებით ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები მილიციის წინააღმდეგ ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ, ძალოვანები კი - ტრავმატულ იარაღსა და ცერმალსადენ გაზს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, წინა დღეებთან შედარებით, შეტაკებების ადგილზე გაცილებით ნაკლები სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა წუხანდელი დაპირისპირების დროს.

კიევის ცენტრში შეტაკებები ორი დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ რადამ მიიღო კანონები, რომლებითაც საპროტესტო აქციების გამართვის წესები მკაცრდება.

გრუშევსკის ქუჩაზე პირველი შეტაკებები შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ამ შეტაკებების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. დაშავებულთა უმრავლესობას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. დემონსტრანტებმა ძალოვანების ოთხი ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა გადაწვეს.

მომზადებულია rus.newsru.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა