პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი
მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი

31 დე­კემ­ბრის ღა­მეს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი რი­ყე­ზე შეხ­ვდა. მი­ზე­ზი კი იქ გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი გახ­ლდათ. ამ კონ­ცერტს მა­ნამ­დეც ახ­ლდა უამ­რა­ვი სკან­და­ლი. მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა, რად­გან მათ სა­ა­ხალ­წლო სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო დუ­ე­ტე­ბი ვი­ხი­ლეთ. ანრი ჯო­ხა­ძე და დათო ლო­მი­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე და სა­მო­რი ბალ­დე. სცე­ნა­ზე იდ­გნენ "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის ფი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. ერთ-ერთი აღ­მოჩ­ნდა მა­რი­კო ლეჟა­ვაც, რო­მე­ლიც ნინა სუბ­ლატ­სა და ნუკა კვა­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ. მა­რი­კომ ბი­ონ­სეს ცნო­ბი­ლი ჰიტი Single Ladies-ს შე­ას­რუ­ლა. სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მა­რი­კოს ჩაც­მუ­ლო­ბას მოჰ­ყვა. ბრჭყვი­ა­ლა ბო­დე­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე საკ­მა­ოდ სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თუმ­ცა ოპე­რა­ტო­რის გა­და­ღე­ბუ­ლი ახლო კად­რე­ბი­დან მა­ყუ­რე­ბელ­მა ნათ­ლად და­ი­ნა­ხა ბან­და­ჟი, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს ბო­დეს ქვეშ ჩა­ეც­ვა...

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ამი­ტომ ინ­ტერ­ვიუ მის პრო­ფე­სი­ულ სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- მა­რი­კო, რო­გორ ცხოვ­რობ­დი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- კონ­კურ­სის სამი თვე ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­დღი­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, გა­დარ­ბე­ნა, კვი­რა­ში ერთხელ კონ­ცერ­ტი. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, რომ ბენ­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. შე­ვიკ­რი­ბეთ მე, დაჩი პავ­ლი­აშ­ვი­ლი, სო­ლო­მონ გე­გე­ში­ძე, ბულ­ბუ­ლა, გივი და ჩემი პი­ა­ნის­ტი, უნი­ჭი­ე­რე­სი თა­მუ­ნა ბა­ბი­ლუა. ბენ­დს "ბერნ" (დაწ­ვა) და­ვარ­ქვით. შემ­დეგ პრობ­ლე­მა გახ­და სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. დიდი ფიქ­რის შემ­დეგ ნიკა გვა­რა­მი­ას­თან მი­ვე­დი და ვთხო­ვე, იქ­ნებ, "რუს­თა­ვი 2"-ის სა­რე­პე­ტი­ცი­ო­თი გვე­სარ­გებ­ლა და უპ­რობ­ლე­მოდ დაგ­ვთან­ხმდა.

- მახ­სოვს, კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ნიკა შენი ნა­თე­სა­ვი იყო.

- ნიკა მა­გა­რი მე­ლო­მა­ნია, ის ჩარ­თუ­ლი იყო "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში". მო­დი­ო­და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე და რჩე­ვებს გვაძ­ლევ­და. ჩვენ ნა­თე­სა­ვე­ბი არ ვართ. გვა­რა­მია და ლეჟა­ვა ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფერ შუ­ა­ში არ არის (იცი­ნის). დღემ­დე ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ კლუ­ბებ­ში არ გა­მოვ­დი­ვარ. რო­დე­საც ყო­ველ­დღე გაქვს ივენ­თი ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას, ხალ­ხიც იგი­ვეა, ემო­ცია გიქ­რე­ბა. არა­და, ჩემი ემო­ცი­ე­ბი­თა და მა­ნე­რე­ბით მოვ­წონ­ვარ ხალ­ხს. ფუ­ლის გამო არ ვმღე­რი, ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი, ტაში, ყვი­რი­ლი მომ­წონს. ყვე­ლა­ნა­ირ ფულს მირ­ჩევ­ნია ბავ­შვე­ბის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი სით­ბო. ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს, თო­რემ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მოვ­დი­ვართ.

- ახა­ლი წლის სა­ღა­მო­ზე ვი­სა­უბ­როთ, სკან­და­ლუ­რად დაბ­რუნ­დი დიდ სცე­ნა­ზე.

- ბი­ონ­სეს Single Ladies-ზე ამ­ბობთ, ალ­ბათ (იღი­მის). ეს სიმ­ღე­რა მე და ძა­ლი­ან მა­გარ­მა ადა­მი­ან­მა სოფო ტო­რო­შე­ლი­ძემ შე­ვარ­ჩი­ეთ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, რომ ცეკ­ვაც შე­მეძ­ლო და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ჩემი გა­მოს­ვლის­თვის შოუს ელე­მენ­ტიც და­ე­მა ტე­ბი­ნათ. პრე­ტენ­ზია არ მაქვს, რომ ბი­ონ­სესნა­ი­რი ტანი მაქვს, მაგ­რამ ეს ქალი ჩემი კერ­პია. ამ სიმ­ღე­რას ისე­თი ცეკ­ვა აქვს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ბო­დეს ჩაც­მა. ცოტა შე­მე­შინ­და, რად­გან პრო­ექ­ტის შემ­დეგ მოვ­სუქ­დი. ამ ნომ­რის შე­სა­ხებ კი ერთი თვით ადრე გა­ვი­გე. ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ, თავს ვიკ­ლავ­დი, მაგ­რამ ამა­ოდ. სამ­წუ­ხა­როდ, ტე­ლე­ვი­ზო­რი ძა­ლი­ან ასუ­ქებს და ჩემი წვა­ლე­ბა ეკ­რან­ზე არ შე­მე­ტყო, ძა­ლი­ან დიდი გა­მოვ­ჩნდი. თუმ­ცა კონ­ცერ­ტის დამ­სწრე მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბუ­ლი მაქვს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შენს ჩაც­მუ­ლო­ბას ბევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- თქვენ თუ გახ­სოვთ, "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის" ფი­ნალ­ში მე, ნუ­კამ და ნი­ნამ "მუ­ლენ რუჟი" ვიმ­ღე­რეთ. იქ უფრო ვულ­გა­რუ­ლი კოს­ტი­უ­მი მეც­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი

მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი

31 დეკემბრის ღამეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რიყეზე შეხვდა. მიზეზი კი იქ გამართული კონცერტი გახლდათ. ამ კონცერტს მანამდეც ახლდა უამრავი სკანდალი. მომღერლების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან მათ საახალწლო სცენაზე სიმღერის საშუალება არ მიეცათ.

ღონისძიებაზე საკმაოდ საინტერესო დუეტები ვიხილეთ. ანრი ჯოხაძე და დათო ლომიძე, ეკა მამალაძე და სამორი ბალდე. სცენაზე იდგნენ ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური შოუების ფინალისტები და გამარჯვებულები. ერთ-ერთი აღმოჩნდა მარიკო ლეჟავაც, რომელიც ნინა სუბლატსა და ნუკა კვალიაშვილთან ერთად ''საქართველოს ვარსკვლავის'' ფინალისტი გახლდათ. მარიკომ ბიონსეს ცნობილი ჰიტი Single Ladies-ს შეასრულა. სკანდალური გამოხმაურება მარიკოს ჩაცმულობას მოჰყვა. ბრჭყვიალა ბოდეში გამოწყობილი მომღერალი სცენაზე საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა, თუმცა ოპერატორის გადაღებული ახლო კადრებიდან მაყურებელმა ნათლად დაინახა ბანდაჟი, რომელიც მომღერალს ბოდეს ქვეშ ჩაეცვა...

''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ მომღერალი ტელევიზიით აღარ გამოჩენილა, ამიტომ ინტერვიუ მის პროფესიულ სიახლეებზე საუბრით დავიწყეთ.

- მარიკო, როგორ ცხოვრობდი ''საქართველოს ვარსკვლავის'' დასრულების შემდეგ?

- კონკურსის სამი თვე ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიური რეპეტიციები, გადარბენა, კვირაში ერთხელ კონცერტი. პროექტის დასრულების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი. შემდეგ მეგობარმა მირჩია, რომ ბენდი გამეკეთებინა. შევიკრიბეთ მე, დაჩი პავლიაშვილი, სოლომონ გეგეშიძე, ბულბულა, გივი და ჩემი პიანისტი, უნიჭიერესი თამუნა ბაბილუა. ბენდს ''ბერნ'' (დაწვა) დავარქვით. შემდეგ პრობლემა გახდა სარეპეტიციო დარბაზი, ამის საშუალება არ გვქონდა. დიდი ფიქრის შემდეგ ნიკა გვარამიასთან მივედი და ვთხოვე, იქნებ, ''რუსთავი 2''-ის სარეპეტიციოთი გვესარგებლა და უპრობლემოდ დაგვთანხმდა.

- მახსოვს, კონკურსის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ნიკა შენი ნათესავი იყო.

- ნიკა მაგარი მელომანია, ის ჩართული იყო ''საქართველოს ვარსკვლავში''. მოდიოდა რეპეტიციებზე და რჩევებს გვაძლევდა. ჩვენ ნათესავები არ ვართ. გვარამია და ლეჟავა ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის (იცინის). დღემდე ყოველდღიურად გვაქვს რეპეტიციები, მაგრამ კლუბებში არ გამოვდივარ. როდესაც ყოველდღე გაქვს ივენთი ერთსა და იმავე ადგილას, ხალხიც იგივეა, ემოცია გიქრება. არადა, ჩემი ემოციებითა და მანერებით მოვწონვარ ხალხს. ფულის გამო არ ვმღერი, ხალხთან კონტაქტი, ტაში, ყვირილი მომწონს. ყველანაირ ფულს მირჩევნია ბავშვების მიერ გამოხატული სითბო. ყოველდღიური სამსახური არ მაქვს, თორემ კორპორატიულ საღამოებზე გამოვდივართ.

- ახალი წლის საღამოზე ვისაუბროთ, სკანდალურად დაბრუნდი დიდ სცენაზე.

- ბიონსეს Single Ladies-ზე ამბობთ, ალბათ (იღიმის). ეს სიმღერა მე და ძალიან მაგარმა ადამიანმა სოფო ტოროშელიძემ შევარჩიეთ. ''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ ამბობდნენ, რომ ცეკვაც შემეძლო და ამიტომ გადაწყვიტეს, ჩემი გამოსვლისთვის შოუს ელემენტიც დაემა ტებინათ. პრეტენზია არ მაქვს, რომ ბიონსესნაირი ტანი მაქვს, მაგრამ ეს ქალი ჩემი კერპია. ამ სიმღერას ისეთი ცეკვა აქვს, რომ კარგი იქნებოდა ბოდეს ჩაცმა. ცოტა შემეშინდა, რადგან პროექტის შემდეგ მოვსუქდი. ამ ნომრის შესახებ კი ერთი თვით ადრე გავიგე. ყოველდღე დავდიოდი სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ, თავს ვიკლავდი, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, ტელევიზორი ძალიან ასუქებს და ჩემი წვალება ეკრანზე არ შემეტყო, ძალიან დიდი გამოვჩნდი. თუმცა კონცერტის დამსწრე მაყურებელმა ნახა, რომ წონაში დაკლებული მაქვს.

- სოციალურ ქსელებში შენს ჩაცმულობას ბევრი გამოეხმაურა.

- თქვენ თუ გახსოვთ, ''ვარსკვლავების აკადემიის'' ფინალში მე, ნუკამ და ნინამ ''მულენ რუჟი'' ვიმღერეთ. იქ უფრო ვულგარული კოსტიუმი მეცვა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება