პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო ოლქები გაერთიანდებიან - დიდი ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის
საარჩევნო ოლქები გაერთიანდებიან - დიდი ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის

მმარ­თველ გუნ­დი ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის, რო­გო­რი სის­ტე­მით ატა­რებს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს. ამ თე­მა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ინ­ტერფრაქ­ცი­ულ ჯგუფ­ში და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­კუთ­რივ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის სა­არ­ჩევ­ნო მო­დელ­ზე შე­ჯე­რე­ბამ­დე, უფრო გლო­ბა­ლუ­რი - სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ახალ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი. 

პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა რე­გი­ო­ნულ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით შე­იც­ვლე­ბა. ამა­ზე მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცია ნე­ბას უკვე ღიად გა­მო­ხა­ტავს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რე­გი­ო­ნულ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­ზე პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა თბი­ლის­ში ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯანი ბუ­კი­კი­ომ გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერფრაქ­ცი­ულ ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რი­სას გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩით იმ თან­ხმო­ბით, რომ რე­გი­ო­ნა­ლურ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის­კენ წა­ვიდ­ნენ, რაც სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის პრობ­ლე­მას თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ბუ­კი­კი­ომ გა­სულ კვი­რას, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან რე­გი­ო­ნულ-პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო.

სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ­სე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა ამომ­რჩევ­ლებს სხვა­დას­ხვა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი­დან არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს, რად­გან მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ი­სი და ყაზ­ბე­გი, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ამომ­რჩე­ვე­ლი ცხოვ­რობს, პარ­ლა­მენ­ტში თითო–თითო მა­ჟო­რი­ტა­რით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე სა­არ­ჩევ­ნო ოლქს პარ­ლა­მენ­ტში ერთი დე­პუ­ტა­ტი ჰყავს. არ­სე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მოქ­მე­დი სის­ტე­მა პარ­ტი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის და პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­და­ნა­წილ­დე­ბის გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია რე­გი­ო­ნულ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას სთხოვ­და. ეს წი­ნა­და­დე­ბა იდგა ცნო­ბი­ლი "რვი­ა­ნის" დღის წეს­რიგ­ში და ამას ითხოვ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია "რვი­ა­ნის" შექ­მნამ­დე ბევ­რად უფრო ადრე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებს რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის არ­ჩე­ვა შე­ეძ­ლე­ბათ. იმავდრო­უ­ლად შემ­ცირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­და­რე­ბით მცი­რე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­ოგ­რა­ფუ­ლი­ად ახ­ლოს არი­ან, გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან. თი­თო­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქი­დან წარ­დგე­ნი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პარ­ლა­მენ­ტში ამ ოლ­ქის ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყო­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლქი კი, პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამას­თან, პარ­ტი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტში მო­პო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ ხმე­ბის რამ­დენ პრო­ცენტს მო­ი­პო­ვებს ის რე­გი­ო­ნულ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით შე­სა­ბა­მის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში.

ოპო­ზი­ცი­ის ეს შე­თა­ვა­ზე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის მი­სა­ღე­ბი არას­დროს იყო. მათი კრი­ტი­კა ძი­რი­თა­დად იმ არ­გუ­მენტს ეფუძ­ნე­ბო­და, რომ პა­ტა­რა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებს, მა­გა­ლი­თად, დუ­შეთს, ყაზ­ბეგს, თი­ა­ნეთს პარ­ლა­მენ­ტში სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ყო­ლის ნაკ­ლე­ბი შან­სი რჩე­ბო­დათ. მთელს ამ პე­რი­პე­ტი­ებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი 2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში, როცა იმ­დრო­ინ­დე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის, ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბი­სა და რიგ­გა­რე­შე საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის კვალ­დაკ­ვალ, ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია ოპო­ზი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბას დას­თან­ხმდა. მა­შინ რე­გი­ო­ნა­ლურ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მომ­ზად­და და სე­სი­ის დღის წეს­რიგ­შიც ჩა­ი­დო, თუმ­ცა სა­კი­თხი "ჩა­ვარ­და" და ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია სე­სი­ას არ და­ეწ­რო, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი უარი თქვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ცალ­მხრი­ვად, ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე მი­ღე­ბა­ზე.

მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­გი­ო­ნა­ლურ-პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღე­ვან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ მათ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის გარ­დაქ­მნა სურთ.

"ბევ­რჯერ გვით­ქვამს, რომ იმ ფორ­მის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის არ­სე­ბობს, არას­წო­რია. მთე­ლი მსოფ­ლიო ამა­ზე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაკ­რი­ტი­კებს და არ­სე­ბულ სის­ტე­მას ვაკ­რი­ტი­კებ­დით ჩვენ თვი­თონ, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით. ვფიქ­რობთ, რომ სის­ტე­მა უსა­მარ­თლოა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი მან­და­ტე­ბის არა­თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას ახ­დენს და არას­წო­რია იმი­ტო­მაც, რომ ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იკარ­გე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გე"-ს თინა ხი­და­შელ­მა.

არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩე­ვო სის­ტე­მის შეც­ვლას და ახ­ლის შე­მო­ღე­ბას მხარს უჭერს "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე, თუმ­ცა რო­გორც ვე­ფხვა­ძე გან­მარ­ტავს, ინ­ტერფრაქ­ცი­ულ ჯგუფ­ში ამ თე­მა­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, რად­გან ჯგუ­ფი ამ­ჟა­მად მთლი­ა­ნად ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ასე­თი მე­თო­დი ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" - როცა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში აპი­რებ­და, ცდი­ლობ­და უცხო­ე­ლე­ბის­თვის "მი­ე­ყი­და", რომ რა­ღაც კარ­გს მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის აკე­თებ­და. ზო­გა­დად, ეს სის­ტე­მა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვი­საც გა­მოდ­გე­ბა, რად­გან თა­ვი­სი არ­სით მრა­ვალ­მან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. არის მცი­რე მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი და გან­სხვა­ვე­ბე­ბი, თუ რო­გორ ით­ვლე­ბა ხმე­ბი, რო­გორც ხდე­ბა ხმის მი­ცე­მა - ხდე­ბა პარ­ტი­ი­სათ­ვის, თუ თი­თო­ე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის. ეს გან­სხვა­ვე­ბე­ბია რე­გი­ო­ნა­ლურ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­სა და მრა­ვალ­მან­და­ტი­ან მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებს შო­რის. როცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვსა­უბ­რობთ, რომ პრობ­ლე­მაა ოლ­ქებს შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის კუ­თხით, იგი­ვე პრობ­ლე­მაა ლო­კა­ლურ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში", - აცხა­დებს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

ნა­თია ინა­უ­რი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საარჩევნო ოლქები გაერთიანდებიან - დიდი ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის

საარჩევნო ოლქები გაერთიანდებიან - დიდი ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის

მმართველ გუნდი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, როგორი სისტემით ატარებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. ამ თემაზე კონსულტაციები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფში დაწყებულია, თუმცა საკუთრივ ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო მოდელზე შეჯერებამდე, უფრო გლობალური - საპარლამენტო არჩევნების ახალ სისტემასთან დაკავშირებით არის მოსალოდნელი სიახლეები. 

პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რეგიონულ-პროპორციული სისტემით შეიცვლება. ამაზე მმართველი კოალიცია ნებას უკვე ღიად გამოხატავს, თუმცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღებაზე პირველი განცხადება თბილისში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გააკეთა.

"ინტერფრაქციულ ჯგუფთან შეხვედრისას გაკვირვებული დავრჩით იმ თანხმობით, რომ რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ წავიდნენ, რაც სხვადასხვა ზომის საარჩევნო ოლქების პრობლემას თავიდან აგვაცილებს", - განაცხადა ბუკიკიომ გასულ კვირას, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნებიდან რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის აქტუალური საკითხი და წინა ხელისუფლების პერიოდში ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

საუბარია იმაზე, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა ამომრჩევლებს სხვადასხვა მაჟორიტარული ოლქებიდან არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან მაგალითად, ქუთაისი და ყაზბეგი, სადაც განსხვავებული რაოდენობის ამომრჩეველი ცხოვრობს, პარლამენტში თითო–თითო მაჟორიტარით არიან წარმოდგენილი და ამომრჩეველთა რაოდენობაში არსებული დიდი სხვაობის მიუხედავად, ორივე საარჩევნო ოლქს პარლამენტში ერთი დეპუტატი ჰყავს. არსებული მაჟორიტარული სისტემის მოწინააღმდეგეები იმასაც ამბობენ, რომ მოქმედი სისტემა პარტიის მიერ მიღებული ხმების და პარლამენტში ადგილების რაოდენობის პროპორციულად გადანაწილდების გარანტიას არ იძლევა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაშინდელი ოპოზიცია რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღებას სთხოვდა. ეს წინადადება იდგა ცნობილი "რვიანის" დღის წესრიგში და ამას ითხოვდა საპარლამენტო ოპოზიცია "რვიანის" შექმნამდე ბევრად უფრო ადრე. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებს რამდენიმე დეპუტატის არჩევა შეეძლებათ. იმავდროულად შემცირდება საარჩევნო ოლქების რაოდენობა და შედარებით მცირე საარჩევნო ოლქები, რომლებიც გეოგრაფულიად ახლოს არიან, გაერთიანდებიან. თითოული საარჩევნო ოლქიდან წარდგენილი დეპუტატების ადგილების რაოდენობა პარლამენტში ამ ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველი საარჩევნო ოლქი კი, პარლამენტში რამდენიმე დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, პარტიის მიერ პარლამენტში მოპოვებული ადგილების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ხმების რამდენ პროცენტს მოიპოვებს ის რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით შესაბამის საარჩევნო ოლქებში.

ოპოზიციის ეს შეთავაზება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" და ყოფილი პრეზიდენტისთვის მისაღები არასდროს იყო. მათი კრიტიკა ძირითადად იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ პატარა საარჩევნო ოლქებს, მაგალითად, დუშეთს, ყაზბეგს, თიანეთს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის ნაკლები შანსი რჩებოდათ. მთელს ამ პერიპეტიებში საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2008 წლის თებერვალში, როცა იმდროინდელი საპროტესტო აქციების, ანტისამთავრობო გამოსვლებისა და რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის კვალდაკვალ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოპოზიციის შეთავაზებას დასთანხმდა. მაშინ რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა და სესიის დღის წესრიგშიც ჩაიდო, თუმცა საკითხი "ჩავარდა" და ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინდელი ოპოზიცია სესიას არ დაეწრო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი უარი თქვა გადაწყვეტილების ცალმხრივად, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიღებაზე.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით შეცვლასთან დაკავშირებით დღევანდელი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ მათ არსებული სისტემის გარდაქმნა სურთ.

"ბევრჯერ გვითქვამს, რომ იმ ფორმის მაჟორიტარული სისტემა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებობს, არასწორია. მთელი მსოფლიო ამაზე მრავალი წლის განმავლობაში გვაკრიტიკებს და არსებულ სისტემას ვაკრიტიკებდით ჩვენ თვითონ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით. ვფიქრობთ, რომ სისტემა უსამართლოა, ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული მანდატების არათანაბარ გადანაწილებას ახდენს და არასწორია იმიტომაც, რომ ამომრჩევლის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება", - განუცხადა "ამბები.გე"-ს თინა ხიდაშელმა.

არსებული საარჩევო სისტემის შეცვლას და ახლის შემოღებას მხარს უჭერს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე, თუმცა როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ინტერფრაქციულ ჯგუფში ამ თემაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა, რადგან ჯგუფი ამჟამად მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებით არის დაკავებული.

"ასეთი მეთოდი ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას” - როცა რაღაცის გაკეთებას გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებდა, ცდილობდა უცხოელებისთვის "მიეყიდა", რომ რაღაც კარგს მოცემული მომენტისთვის აკეთებდა. ზოგადად, ეს სისტემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც გამოდგება, რადგან თავისი არსით მრავალმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. არის მცირე მოდიფიკაციები და განსხვავებები, თუ როგორ ითვლება ხმები, როგორც ხდება ხმის მიცემა - ხდება პარტიისათვის, თუ თითოეული ფიზიკური პირისთვის. ეს განსხვავებებია რეგიონალურ პროპორციულ სისტემასა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებს შორის. როცა საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ვსაუბრობთ, რომ პრობლემაა ოლქებს შორის მოსახლეობის რაოდენობის განსხვავებულობის კუთხით, იგივე პრობლემაა ლოკალურ ადგილობრივ არჩევნებში", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა