პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''
''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''

დი­რი­ჟო­რი გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე მოს­კოვ­ში გა­ი­ზარ­და. რუ­სე­თი და რუ­სე­ბი უყ­ვარს, მაგ­რამ 2008 წლის ომის შემ­დეგ იქ კონ­ცერ­ტებ­ზე უარს ამ­ბობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვეს. ფიქ­რობ­და, რომ მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბო­და და ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­თან­ხმდა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და გეგ­მავს, თუ ყვე­ლა­ფე­რი არ გა­მოს­წორ­და, ქუ­თა­ი­სის ოპე­რა და­ტო­ვოს.

"ავან­სად ქარ­თვე­ლო­ბის გამო გა­ცი­ლე­ბით დიდი ტაში მი­ვი­ღე"

- მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­იც­ნეს?

- რო­გორც ვიცი, ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად ქუ­თა­ის­ში პა­ნაშ­ვიდ­ზე შეხ­ვდნენ. დედა ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და და მამა მის სა­ნა­ხა­ვად ხში­რად ჩა­დი­ო­და. მა­მას დე­დას ცო­ლად მოყ­ვა­ნა ად­ვი­ლად არ გა­მო­უ­ვი­და. მა­მას­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. მა­მის მხრი­დან ორი ძმა მყავს. მა­მა­ჩე­მი იყო რეზო ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობ­და და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის ძმა იყო. ეს კაცი გახ­ლდათ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, მწე­რა­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­დი­რე და რო­გორც ფო­ტო­ზე ხე­დავთ, ულა­მა­ზე­სი კაცი. და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ჩვენ 22 წელი ვცხოვ­რობ­დით მოს­კოვ­ში. ჩვე­ნი სახ­ლი ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის შეკ­რე­ბის მოს­კო­ვუ­რი შტა­ბ­ბი­ნა იყო. სა­ო­ცარ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ერთ დღეს ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი იყო ჩვე­ნი სტუ­მა­რი, მე­ო­რე დღეს ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე, მე­სა­მე დღეს ირაკ­ლი აბა­ში­ძე, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, სტუმ­რად მო­დი­ოდ­ნენ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ექი­მე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი. დედა - ბარ­ბა­რე მი­ქე­ლა­ძე, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. გვა­რებ­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს და ჩემ­თვის ეს თემა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ბა­ბუ­ას საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლის სა­ხელ­საც ატა­რებს ქუ­თა­ი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი.

ალე­კო მი­ქე­ლა­ძე ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლი ფი­გუ­რაა. თა­ვის ხუთ შვილს მში­ერს ტო­ვებ­და და ობოლ ბავ­შვებ­სა და სტუ­დენ­ტებს ომის პე­რი­ოდ­ში საჭ­მელს ური­გებ­და. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ო­ცარ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში.

- რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ?

- სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით. მხო­ლოდ მე დავ­რჩი. ორი ძმა და­მე­ღუ­პა. მყავს მხო­ლოდ ორი ნა­ხე­ვარძმა მა­მის მხრი­დან, ვა­სი­კო და რა­მა­ზი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''

''არ ვიცი, ქორწილის დღეს ვიყავი თუ არა ბედნიერი''

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე მოსკოვში გაიზარდა. რუსეთი და რუსები უყვარს, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ იქ კონცერტებზე უარს ამბობდა. რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური შეხედულებების გამო თბილისის ოპერის თეატრიდან გაუშვეს. ფიქრობდა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა და ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით იმედგაცრუებულია და გეგმავს, თუ ყველაფერი არ გამოსწორდა, ქუთაისის ოპერა დატოვოს.

''ავანსად ქართველობის გამო გაცილებით დიდი ტაში მივიღე''

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- როგორც ვიცი, ერთმანეთს პირველად ქუთაისში პანაშვიდზე შეხვდნენ. დედა ქუთაისში ცხოვრობდა და მამა მის სანახავად ხშირად ჩადიოდა. მამას დედას ცოლად მოყვანა ადვილად არ გამოუვიდა. მამასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. მამის მხრიდან ორი ძმა მყავს. მამაჩემი იყო რეზო ჭიჭინაძე, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა და არა მარტო იმიტომ, რომ დოდო ჭიჭინაძის ძმა იყო. ეს კაცი გახლდათ დამსახურებული ჟურნალისტი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, არაჩვეულებრივი მონადირე და როგორც ფოტოზე ხედავთ, ულამაზესი კაცი. დაბადებული არ ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. ჩვენ 22 წელი ვცხოვრობდით მოსკოვში. ჩვენი სახლი ქართველი ინტელიგენციის შეკრების მოსკოვური შტაბბინა იყო. საოცარ ატმოსფეროში გავიზარდე, სადაც ერთ დღეს ჭაბუა ამირეჯიბი იყო ჩვენი სტუმარი, მეორე დღეს ზურაბ ანჯაფარიძე, მესამე დღეს ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, სტუმრად მოდიოდნენ ყველასთვის საყვარელი მსახიობები, ექიმები და მეცნიერები. დედა - ბარბარე მიქელაძე, წარჩინებული ოჯახის შვილია. გვარებსა და წარმომავლობაზე ლაპარაკი არ მიყვარს და ჩემთვის ეს თემა 21-ე საუკუნეში სასაცილოა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაბუას საქმიანობა, რომლის სახელსაც ატარებს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი.

ალეკო მიქელაძე ქართული ინტელიგენციის ქრესტომათიული ფიგურაა. თავის ხუთ შვილს მშიერს ტოვებდა და ობოლ ბავშვებსა და სტუდენტებს ომის პერიოდში საჭმელს ურიგებდა. დასაფლავებულია ქუთაისის საოცარ ბოტანიკურ ბაღში.

- რამდენი დედმამიშვილი გყავთ?

- სამი დედმამიშვილი ვიყავით. მხოლოდ მე დავრჩი. ორი ძმა დამეღუპა. მყავს მხოლოდ ორი ნახევარძმა მამის მხრიდან, ვასიკო და რამაზი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება